ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: თარგმანი
23 აპრილი, 2010


ტაკაჰამა კიოშის ერთი ჰაიკუ

ტაკაჰამა კიოში  (1874 – 1959) დაიბადა მაცუიამაში. ეჰიმეს პრეფექტურა, იაპონია.
იაპონური ჰაიკუს ერთ-ერთი დიდოსტატი. დიდი იაპონელი პოეტის, შიკი მასაოკას მოწაფე.

შენიშვნა: ქართული თარგმანი შესრულებულია
ინგლისურიდან.

იაპონურად: Toki mono o kaiketsu suru ya haru o matsu

მე დროს მივანდობ
დარდსა და ტკივილს -
ველი გაზაფხულს.

თარგმანი იაპონურიდან ინგლისურად ნაგაიამა აია-სი:
May time solve
Worries and difficulties -
awaiting the spring.

ტაკაჰამას ამ ჰაიკუში სეზონის (გაზაფხულის) აღმნიშვნელი სიტყვებია "ჰარუ-ო-მაცუ". პოეტი გულწრფელად ელის გაზაფხულს და იმედოვნებს, რომ დრო ცხოვრებისეული სიძნელეებისა და ტკივილების მკურნალია. სიტყა "ya" ლოცვისმაგვარ იმედს აღნიშნავს. კიოში იმედოვნებს, რომ დრო, გარდა შვებისა, პასუხებსაც მოუტანს მას. "გადამიწყვიტავს კი დრო ჩემს გასაჭირსა და შფოთვას? ალბათ, კი. თუ არა და მე ამისთვისაც მზად ვარ".  გაზაფხულის მოლოდინი და  ცხოვრების დინების დროისათვის მინდობა, ხაზს უსვამს მის დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი - ადამიანი მშვიდობით უნდა ხვდებოდეს დროის სვლას.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები