| ავტორი: უგულავა ჟანრი: პოეზია 27 აპრილი, 2010 |
თუმცა, ვღრეობდი, ვმღეროდი,გულს არ მიეცა საშველი... მხიარულობდა სოფელი კოშკებად ნაგებ–ნაშენი. გამოვერიდე მოძმეებს, მარტოს მომინდა წანწალი, უცებ საყდართან შემომხვდა ჩემი ლამაზი წაწალი. მიწიდან ცამდე მანძილი ნისლმა მალიმალ აყორა... ქალს წინ დავუდექ, მოვზიდე, ცოლად მოვთხოვე წაყოლა. დამისხლტა, ისე შეჰკივლა, მხოლოდ ვნებას რომ ამშვენებს, ვიდრე ხევსურის მარჯვენა ზარს მისწვდა საგანგაშებელს, მივდიე, ცხენზე მოვიგდე, თავი არ მქონდა მუდარის, "წამოვე, წევნა დამიწყეს", ხატიც წყრებოდა გუდანის. ვიდრე მთებიდან ავარდნილ ქარიშხალს ჰგავდა მდევარი, სისხლს ადუღებდა გაყინულს ცხენდაცხენ მიმოწევანი. მერე გზას ღამე დააკვდა, – შავი დარბაზი მისნობის, როს მზე მთის იქით გადაწვა, – ბეჭედი მარადისობის. მერე დაჰბერეს ქარებმა, მთვარე გაღვივდა ალალი, ვინც წინ შემომხვდა, საჩქაროდ დაცალეს გზები სავალი. არაგვს ჩავდიე, გაყვლეფილ ხორცს ვუტოვებდი ნარ–ეკალს, როს ტყვიამ ჩემი წაწალის სუნთქვა იმ ქვეყნად წალეკა... გაფრინდა გული ბუდიდან, ფრთებიც მომემტვრა შევარდნის, სიცოცხლე ხელში ჩამაკვდა, უკვე არაგვში შევარდნილს. წყალმა წაიღო ოცნების გიჟმორეულუი რონინი, ნეტა მოვეკალ მამამისს, თბილ ცხედარს გადაკონილი; მაგრამ იცოდა, უთუოდ, ღვარძლიც, გოდებაც ქართული,– ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგულუ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგული... მ ო მ ე წ ო ნ ა ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგული... მ ო მ ე წ ო ნ ა
27. გავიხსენე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი... არ უნდა დაიკარგო შენ... გამოჩნდი ისევ. გავიხსენე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი... არ უნდა დაიკარგო შენ... გამოჩნდი ისევ.
26. ეჰ მომენატრეთ მას!!!სკოლის დრო ხომ ყველაზე დაუვიწყადი დროა :)მახსოვს სკოლის ბანკეტზე ეს ლექსი რომ წაიკითხეთ... ეჰ მომენატრეთ მას!!!სკოლის დრო ხომ ყველაზე დაუვიწყადი დროა :)მახსოვს სკოლის ბანკეტზე ეს ლექსი რომ წაიკითხეთ...
25. ძალიან მომწონს ეს, მთელი თვე აკვიატებული მქონდა. უხ რა მაგარია. კიდევ მოვალ აქ. მეათასედაც მოვალ. ძალიან მომწონს ეს, მთელი თვე აკვიატებული მქონდა. უხ რა მაგარია. კიდევ მოვალ აქ. მეათასედაც მოვალ.
24. კარგად წერ! კარგად წერ!
23. მიწაწყალიიიიი... მომეწონა მე ხევსურს.... :) ++ მიწაწყალიიიიი... მომეწონა მე ხევსურს.... :) ++
21. კარგი ხარ5555 კარგი ხარ5555
20. არ გაძლევ ხმას!
გადადექი! არ გაძლევ ხმას!
გადადექი!
19. ვა!!!! კარგი იყო ძალიან...555555 არ ველოდი უგულავასგან...:)
მერე გზას ღამე დააკვდა, – შავი დარბაზი მისნობის, როს მზე მთის იქით გადაწვა, – ბეჭედი მარადისობის.
მშვენიერია...და საერთოდაც მშვენიერი ლექსია... ვა!!!! კარგი იყო ძალიან...555555 არ ველოდი უგულავასგან...:)
მერე გზას ღამე დააკვდა, – შავი დარბაზი მისნობის, როს მზე მთის იქით გადაწვა, – ბეჭედი მარადისობის.
მშვენიერია...და საერთოდაც მშვენიერი ლექსია...
18. ნეტა მოვეკალ მამამისს, თბილ ცხედარს გადაკონილი; მაგრამ იცოდა, უთუოდ, ღვარძლიც, გოდებაც ქართული,– ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგული.
საინტერესო და ძლიერი ემოციის ბალადაა...სიუჟეტი თითქოს ბანალური, მაგრამ შესრულება ინდივიდუალურად გამორჩეულია ნეტა მოვეკალ მამამისს, თბილ ცხედარს გადაკონილი; მაგრამ იცოდა, უთუოდ, ღვარძლიც, გოდებაც ქართული,– ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგული.
საინტერესო და ძლიერი ემოციის ბალადაა...სიუჟეტი თითქოს ბანალური, მაგრამ შესრულება ინდივიდუალურად გამორჩეულია
16. ქართული კალასიკური და ხალხური პოეზიის ტრადიციის გამგრძელებელი და ღირსეული მემკვიდრე:) ქართული კალასიკური და ხალხური პოეზიის ტრადიციის გამგრძელებელი და ღირსეული მემკვიდრე:)
15. ოოო, მართლა კარგი ბალადა წამაკითხა ქალბატონმა თამარ ბუკიამ. მადლობა მას და ავტორს. ყოჩაღ, ბატონო! ოოო, მართლა კარგი ბალადა წამაკითხა ქალბატონმა თამარ ბუკიამ. მადლობა მას და ავტორს. ყოჩაღ, ბატონო!
14. უუუფ, ძალიან მომეწონა! მართლა ყოჩაღ! აი, რატომ არ ვამბობ ამ ლექსზე, - სუსტია-მეთქი? 555555555 უუუფ, ძალიან მომეწონა! მართლა ყოჩაღ! აი, რატომ არ ვამბობ ამ ლექსზე, - სუსტია-მეთქი? 555555555
13. გაიხარე! კარგია!
გაიხარე! კარგია!
12. აქ მომასწავლეს ახლა, წაიკითხეო..
აღფრთოვანებული ვარ, მიხარია რომ წავიკითხე! აქ მომასწავლეს ახლა, წაიკითხეო..
აღფრთოვანებული ვარ, მიხარია რომ წავიკითხე!
11. მაგრამ იცოდა, უთუოდ, ღვარძლიც, გოდებაც ქართული,– ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგულუ.
სიტყვები არ მყოფნის! 5! მაგრამ იცოდა, უთუოდ, ღვარძლიც, გოდებაც ქართული,– ცოცხალი უფრო ცოდოა სიყვარულგადაკარგულუ.
სიტყვები არ მყოფნის! 5!
10. საოცარი სიუჟეტის მქონე ლექსია :) ძლიან მომეწონა :) საოცარი სიუჟეტის მქონე ლექსია :) ძლიან მომეწონა :)
9. აუ! აუ! აუ! რა არი ბიჭო! შემხტარი ტაში ძამიკო შენ! აუ! აუ! აუ! რა არი ბიჭო! შემხტარი ტაში ძამიკო შენ!
8. უგულავას ქალის მოტაცების რეცეპტი :D კარგი ნაწერია ,სავსეა,დახვეწილი და რაც მთავარია შეესაბამება მთის მოტივებს :) უგულავას ქალის მოტაცების რეცეპტი :D კარგი ნაწერია ,სავსეა,დახვეწილი და რაც მთავარია შეესაბამება მთის მოტივებს :)
7. აუ კიდევ დავწერ რა. ძალიან ნაგრძნობია, ხომ მასეა? დიდი ხანია ასე არ აღვფრთოვანებულვარ ლექსით. მადლობა, რომ დაწერე და მერე აქ გამოაქვეყნე. აუ კიდევ დავწერ რა. ძალიან ნაგრძნობია, ხომ მასეა? დიდი ხანია ასე არ აღვფრთოვანებულვარ ლექსით. მადლობა, რომ დაწერე და მერე აქ გამოაქვეყნე.
6. ამ მოტივზე დაწერილი ლექსები ძალიან მიყვარს. საოცარი ლექსია, რომ ვერ გამოვხატავ ისეთი საოცარია. ბევრჯერ მინდა წავიკითხო. ამ მოტივზე დაწერილი ლექსები ძალიან მიყვარს. საოცარი ლექსია, რომ ვერ გამოვხატავ ისეთი საოცარია. ბევრჯერ მინდა წავიკითხო.
5. 5! მაგარი კაცის მაგარი ლექსი! 5! მაგარი კაცის მაგარი ლექსი!
4. 555 ნამდვილად კარგი ნაწერია და მომეწონა! მთის სურნელი დაჰკრავს სტრიქონებს და ის ცეცხლიც დასდევს თან, ასე რომ ახელებს ხოლმე სიტყვას და ვნებას! ოღონდ ეს ტრაგიკული ნოტები ფინალში რაღაცნაირად მამძიმებს! თუმცა ეს, ცხადია, ნაკლი სულაც არ არის ამ ნაწარმოებისა! 555 ნამდვილად კარგი ნაწერია და მომეწონა! მთის სურნელი დაჰკრავს სტრიქონებს და ის ცეცხლიც დასდევს თან, ასე რომ ახელებს ხოლმე სიტყვას და ვნებას! ოღონდ ეს ტრაგიკული ნოტები ფინალში რაღაცნაირად მამძიმებს! თუმცა ეს, ცხადია, ნაკლი სულაც არ არის ამ ნაწარმოებისა!
3. მეც მომეწონა, სასიამოვნოდ ჩავიკითხე... :)
ისე დღეს გიგი უგულავამ რამოდენიმე პროფესია მოირგო, დილით პურს აცხობდა, მერე ყასაბი იყო, ფარმაცევტი... ხოდა მეთქი ეხლა პოეტობაც ხომ არ გადაწყვიტა და დღის ბოლოს ლექსიც დადო ამ საიტზე... :D (ეს ხუმრობით)
წარმატებები :) მეც მომეწონა, სასიამოვნოდ ჩავიკითხე... :)
ისე დღეს გიგი უგულავამ რამოდენიმე პროფესია მოირგო, დილით პურს აცხობდა, მერე ყასაბი იყო, ფარმაცევტი... ხოდა მეთქი ეხლა პოეტობაც ხომ არ გადაწყვიტა და დღის ბოლოს ლექსიც დადო ამ საიტზე... :D (ეს ხუმრობით)
წარმატებები :)
2. ხოო, ოთარს ვეთანხმები ... ხოო, ოთარს ვეთანხმები ...
1. ვახ, კარგია! ერთი ამოსუნთქვით იკითხება! ვფიქრობ კიდევ ერთი საინტერესო ავტორი შემოემატა ლიტერატურულ საიტს! ვახ, კარგია! ერთი ამოსუნთქვით იკითხება! ვფიქრობ კიდევ ერთი საინტერესო ავტორი შემოემატა ლიტერატურულ საიტს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|