ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2010


###

როცა ურემი გადაბრუნდა,
გზაც გამოჩნდა,
გზაჯვარედინიც...
დოლბანდით თვალებახვეული
ვდგავარ და ვუცდი, 
ვიღაცა მოვა,
მარჯვენა მხარეს დამაბრუნებს
და მეტყვის - „წადი!
მთა და ბარი გადაიარე!..“
მე გავიხსნი გულთან იარას, 
როგორც ძველ აბგას,
ჩავილაგებ ყველა ტრიოლეტს,
დღეს რომ წავშალე...
ჩავკეცავ ჩოხას,
გავხედავ ღრუბელს - შუბლდაღარულს
და წელში მოხრილს...

(ცას ხმა იქნება უცნაურად 
მჭახე და მკვეთრი...)

ნუ გამაცილებ,
ნურც იდარდებ,
უბრალოდ თეთრი,
თეთრი თავშალი დამიქნიე
განშორებისას.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები