ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველური
ჟანრი: იუმორისტული
19 მაისი, 2010


ქალი დაკოცნილი აირწინაღიდან

ორიგინალი:


*** (ქალი - მოვარდნილი ღვარი მდინარიდან)

(ეძღვნება ბარათაშვილის ხიდის მოაჯირზე ასულ, სუიციდით შეპყრობილ, ნათიას, რომელიც სიკვდილმა გადაიფიქრა!)


გენი ევასაგან მოგდგამს ვინაიდან,
დგახარ მოაჯირზე ცოდვას ეპირები!
ქალი - 
            მოვარდნილი ღვარი მდინარიდან.
კაცი -
              წინ აღმდგარი ლოდი ჯებირების...

მართლა კარგად მესმის მას რაც შეუძლია,
ერთხელ მეც გავბედე, (უნდა ვთქვა კიდავაც)
კაცი -   
          გაცრეცილი ლექსის რვეულია,
ქალი  -
          ამ ლექსებზე ცეცხლის წაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული
ამინდს გავუცვალეთ, ჰოდა დღეს დარია,
ქალი   
        ყვავილია ნორჩი - ბროწეულის,
კაცი?   
      კაცი ალბათ ფუტკრის ნესტარია,

ფუტკრის, ყვავილებს რომ გულში ჩარჩენიათ,
გული სიყვარულით როცა დაიმტვერა,
ქალი
        შენია და თითქოს არც შენია,
კაცი 
        გპატიობს და თითქოს, მაინც ვერა!

უკვე აფრინდი და მეცხრე ცას მიტოპავ,
მზერა დამფრთხალია, როგორც მეხში - შველი
კაცი
        წვიმა არის
                            ქალი -
                                      წყალდიდობა!..
შენსკენ მეც მოვტოპავ ღრმად და ... ფეხშიშველი -

მთვარე შენს ნაწნავში ვერ გამოეტია,
ცისკენ მიგაქანებს ფიქრთა ნიაღვარი,
კაცი ყოველთვის და ყველგან პოეტია
თუკი გაუგებს  და თავსაც შეაყვარებს

ქალი -  მოვარდნილი ღვარი მდინარიდან,
ტალღას აქაფებულს ჩემკენ მოაჯირი-
თებდა, თებერვალი იდგა ვინაიდან
კადრში გაიყინეთ შენ და მოაჯირი!






ქალი დაკოცნილი აირწინაღიდან


(ეძღვნება ზღვაში შეჭრილ რესტორან "სან-რემოს" მოაჯირზე ასულ, გენრის მიერ ვერშეპყრობილ სვეტას, რომელიც ცურვამ გადაიფიქრა)


გენრის ევასე და მოგსდევს ვინაიდან
დგახარ მოაჯირზე ცურვას ეპირები,
ქალი - დაკოცნილი აირწინაღიდან
კაცი - გაძარცული მეტროს ჯიბგირების.

ჩვენ ხომ კარგად გვესმის გენრის შეუძლია
წერა, ნიჭი აქვს და უნდა ვთქვათ კიდევაც,
კაცი - უფრო მეტად მაინც შვეულია,
ქალი - ისეთია, რომ ღირს გაკიდება.

ჭიამაიების ერთი ოცეული,
ხოჭოს დავასიეთ, ჰოდა დღეს მკვდარია,
ქალი - დასახეთქი, როგორც ბროწეული
კაცი? დანას მოჰგავს უფრო თეთრტარიანს

ყასბის, ნეკნებშუა ხბოს რომ ჩარჩენია,
დახლი ბაზრობაზე როცა დაიმტვერა,
ქალი? არც ჩემია მაგრამ არც შენია,
გენრი ჰენრია და თითქოს მაინც ვერა.

ფეხით ახვედი და მეცხრე სართულზე ხარ,
ლიფტი გაიჭედა, როგორც ჯაგში შველი,
კაცი კიბეა და ქალი კისრისტეხა,
შუქი თუ არ მოვა შენ მე რას მიშველი.

მთვარე დეკოლტეში ვერ გამოეტია,
მისკენ მიმახედეს, თვალიც გაიჭედა,
გენრი ყოველთვის და ყველგან პოეტია,
თუკი სათამადო სუფრა გაიჩითა.

ქალი - დაკოცნილი აირწინაღიდან,
საცობს შამპანურის ჩემკენ მოაჯირი-
თებდა, თებერვალში ცივა ვინაიდან,
კიდეც გაიყინეთ შენ და მოაჯირი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები