ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩოჩო
ჟანრი: პროზა
13 მაისი, 2010


გამარჯობა!მე ჩოჩო ვარ

მე ჩოჩო ვარ, იაპონკა. რაღა მე არ მარგუნა გამჩენმა ,,ძაღლის ბედი". რას მერჩოდნენ, აფსუს, რა ქვეყნის შვილი, რა ქვეყანაში აღმოვჩნდი...არა გაზი, არა წყალი, არა შუქი...თუმცა ეს, რომ მომიყვანეს, მაშინ იყო, ახლა გაზიც არის , შუქიც, წყალიც, მაგრამ პრობლემები არ ელევათ, ასე მგონია თვითონ ჩხრეკენ პრობლემებს.წავედი, წავედი, ამაზე მერე ვილაპარაკოთ,ნანიკოს დაქალები მოუვიდა და მეძახიან,კუდის ქიცინით უნდა შევეგებო...
მომეფერენ , ისევ ენა მომიჩლიქეს, ვერ ვხვდები რატომ?მერე რა რომ ტანით ისევ პატარა ვარ,მე ხომ უკვე 10 წლის ვარ, დავბერდი ,,კაცი"...
ქეთი და სოფო ნანიკოს დაქალებია, ნიკასი არ იყოს, კაი ტიპშები არიან. ქეთის ყოველთვის იდეები აწუხებს, სოფოს პრობლემები..ახლაც თმის ცვენის პრობლემითაა მოსული.რასაც ესენი თმებს უშვებიან, ეს შეღებვაო,ეს ფენიო/გამოცდილი მაქვს და ვიცი, რა საზიზღრობაცაა/,  ეს დაუთოვებაო,ეს დაკუჭკუჭებაო, ეს შამპუნიო, ეს ბალზამიო,ეს ლაქიო და რიავიცი კიდევ რამდენ ჯანდაბას იდებენ თავზე...საწყალი თმები...კიდევ კარგი გრძელი ბეწვი არ მაქვს...
უი, რაღაც საინტერესოს ამბობენ, ვიღაც მარგოზე: გსმენიაათ მარგოს მეთოდზე ? წიგნი რომ გამოუშვა ქალბატონმა, 15 წელი თმებს ვსწავლობდიო....

ამტკიცებს, რომ წამლები არ შველის მაგ საქმესო...

ამტკიცებს, რომ თავის მასაჟით შეიძლება შედეგის მიღწევა...

ქეთიმ წიგნი მოვიპოვე, თუ გინდათ,მოგცემთო.

რიავიცი, რიავიცი , მამიკო  შალვა    იკეთებს მთელი ცხოვრება მასაჟს, ერთგვარი რიტუალივით აქვს ყოველ დილას: ჯერ სავარცხლით ივარცხნის კაი ხანი, მერე კიდე ხელით, ვიღაცას უსწავლებია ახალგაზრდობაში. თან ნიკასაც ურჩევს ჭკვიანი სახით და დამრიგებლური ტონით , რომ გაიკეთოს. ამ დროს არის მელოტი, აი, კაცებს თმები მხოლოდ კეფაზე რომ რჩებათ ხოლმე, ისე და რაში უშველა, მართლა არ ვიცი .სულ მაგაზე ვკაიფობ...თუმცა მე ვინ რას მკითხავს, მე ხომ იაპონკა ვარ და  თვითონ ძაღლებიც კი  არ მთვლიან ძაღლად , როცა ეზოში  ჩავდივარ.
აჰა,შოფინგებზეც გადავიდნენ და ქეთიმ, როგორც ყოველთვის,გააბოლა.საშინლად ვერ ვიტან თამბაქოს სუნს, ნანიკოს კალთიდან ვისკუპე და  ლოჯიასკენ გავცანცალდი.

                                              გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები