ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
19 აპრილი, 2010


  ჩამოტვირთვა

შენ, პოეტი

შენი პოეტური კაშნე,
ჩემი მოქსოვილი ჩალმა;
შენგან წავიდე თუ დავრჩე
ვფიქრობ-ალბათ, უფრო წავალ.

შენი გარითმული ლექსი
მიყვარს, მარცვალ-მარცვალ მიყვარს,
ჩემი არაფერი გესმის
და გესმის ჩემი ყველა სიტყვა.

ქალაქგარეთ შენი სახლი,
შენი პოეტური ქუჩა;
ვიცი ჩვენს ხეტიალს დაღლილს,
უკვე დასასრული უჩანს.

შენი პოეტური პალტო,
ალაგ აწყვეტილი ღილი;
შენგან ლექსი მიმაქვს მხოლოდ
და დღეიდან უშენობით ვივლი.

                  კითხულობს ჩემი უსაყვარლესი დაიკო-ქეთი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები