ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იელი
ჟანრი: პროზა
10 აპრილი, 2010


ვინ ვარ მე?! ( ჩანაწერები)

              უპირველესად, ჩემი ჩანაწერები მინდა დავიწყო კითხვით: ვინ ვარ მე!
  მეცინება ეხლა უხერხულად, ასეთ მძიმე კითხვას ჩემივე ნებით რომ ვუსვამ საკუთარ თავს...
მახსოვს, პირველ კურსზე რომ ვიყავი, ჟურნალისტიკის ლექტორმა, ბატონმა ნოდარ ტაბიძემ, დაგვავალა პირველ თემად დაგვეწერა, ,,ვინ ვარ მე,''ოიიი, თავიდან რა ადვილად მომეჩვენა და გამიკვირდა კიდეც, სკოლაში ხომ არ ვართ, ეს რა თემაა მეთქი, მაგრამ...
  ვინ ვარ მე?_ აბა გაეცი ამ კითხვაზე საკუთარ თავს პასუხი მკითხველო, თუ შენც ძალიან ადვილი მოგეჩვენა.დამერწმუნე, ცდები...
ვინ ვარ მე და მე ვარ ჩემი მშობლების ჯიუტი შვილი, ჩემი ძმის ,,აუტანელი'' დაიკო,ჩემი მეგობრების ,,თავქაჯშეყრილი'' მეგობარი და ა.შ.
  ჩემი ნაკლით თუ დადებითით, პლიუსით, მინუსით, სიხარულით, მწუხარებით- ვარ სულიერი არსება...მე მინდა, თავისუფლად, ყოყმანის გარეშე დავწერო აქ, რომ მე ვარ ადამიანი და ესეც კარგა ხნის ფიქრის მერე დავწერე,(აბა ფრინველი რომ არ ვარ, კარგად ვხედავ.ნუ მაინც გადავამოწმე და სარკეში ჩემი მხრები შევათვალიერე...) როცა გამართლება მოვუძებნე ,,ადამიანს,''ანუ ვარ ადამიანი, ვისთვის კარგი და ვისთვის ცუდი.საკუთარი თავის ქებად არ მინდა ჩამეთვალოს, მაგრამ კარგი ადამიანი თუ არა, არც ცუდი ვარ.
ჩემი ცხოვრების 22 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო,უამრავი რამ გადამხდენია, აქტიური ცხოვრებით მიცხოვრია. არც მწუხარება ყოფილა ჩემთვის უცხო და არც ბედნიერება დამკლებია, ერთი ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება არაჩვეულებრივშიც გადამიზრდია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ გამიგია, ვინ ვარ მე...
  ყველაფერს რომ დავუწვრილმანდე, მართლა არ ვიცი, საბოლოოდ ვინ, ან რა ვიქნები მე. მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ვეცდები ადამიანად დავრჩე და ხომ გაგიგიათ, ცდა ბედის მონახევრეაო.
        ჩემი ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ დროის ფასი არ ვიცი. კი არ ვხუმრობ, მართლა. არ თქვათ ეხლა, არც ჩვენოო, მაგრამ მერე რაო, მე განსაკუთრებული ვარ ამ საკითხში.
  აი მაგალითად...
-გათენდა და დაღამდა უკვე, ადექი სოფი, თორემ მამაშენს დავურეკავ!_მემუქრება დედა და მობილურ მომარჯვებული მადგას საწოლის თავთან.
-მმმ... კაი რა დეე..
-მმ_ს მოგცემ მე შენ!გაგონილა 5 საათამდე ძილი? ვის დაემსგავსე, არ გრცხვენია ამხელა გოგოს? რაღა გოგოს, შემოგხედავენ, გასათხოვარი ქალი ხარ, მაგრამ რა მერე? ძილის მეტი არაფერი იცი._აშკარად არ აპირებს გაჩუმებას დედიკოჩემი და მეც მოთმინება დაკარგული ვჯდები საწოლში.
-ვითომ რატომ არ ვიცი ძილის მეტი არაფერი? კვერცხს ხომ ვწვაავ?_ვაპროტესტებ ამაყად.
-ნაჭუჭებიანად კი, როგორ არა! ოღონდ იმას შეწვა კი არა, დაწვა ჰქვია!_არ მნებდება დედა.
-კაი რა დე, დამანებე თავი, ოღონდ ეხლა დამანებე და ნახე თუ არ ვისწავლო კაი..აი კაი..ოსტრის გაკეთება!_სხვა ესე უცებ ვერაფერი მოვიფიქრე და საბანი გადავიძვრე.
-ისემც შენ რა გითხარი! ქალს სამზარეულო როგორ არ უნდა გაინტერესებდეს, მომჭრი შენ მე თავს, რომ გათხოვდები! დახოცავ შენი გაკეთებული საჭმელით ხალხს!_ბუზღუნით გადის დედაჩემი ოთახიდან.
  აბა გამოიცანით რას ვაკეთებ? დედაჩემის ფეხის ხმას ვაყურადებ, მერე სააბაზანოში წყალს ვუშვებ, მუსიკას ვრთავ(ვითომ ვბანაობ) და ისევ საწოლს ვუბრუნდები...
   
        ან კიდევ:

-სადაა შენი გოგო და ჩემი ბიჭი ნინო?_ხმამაღლა კითხულობს სახლში  დაბრუნებული მამაჩემი.არ გეგონოთ ესე მრავლობითში გვკითხულობდეს მამაჩემი მე და ჩემს ძმას,ეს ორივე სქესი მე მეკუთვნის.
არ იცოდით, მე ბიჭიც რომ ვარ? ნუ, მამა ასე მეძახის, ქალობის შენ არაფერი გცხიაო და რა ვიციო..
-ახალი გასულია სახლიდან_ნამუსი შემინახა დედამ.
-ეგ ხო, აბა დილით როგორ გავიდოდა, მაგ დროს კი შემოდის სახლში!_ბრაზდება მამა.
-კარგი ეხლა, მოვა მალე, ასე დამიბარა და...თავი დაიზღვია მაინც დედაჩემმა.
-და ეგ მალე დილის 6 საათია, ხომ?-მაინც არ ცხრება მამა.
  ეს სიტუაცია მიდგება თვალწინ და უსიამოვნოდ ვაგდებ ხელიდან ნატახტარის ბოთლს. მგონი მართლა ზედმეტი მომდის. უკომენტაროდ ვტოვებ ჩემს დაქალებს ბარში და ტაქსს ხელს ვუქნევ.
არ მავიწყდება მამაჩემის გაკვირვებული სახე.
-შვილო ცუდად ხომ არ ხარ?_მომვარდა შეშფოთებული დედიკოჩემი.
-რა ეტყობა ქალო ცუდად ყოფნის, ვერ ხედავ რა აპრიალებული სახე აქვს? ალბათ ლუდით._დაასკვნა მამიკოჩემმა და კვლავ ტელევიზორის პულტს დაუწყო ძებნა.
-აბა რატომ დაბრუნდი ასე ადრე?_ ვერ ისვენებს დედაჩემი და ყველაფერს ფარავს ჩემი ისტერიკული, კივილნარევი სიცილი.
რა გინდა, თურმე სახლში 9 საათზე დაბრუნება ავად გახდომის ტოლფასია ჩემთვის...
    საერთოდ, ვეღარ ვგრძნობ დროის სვლას, ასე მგონია, სულ ასეთი ვიქნები და დროს მე დავიმონებ, არათუ პირიქით, მაგრამ, ვაი, რომ ესე არაა.
თუ სახლში ვარ, გარეთ ვერავინ გამიტყუებს და თუ გარეთ ვარ, სახლის კარები მავიწყდება.ესეთი უკიდურესობა დამღუპველიაო, არ მითხრათ ეხლა, მეც ვიცი, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მოვერიე საკუთარ თავს...
                  ეხლა აქ უნდა შევწყვიტო სასწრაფოდ ჩემი ცხოვრების უმაქნისობების წერა და გავიქცე,
                  10 საათზე  ბარში უნდა ვიყო, დაქალები გასკდნენ და მეც გადამაყრუეს ზარებით, არადა
                    7საათზე იყო შეხვედრა დათქმული. დანარჩენი,სხვა დროს.


                                                                                                  :):)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები