 | ავტორი: იელი ჟანრი: იუმორისტული 22 აპრილი, 2010 |
-მოგტყდა კინჩხიიიიიიიიი. _დილიდან მაღვიძებს უსიამოვნო, იმერული წყევლა და პიჟამოების ამარა მივრბივარ ფანჯარასთან. ჩემი მეზობელია ასეთი ,,ტკბილი ლოცვის'' მღაღადებელი, ხოლო ადრესატი საცოდავად მობუზულა ეზოში და მორჩილად იტანს დამსახურებულ თუ დაუმსახურებელ რისხვას. -გამიჩინეს გოუჩინარი ამ ბოვშებმა, სარეცხი ვეღარ გამიფენია ქალს, ამათ თუ არ ვკითხე! დავჭრი, ახლა მართლა დავჭრი ამ ბურთს!_არ ცხრება მსუქანი, პირღაჟღაჟა ნათელა და საქმიანად შერბის ოთახში. გარედან პატარების გულშემატკივრები,დილიდან ლუდის ბოთლებით ხელდამშვენებულნი, ერთვებიან საქმეში და მიდის გნიასი, რომ, ბევრი თამაშისაგან გაცვეთილი და ათასჯერ დაკემსილი ბურთი დაიბრუნონ. -ნათელა, არ გეკადრება ეხლა შენ, ასთე განათლებულ ქალს მაი ამბავი._ჩაერთო საქმეში ყველაზე მცხოვანი, ბატონი ვანო. -აბა რა მეკადრება, ამათი ონავრობისგან გაზუზნული ქვეშაგების რეცხვა?_ბრაზით ძარღვები ებერება ნათელას და წელამდე გადმოეკიდა აივანს. რა იყო შე ქალო, ბოვში არ ყოფილხარ შენე?_ბრაზდება აშკარად დაბლა მყოფი ბებო, რომელიც საქმიანად შემოტუსტუსდა იმ დროს, გაწლიკულმა ნოდარამ ბურთი საქმიანი სახით რომ გაახვია ნათელას თეთრეულში. რა არის, ძილს ან ნათელა არ მაცდის, ან დედაჩემი, უნდა გადავსახლდე აქედან, მაგრამ, სააააად? ისმის რთული კითხვა და ამაზე ფიქრს მომავლისთვის ვდებ, ჯერ უფრო აუცილებელი პროცედურები უნდა მოვამთავრო, კუნტრუშით შევრბივარ სამზარეულოში და მაცივარს ძლიერად ვაღებ. უსიამოვნოდ მებრიცება სახე, ისევ ეს ტოლმა და ოსტრი, არაა, არ შემიძლია ახლა მე კვერცხის შეწვაც და ჯობია, ვინმეს დავაცხრე თავს. -ალოო, ნუცი გაგაღვიძე?_ტკბილად ვკითხულობ დაქალს. -მმ. შენ ხარ სოფი? რა იყო, ხო მშვიდობაა? -არც ისე ნუცი, მშია.._გავისაცოდავე თავი და რეაქციას დაველოდე. -შენ ხომ არ გაგიჟდი? მერე ჭამე, მე რატომ მირეკავ? -ისადა, საჭმელი არ მაქვს. ჩემებური საჭმელი._დავაყოლე მაინც, რომ დედაჩემის კულინარული მიღწევებისათვის ჩრდილი არ მიმეყენებინა. ავის მომასწავებელი ფრუტუნი მესმის მობ.ში, მაგრამ ჯიუტად არ ვთიშავ. -სოფი, ახლა ვიკივლო, თუ შენი ნებით გათიშავ მობილურს?_მკაცრი ტონი ქვს ჩემს დაქალს და მეც... ეეეჰ, არაფერი არ გამოვიდა...
მეტისმეტად უდარდელი გავხდი ამ ბოლოს, ვამჩნევ საკუთარ თავს. უკვე იმასაც აღარ დავეძებ, რა მაცვია. ადრე, თუ ჩემს ტანსაცმელს უთოს მიერ დატოვებული ხაზის მეტი არაფერი ემჩნეოდა, ეხლა თავისუფლად შეამჩნევთ უცნაური ფერის ლაქებს, ერთ დროს თეთრ მაისურს, რომელიც ეხლა სარეცხი მანქანიდან გამოვაძვრინე. ჯინსიც იქვე აღმოჩნდა და უკვე შემოსასვლელში დავიწყე კეტების ძებნა. -დედააააააააა._ ავკივლდი მთელი ხმით. -რა დაგემართა, რა გაკრიახებს?_ მკაცრად გამომძახა დედამ. -სადაა ჩემი კეტები? -აივანზე, გავრეცხე წუხელ, შენ აღარაფერს არ დაეძებ და მე მრცხვენია ქალბატონო! როდემდე უნდა გააგრძელო ასე?_გაბრაზებული გამოვიდა დედა და წინ დამიდგა. -აი, მარტო დღეს დე და ვსოოოოოოოოო._დავაიმედე და გავვარდი აივანზე.
-სა მიდიხარ გოგო, მაღაზიაში?_ გული გამიხეთქა ლამის ნათელას ხმამ და ელდანაცემმა ავიხედე მაღლა. -არა ქალბატონო ნათელა, უნდა გავისეირნო._ნაძალადევად გამოვაჩინე კბილები. -თლათ გაგიჟებულხარ შენ შვილო._შეწუხებული სახე მიიღო მან და თან ირონიულად ჩამომხედა. -რატომ?_დავაღე პირი მოულოდნელობისგან. -რეიზა და ამ ნაშუადღევს ვინ წავა სასეირნოდ, ჩემეგზავნე ეგერ მაღაზიაში და იმფერ რაცხას გაჩუქებ, შენნაირ ბოვშებს რომ ასულელებს, მაინც მთელი ღამე ბაგა_ბუგი გამოის შენი ოთახიდან და... ჩემმა შოთიამ მოათრია წუხელ და სანამ გოუღვიძია, მოვაშორებ აქიდან._ დამაინტრიგებლად დაპრუწა ტუჩები და თან ჩემს პასუხს აღარ დაელოდა, ისე შევარდა ოთახში ალბათ ფულის გამოსატანად. მესამე სართულიდან 2.1_ანი ბასსბოჩკით ჩამოვდივარ. არა, კი არ ჩამოვდივარ, ჩამოვრბივარ, თან უკან ვიხედები, ნათელას შოთიამ ხომ არ გაიღვიძა და მომდევს ჩემი ნადავლის წასართმევადო... ესეც ასე, გავედი სახლიდან. მარკეტთან შევჩერდი და ჯიბეები მოვიჩხრიკე. არა რა, დილიდან დათარსული დავდივარ, ჩემი ბანკნომატი (საფულე) და ბიბილური(მობილური) დამრჩა სახლში. უკანვე ავრბივარ და კარებთან მამას ვეჩეხები. -უკვე გვაქვს გასვლა?_მეკითხება ირონიულად და თან ცდილობს ჩემი დანახვით გამოწვეული სიხარული დამალოს. -კი მა, უნ_ში მივდივარ._ვიცრუე ისე, რომ არც გავწითლდი. -მე წაგიყვან, მანდეთ მაქვს საქმე თან._მიყურებს გამომცდელად. -უი რა კაია._,,გამეხარდა'' აშკარად და მანქანაში ,,სიხარულით'' ჩავუხტი. მთელი გზა დუმს. 2 გრძელი ნაოჭი მის შუბლზე ავის მომასწავებლად არის გაწოლილი, რაც იმის ნიშანია, რომ ხმა არ უნდა ამოვიღო. უნივერსიტეტთან მოწყვეტით აჩერებს მანქანას. -ფული გაქვს?_ეხსნება შეკრული შუბლი ჩემი მოუსვენარი სახის დანახვაზე. -ისე რააა, არც ცოტა და არც ბევრი._ვთამამდები მეც. -პირდაპირ, შენ მე დამაბერებ. -რას ამბობ მა, სულ დაუბერებელი იქნები._ფულს ხელში ვბღუჯავ და მანქანიდან გადავდივარ.
-ოჰო, ეს ვინ გამოჩნდა?როგორ მოხდა_მხიარულად და ხელების ქნევით მოდის ჩემსკენ ჩემი ბუღალტერიის ლექტორი, ბ.გოგი იშხნელი. -გამარჯობათ ბატონო გოგი, როგორ ხართ._ვიღვრები თავაზიანობად. -შენ ახლა რაღაც იძულებით მოსულს გავხარ._ეშმაკურად მიღიმის თმაშევერცხლილი ლექტორი, ხელს მხვევს და აუდიტორიისაკენ მივყავარ. კარებთან ჯგუფხელი მხვდება ოვაციებით, აუდიტორიაში კი ბავშვები. არ იფიქროთ, ყველას ასე ძალიან ვუყვარდე, უბრალოდ ერთი თვეა რაც არ გამოვჩენილვარ და... რა არის ეხლა ეს? მშია, აქ კი არა, სადმე უნდა ვიჯდე და მადიანად ვილუკმებოდე. იმერული ხაჭაპურის ნაცვლად თაბახის ფურცლები მიჭირავს ხელში და კოლას ნაცვლად კალამი. რაღაც უჩვეულო ფუსფუსია. აჰაა, კახეთში მიდიან თურმე გოგოები ჩვენს ჯგუფელთან. მეც არ გამოვაკლდი და...
აივანზე ვარ დაყრდნობილი და სიგარეტს მალულად ვეწევი. სოფელია მაინც და უხერხულია, თავი მისკდება. რამ დამალევინა ამდენი კახური ღვინო, ვერ ვხდები. მართალია მამაჩემი, მე შეცდომით დავიბადე ქალად.ისე, კაცი რომ ვიყო, ნეტა როგორი ვიქნებოდი? ოოხოხო, რას ვიგულავებდი. აუ თავი არ მაქვს წვეტიანი და აბა ეს მახვილი აზრები საიდან. ეზოში ნამდვილი სამოთხეა, ყვავილებით არის აჭრელებული მინდორი. პაპა ჩიფჩიფით დადის და თავისთვის ლაპარაკობს.უცებ თვალი მომკრა. შეჩერდა, ხელით მოიჩრდილა და: -ჩამოი აქა გო._შემომძახა. სიგარეტი ჩუმად, ზურგს უკან გავისროლე და ჩავედი. -გამარჯობა პაპა, როგორა ხარ?_ვეკითხები დამნაშავის ღიმილით. -მაიტა, მეც გამასინჯე_მეუბნება პირდაპირ. -მმ.. რაა?_ ვიბნევი აშკარად. -შვილო, გენაცვალო პაპაი, მე 85 წლისა კი ვარ, მაგრამა, არც ყურსა მაკლია უფლის ნებითა და არც თვალსა._ეშმაკურად ეჭუტება ორივე თვალი, რომელშიც სიკეთის შუქი უციმციმებს. გამეცინა. ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და სანთებელაც მივუმარჯვე. პაპამ ერთი ორი გააბოლა და თავი გააკანტურა. -რა ალი ესა პაპა? რა ჰქვიან? -არ მოგეწონა პაპი, პარლამენტი ჰქვიან._მოვუქციე მეც კახურად. -ჩვენი პარლამენტივითა უჯიშო არა ყოფილაა._დაასკვნა მოხუცმა.
ეხლა ვზივარ ჩემს ,,დაქალ კომპთან'' და გუშინდელ შემთხვევებს ვუზიარებ.მისმენს, არაფერს არ მსაყვედურობს, არც მაქებს. დედაჩემი გაბრაზებული სახით დადის ოთახებში და არ ,,მამჩნევს.'' გამინაწყენდა, დეიდაჩემთან არ მივყვები.აბა იქ რა მინდა? უნდა ვიჯდე და მოწყენილობისაგან პირზე ხელაფარებული ვამთქნარებდე. თან იმასაც ვაკონტროლებდე, რომ პირზე ხელის აფარება არ დამავიწყდეს, თორემ ერთ 20 წუთიან ლექციასაც გამოვკრავ ხელს საზოგადოებაში მოქცევის წესების შესახებ. აუცილებლად შეეხებიან ჩემი ჩაცმის სტილს და ამოიოხრებენ ერთხმად, რომ, მე მამაჩემის ,,გაფუჭებული,'' (რათქმაუნდა გაკეთებულიც!) ვარ. აბა რა მინდა იქ? ხოდა... ხომ არ შეგაწყინეთ თავი ჩემზე ლაპარაკით?:) ალბათ კი. დაღლილი ვზივარ ეხლა და კლავიატურას დაცქერივარ. დედაჩემი შემოდის და საქმიანი სახით მადგას თავზე. მე არ ვიმჩნევ. ვიცი, რამე მწარედ უნდა მითხრას და სულ 2 წუთით მაინც გადავწიო დარიგებათა სერია. მახსოვს, პატარას, როგორ მატირებდნენ, არ იფიქროთ მათ არ ვუყვარდი, უბრალოდ კარგი საჩქმეტი ლოყები გაქვსო და რომ ჩამავლებდნენ ლოყებში ხელს, ერთი საათი მაყვირებდნენ. ნათესავთან წამიყვანეს სტუმრად, პატარა ვიყავი, 3 წლის. ისეთი აუტანელი ხასიათი მქონდა, გასაფუჭებელს თუ ვერაფერს ვიპოვიდი,კედლებიდან შპალერის ახევას ვიწყებდი.აქედან გამომდინარე, სტუმრად ძალიან იშვიათად მივყავდი ჩემებს და მეც განსაკუთრებულად ავიშვებდი ხოლმე.კარებში შესვლისთანავე დედამ ხელი ჩამავლი და გამაფრთხილა, იცოდე, ზედმეტად არ გაინძრე, თორემ სახლში რომ მიგიყვან, დაგსჯიო! მეც 5 წუთი გავუძელი სხეულში ჩაბუდებულ მოუსვენრობას და... -ნახე, მე ახალი ბაჩია მაცვია!_კალთაში ჩავუხტი ერთერთ დეიდას, რომელიც საახალწლო ნაძვის ხესავით აღკაზმული იჯდა და მეორე ქალბატონს, მასზე უარესად გადაპრანჭულს ექაქანებოდა ათას სისულელეზე. ქალმა უსიამოვნოდ შემომხედა და თავზე ხელი გადამისვა მოწონების ნიშნად ალბათ, ან იქნებ მოშორების მიზნით.არ შევეპუე და უფრო ახლოს, ზედ ცხვირთან გავუშალე ფეხი. ქალმა აგრესიით შემომხედა და ძირს უდიერად ჩამომაგდო! მეც ახალი ფათერაკების საძებნად გავეშურე. ოთახში, სადაც შევედი, ბავშვის აღმოჩნდა. ათასნაირი სათამაშო ელაგა ირგვლივ, მაგრამ განსაკუთრებით არ მომეწონა ფანჯრის რაფაზე განლაგებული ბურჟუაზია. რატომ ბურჟუაზია და ან საიდანო, ალბათ მკითხავთ. ამ ოჯახში 2 გაუთხოვარი მამიდა ცხოვრობდა და მათი დროინდელი სათამაშოები განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა. სასტიკად არ მომეწონა ნაჭრის, ღილის თვალებიანი თოჯინები, ღიპიანი(სავარაუდოდ) მედუქნეები და მათ ნამდვილი ბართლომეს ღამე მოვუწყე.მერე დასახიჩრებულები ოდნავ შეღებული ფანჯრიდან გადავყარე. თან იმის სანახავად, თუ როგორ განისვენებდნენ საკუთარი სახლის ეზოში, ფანჯარაზე ავბობღდი და...მეც მათ გვერდით დავიკავე საპატიო ადგილი. მერე მახსოვს როგორ დავისაჯე, 1თვე ვიწექი თაბაშირში ჩაკვეხებული და მამაჩემს ჩემი ტარებისგან წელი ჰქონდა მოწყეტილი. ერთხელ, სტუმრები მოვიდნენ, 8 მარტი იყო, მამას დაბადების დღე. მე უკვე თაბაშირის ტყეობისგან გათავისუფლებული ვიყავი და გაორმაგებული ძალით ვეკვეთე მათ. წვიმიანი დღე იყო, მათი მოსაცმელები და პალტოები შემოსასვლელში ჩამოკიდა დედამ. სკამი მივაჩოჩე, ავძვერი და ჯიბეების მოჩხრეკა დავიწყე. არ გეგონოთ, რამეს ვიპარავდი, უბრალოდ მათ საფულეებს, ცხვირსახოცებს და ათას ხარახურას ადგილი შევუცვალე.მერე ვითომც არაფერი, მათთან გამოვცხადდი. დედამ, ეს მე არ დამაცდის არაფერსო და დავაძინებო. არადა მეც მინდოდა ტორტი! 2 დღე აცხობდა დედა. არ გაჭრა ჩემმა უარმა და ხვეწნამ, მარტო ერთი ნაჭერი ნამცხვარი შემაჭამეს და საწოლში ძალით შემტენეს. ესაა სამართალი? მე რა, არ მონდოდა სუფრასთან ყოფნა?!გაგულისებულმა მთელი ხმით მოვრთე ტირილი. არ გაჭრა არაფერმა, ყველა ერთობა.ოთახიდან გავაჭერი და სამზარეულოში შევიპარე. ტორტი მაცდუნებლად იდო მაგიდაზე, თითქოს მეუბნებოდა, მოდი შემჭამეო.პროტესტის გრძნობამ გადაწონა დედაჩემისგან ახალი დასჯის მეთოდის შიში და ტორტს საფუძვლიანად დავეუფლე. გული მალევე ვიჯერე და იქვე საცივით მდგარ ქვაბშიც ერთი მუჭა მარილი ჩავყარე, მერე საქმიანი და კმაყოფილი სახით გავემართე დასაწოლად. მესმოდა, როგორი გაბრაზებული შემოვარდნენ ოთახში, მაგრამ თავი მოვიმძინარე, აბა მძინარეს ხომ არ დამსჯიდნენ? სამაგიეროდ, მეორე დღეს ერთი საათით ჩამკეტეს საააბაზანოში, თან შუქი ამომირთეს. აბა, მე რა სულელი ვიქნებოდი, იქედანაც სარგებელი არ მენახა? ხოდა კარები შიგნიდან ჩავკეტე, აი ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა რომ შეაწუხა ოჯახის წევრები და კარებზე ბრახაბრუხი ამიტეხეს, მერე მე გავჯიუტდი და ცოცხალი თავით აღარ გავედი, სანამ ქრთამი არ ავიღე.. კიდევ რამდენი ესეთი მოხდა, რა გაიხსენებს ჩემი ბავშვობის ონავრობებს. არა, განა მეხსიერებას ვუჩივი? უბრალოდ არ მინდა ხალხს თავი მოვაბეზრო. დროებით.:):)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. კი იყო მომაბეზრებელი, თუმცა ისე ხალისით ცოცხლად ყვები, თითქოს მეც მანდ ვიყავი, და მეც შენთან ერთად ვხტუნავდი და მომეწონა ეს ყველაფერი. კი იყო მომაბეზრებელი, თუმცა ისე ხალისით ცოცხლად ყვები, თითქოს მეც მანდ ვიყავი, და მეც შენთან ერთად ვხტუნავდი და მომეწონა ეს ყველაფერი.
11. საინტერესოდ წერ...5 და ეს ყველაფერი მართლა შენ ჩაიდინე?...:) საინტერესოდ წერ...5 და ეს ყველაფერი მართლა შენ ჩაიდინე?...:)
10. უბრალოდ არ მინდა ხალხს თავი მოვაბეზრო. დროებით.:):)
არ მოგვაბეზრებ თავს... :) მართლა.. მართლა... ;) 5 უბრალოდ არ მინდა ხალხს თავი მოვაბეზრო. დროებით.:):)
არ მოგვაბეზრებ თავს... :) მართლა.. მართლა... ;) 5
8. მართლა ონავარი ბავშვი ყოფილხარ და კარგად ყვები! მიყვარს ხალისიანი და მოუსვენარი ადამიანები,დიდებიც და პატარებიც! :D მართლა ონავარი ბავშვი ყოფილხარ და კარგად ყვები! მიყვარს ხალისიანი და მოუსვენარი ადამიანები,დიდებიც და პატარებიც! :D
7. მიყვარს იმერული სურათები - ხალისიანი, გატკარცალებულ-ფრაზებიანი! 555 მიყვარს იმერული სურათები - ხალისიანი, გატკარცალებულ-ფრაზებიანი! 555
6. ერთხელ ისეთი უარესობა ჩავიდინე, მთელი სანათესაო ჩემზე კაი ხანს ლაპარაკობდა:) მაააააააშ.:) ერთხელ ისეთი უარესობა ჩავიდინე, მთელი სანათესაო ჩემზე კაი ხანს ლაპარაკობდა:) მაააააააშ.:)
5. ვაიმეეეე, ეს რა ოხერი ვინმე ყოფილხარ შენა, ჰაააა?! :D :D :D
ვაიმეეეე, ეს რა ოხერი ვინმე ყოფილხარ შენა, ჰაააა?! :D :D :D
4. გაიხარე მაკა კოლხი:):) ესაა ჩემი ბავშვობის ონავრობები.:) გაიხარე მაკა კოლხი:):) ესაა ჩემი ბავშვობის ონავრობები.:)
3. შენ გაიხარე იელ, ეს რა კარგ ხასიათზე დამაყენე! :D :D :D სხვათაშორის, მიყვარს ასეთი ცელქი, ონავარი და მავნე ბავშვები!!! :D
ნაწერს დიდი მოწონება ჩემგან საინტერესოდ თხრობის და ბავშვური ხასიათის ასე კარგად გადმოცემის გამო! ლამაზი და ლაღი იუმორით არის გაჯერებული მთლიანი ნაწარმოები, რაც სასიამოვნოდ წასაკითხს ხდის მას! 55555555555555555555555555555555 შენ გაიხარე იელ, ეს რა კარგ ხასიათზე დამაყენე! :D :D :D სხვათაშორის, მიყვარს ასეთი ცელქი, ონავარი და მავნე ბავშვები!!! :D
ნაწერს დიდი მოწონება ჩემგან საინტერესოდ თხრობის და ბავშვური ხასიათის ასე კარგად გადმოცემის გამო! ლამაზი და ლაღი იუმორით არის გაჯერებული მთლიანი ნაწარმოები, რაც სასიამოვნოდ წასაკითხს ხდის მას! 55555555555555555555555555555555
1. ლიტერატურული ტექსტის ზომიერად და სწორად გადანაწილების კულტურა ანუ ტექტის სივრცეში განთავსება ანუ ტექტის ''ფორმა'' ...
ანუ-რომ წაიკითხონ უფრო პატარა მოცულობის და თვალისთვის საამო ფრომის უნდა დადო- ნუ მაგალითად მეტი აბზაცები და ''ჰაერი'' მეტი და ასე. ეს ზოგადად და ამხელას წამკითხველი არ ვარ.წარმატებები:) ლიტერატურული ტექსტის ზომიერად და სწორად გადანაწილების კულტურა ანუ ტექტის სივრცეში განთავსება ანუ ტექტის ``ფორმა`` ...
ანუ-რომ წაიკითხონ უფრო პატარა მოცულობის და თვალისთვის საამო ფრომის უნდა დადო- ნუ მაგალითად მეტი აბზაცები და ``ჰაერი`` მეტი და ასე. ეს ზოგადად და ამხელას წამკითხველი არ ვარ.წარმატებები:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|