 | ავტორი: იელი ჟანრი: იუმორისტული 1 მაისი, 2010 |
ისევ მივუჯექი მოციმციმე მონიტორს და გამეცინა. მესამე და დამამთავრებელ ნაწილს ვწერ ჩემი ონავრობისას, იქნებ არც არავის არ აინტერესებს, მაგრამ მე მაინც ვწერ, ერთ ადამიანს თუ მაინც გააცინებს და თავის ბავშვობას გაახსენებს, ე.ი. უსარგებლოდ არ მითენებია ღამე. მაშ ასე, პირველი, რაც თავში მომდის, ისაა, რომ ჩემი ონავრობა ყოველთვის ცდებოდა ადამიანურს, სულ რაღაც ქაჯობები უნდა მომეფიქრებინა. ყველა შეწუხებული იყო, როცა მე სოფელში ჩავყავდი ჩემებს დასასვენებლად. მიდიოდა ხორხოცი და ჩემი ძებნა შუაღამემდე, მერე ხან ვის ეზოში აღმომაჩენდნენ და ხან ვის ბაღჩაში. რა გინდოდა შუაღამეს ბაღჩაშიო, არ მკითხოთ, მე ხომ ასეთი ბუნება მქონდა. მამაჩემმა, თბილისს გავარიდოთ ბავშვიო და გამაქანეს სოფლად. მეც სიხარულით დავეთანხმე მათ, აბა რა მინდოდა მეტი, თავისუფლება მექნებოდა შეუზღუდავი, ბებო შემეგებებოდა და დანაოჭებულ, სითბოთი და ბარაქით სავსე მკერდში ისე ძლიერად ჩამიკრავდა, სუნთქვა შემეკვრებოდა. მერე ჩემთვის გადანახულ ჩურჩხელებს გამომიტანდა და თან გამაფრთხილებდა, შენ არ გადაძვრე სათავსოში, მაინც ვერ მიაგნებო. ერთი ძალიან უკმეხი ნათესავი_ბებო გვყავდა. ვერ იტანდა, როცა მის თხილებში მე აღმომაჩენდა. მიდიოდა მერე საყვედურები, თქვენი ველური დააკავეთ და არ დავინახო ჩემსკენ გადმოსულიო, მეც, როგორც იტყვიან, აკრძალული ხილი მიყვარდა და სწორედ მას ვემტერებოდი. ერთხელაც მეტად საქმიანი ნაბიჯით გადავედი და ვეუბნები, შენს ბოჩოლას გაუწყვეტია ბაწარი და აი იქეთ, ყანებისაკენ გარბოდაო! უცებ აჩოჩქოლდა ორივე ცოლქმარი და ერთობლივად გავარდნენ მოსაძებნნად. მეც დრო ვიხელთე და მათ თხილებში შევვარდი, კარგა ბლომად დავკიფე და სახლისკენ მოვკურცხლე. დედაჩემმა, ეგ როგორ გააკეთე, ქურდობა ცოდვააო და უკან მიმატანინა! ყველაზე ცუდი ის იყო, რომ იმ ბებომ დაიტოვა ჩემი ნადავლი. მეთქი, რადგან მოპარვა ცოდვაა, აი გაჩვენებთო და... დილით დედამ პირი დამბანა, ახალი ტანსაცმელი ჩამაცვა და მეც გავვარდი უბანში სათარეშოდ. პირველი, ჩემი ცუდი ბებოს ვენახს მივაშურე, სადაც ძალიან კარგი ბალი მეგულებოდა. შევიპარე და რას ვხედავ, ბებოს თავისი ქმარი გამოუგდია ვენახში, ბალი არავინ დაგვიკრიფოსო!ისიც, პირდაპირ ხის ქვეშ წამოწოლილა და ისვენებს. მაგრად მეწყინა, ბალი მინდაა. არადა რა ვქნა? უცებ, თავში მშვენიერი გეგმა მომივიდა, მის განხორციელებაში კი თავად პაპა დამეხმარა. წამოდგა და პატარა ფარდულში შევიდა. მეც დრო ვიხელთე და ხეს კენწეროზე მოვექეცი. ქურდობა ცოდვააო და მეც აღარ მომიპარავს, უბრალოდ, პირდაპირ ხეზე მჯდარი ვჭამდი ბალს, კურკები კი ხის ქვეშ მთვლემარე პაპას ეყრებოდა ჩალის ქუდზე... ქალაქიდან ჩასულს, ვის დავუტოვებდი დედაქალაქში ჩემს ზოოპარკს?! ხოდა ერთი კატა, 2 თეთრი ზაზუნა და ჩემი ფუმფულა ამუა, კოკო მიმყავდა. არ ვიცი, როგორ ვახერხებდი, მაგრამ კატა, თაგვები და ძაღლი ერთად მყავდა. სულ ჩხუბობდა დედა, მაგრამ, მე ისეთი ჯიუტი ვიყავი, რომ... ეხლა არ მაცდის ერთი სულიერი აზრების მოკრებას და ნერვებს მიშლის, ხოდა თუ გავუქანე ეს ჩაის ჭიქა, (დაცლილი, თორემ სავსეს რა გამამეტებინებს). რაღაც ცუდ ხასიათზე ვარ, მაგრამ ჩემი ბავშვობის გახსენება გუნებას მიკეთებს. პატარა მინდა ისევ ვიყო, არა, არ მივტირი ბავშვობას, მაგრამ რაღაც იყო ისეთი, რაც აღარ განმეორდება. ზაფხული ერთადერთი სეზონია, რომელიც ჩემში ისეთ დადებით ემოციებს აღძრავს, რომ დაზამთრებამდე მყოფნის ზაფხულში გამომუშავებული ადრენალინი. ერთხელ, როცა ჯერ კიდევ ყველას ეძინა, პირდაპირ თმაგაჩეჩილი, პიჟამოებით გავვარდი მეზობელთან, ბევრი ქათმები ყავდა და მათი ბანაობა მიყვარდა, დავიჭირე ერთი კაი დედალა და იქვე, წყლით სავსე კასრში ჩავაყუდე, ცოტა კი გაჯიუტდა, მაგრამ მაინც არ მოვეშვი და უკვე გამხრჩვალი ქათამი კოხტად მივასვენე კიბეზე. მერე მეორეც გავუყენე მის გზას და ალბათ მთელ ,,ფერმას,, ამოვუხოცავდი, მეზობლის კივილს რომ არ დავეფრთხე. მეზობლის ქალმა დედაჩემს წარუდგინა ჩემი თავი, ერთი ხელი ყურში ჩაევლო, მეორე ხელში ნაბანავები, გაგუდული ქათმები დაეჭირა და მოითხოვდა ქათმების სანაცვლოდ კომპენსაციას. მამამ ირონიულად გადმომხედა, უხმოდ შევიდა სახლში და ფული გამოუტანა. გაგონილა?! ვინ შეგვეშვა, ეს ქალი არაფრით არ გადის ეზოდან და მამაჩემის შუბლზეც 2 გრძელი ნაოჭი ნელნელა გაჩნდა. ვამჩნევ, ცოტაც და იმ ქათმების გზას გაუყენებს ამ ქალს, ან მეც ზედ მიმაყოლებს. სიტუაცია უცებ შევაფასე და ეზოდან გავვარდი, ისევ იმ ქალის ეზოში შევაჭერი და იქვე მიბმული ხბო დავითრიე, ტყვეობიდან გავათავისუფლე და გარეთ გამოვასეირნე, საწყალმა თავისუფლება იგრძნო, ჩემი ხელზე დახვეული ბაწარი არაფრად აღარ ჩააგდო და გავარდა. მერე მთელი ერთი კვირა ვიჯექი სახლში და უმადური ხბოს მიერ მიყენებულ ჭრილობებს ვიშუშებდი. სოფელში ველურს მეძახდნენ და კიდევ ,,გალუზუქებულს,, ვის რას ვუშავებდი? არავის, მათ ფრინველებს ვაბანავებდი, პირუტყვს ვასეირნებდი და სამაგიეროს იმით მიხდიდნენ, რომ მამასთან სულ მცირე 2 მომჩივანი მაინც იყო გამოცხადებული ყოველ ცისმარე დღეს. მერე იმართებოდა სოფლის სასამართლო და მე ყოველთვის დასჯილი ვიყავი, მამაჩემს კი ჯიბეს უცარიელებდნენ. ხოდა, მამამ სანამ მთელი ჩემი ბიუჯეტი ამ დამხრჩავალი ქათმების და დაზარალებული ხალხის სასწრაფო დახმარებებში წასულა, წავიყვანოთ ეს ბავშვი თუ ბავშვის პროვოკაცია თბილისში და სულაც გამომხრჩვალა ამ ქათმებივით იმ სიცხეშიიო! ამიკრეს გუდა_ნაბადი და ისევ დედაქალაქში ჩამომაბრძანეს! მერე რა?! არც არაფერი, მე რა მომაწყენდა? ზოოპარკში გავეპარე ჩემებს და მთელი დღე იქ ვეგდე. ჩემზე საკავშირო ძიება გამოცხადდა მთელი საბურთალოს მაშტაბით, დედას სასწრაფო სასწრაფოზე აკითხავდა, სანამ შემთხვევით მეზობელმა არ შემამჩნია, ზოოპარკში რომ შემობოდიალდა და ძლივს არ ამაღლიტა მაიმუნების ვოლიერს ჩაჭიდებული. აი ესე! ჩემი სახლის კარი ჩაიკეტა და სტუმარსაც იმ შემთხვევაში უღებდნენ, სანამ მე სააბაზანაოში არ ჩამკეტავდნენ. ჩემი პროტესტის შემდეგ, იმას მივაღწიე, რომ აბაზანიდან აივანზე გადავინაცვლე ჩემი შინაური ცხოველებიანად. მერე ხან კატას და ძაღლს ვაჩხუბებდი და ხან კიდევ საწყალ ზაზუნებს ვუტრიალებდი კატას თვალწინ. ერთ წვიმიან საღამოს, უკვე ზემოთ მოხსენიებული შინაბერა მამიდები ესტუმრნენ დედას. არა, განა ჩემი მამიდები? ნათესავი მამიდები! მაგრად ვერ ვიტანდი ამ 2 ქალს! რომ დაჯდებოდნენ, აღარ იცოდნენ წასვლა და მთელი ამ ხნის მანძილზე მე აივანზე ან აბაზანაში მაყურყუტებდნენ. იმ დღეს ალბათ კარგ ხასიათზე იყო დედა და არ ჩამკეტა, მხოლოდ გამაფრთხილა, სასტუმრო ოთახს არ გაეკარო, სანამ ესენი არ წავლენო! მეც რა გზა მქონდა? საცოდავად ვიჯექი შემოსასვლელში და ზაზუნებით ვერთობოდი. მერე დამაინტერესა, თუ ამოვიდოდნენ ამ ქალების მაღალყელიანი ჩექმებიდან და მათში ჩავსვი. დავჯექი და დაველოდე თუ ამოძვრებოდნენ, მაგრამ ვერაა, კარგა ხანს მომიწია ლოდინი. ხოდა ამ ლოდინში გადამავიწყდა რატომ ვიჯექი ესე უსარგებლოდ და სამზარეულოს ვესტუმრე. შემოსასვლელში ამ ქალების კივილმა გამომაგდო! ჩემი სააწყალი ზაზუნები! გამიჭყლიტეეს. რას ჩატუცა ფეხი პარდაპირ, ვერ მიხვდა?! მერე მე დამსაჯეს, მგლოვიარე ჭირისუფალი, შეგნებულად გააკეთეო, არადა ღმერთი რჯული, მარტო ის მაინტერესებდა, თუ ამოძვრებოდნენ, მე რა ვიცოდი, ასეთი ფეთხუმები თუ იყვნენ. ამით დავასრულე დღეს დს საერთოდ ჩემს ბავშვობაზე წერა... მინდა უფრო სერიოზულზე გადავიდე, თუ თავი შეგაწყინეთ, მე მაპატიეთ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. გაიხარეეე:* გაიხარეეე:*
12. ეს წაკითხული მქონდა და მაინც გადავავლე თვალი, მომწონს ბიოგრაფიული იუმორისტული ამბები. ეს წაკითხული მქონდა და მაინც გადავავლე თვალი, მომწონს ბიოგრაფიული იუმორისტული ამბები.
11. არ მჯერა :)))) ჩემი ძმაც აკეთებდა მსგავს რაღაცებს, მაგრამ ასეთი გაუგონარი სიცელქე არ ვიცი. :)))) არ მჯერა :)))) ჩემი ძმაც აკეთებდა მსგავს რაღაცებს, მაგრამ ასეთი გაუგონარი სიცელქე არ ვიცი. :))))
10. ვაახ, შენ ვინ ყოფილხარ :) შეიყვარე ახლა ასეთი გოგო, ქორწილის დღეს რომ გეტყვის გაგეკაიფეო :დ ვაახ, შენ ვინ ყოფილხარ :) შეიყვარე ახლა ასეთი გოგო, ქორწილის დღეს რომ გეტყვის გაგეკაიფეო :დ
9. აუ:) ცელქობა კი მეტყობა აქ, მაგრამ, რეალურად უფრო მეტად:) აუ:) ცელქობა კი მეტყობა აქ, მაგრამ, რეალურად უფრო მეტად:)
8. კი ცელქობა ეხლაც გეტყობა...ისე ყვები...რაღაცნაირად...თავპირისმტვრევით...:)))))))) კი ცელქობა ეხლაც გეტყობა...ისე ყვები...რაღაცნაირად...თავპირისმტვრევით...:))))))))
7. ვაიმეეე საწყალი ზაზუნებიიი... კარგია ბავშვობა მით უფრო თუ ტკბილად გაგონდება! :) ვაიმეეე საწყალი ზაზუნებიიი... კარგია ბავშვობა მით უფრო თუ ტკბილად გაგონდება! :)
6. :) მოგიკითხე;)
:) მოგიკითხე;)
5. :):) ამით დავასრულე დღეს დს საერთოდ :) გაიხარე შენ :):) ამით დავასრულე დღეს დს საერთოდ :) გაიხარე შენ
3. გენაცვალეეეე შენ!... :-*
5 გენაცვალეეეე შენ!... :-*
5
2. გენაცვალე:) დედა მეძახდა:) გენაცვალე:) დედა მეძახდა:)
1. "ლიონერბერგელი ემილი" გამახსენდა!:) "ლიონერბერგელი ემილი" გამახსენდა!:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|