ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაჭველი
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2008


უფლის ნებაა!

უფლის ნებაა ამოუხსნელი
და მასზე პასუხს
ჩემს გულში ვეძებ...
მისი სურვილი_
წმინდა,მფარველი.
მასში ჩაწვდომას
განა კი შევძლებ?!
გზააბნეული დავეხეტები,
დავკარგე კვალი
ღვთისკენ სავალი...
მუხლებმოყრილი
ღმერთს ვევედრები,
რომ დავაღწიო
ლაბირინთს თავი.
ნეტავ რა მელის,
წინ რა იქნება?!
ბედის სიმუხთლე?
ან ეს ახალიც,
ძველის გამეორება
ხომ არ იქნება?!
მე სხვა გზა არ მაქვს
და როგორც მგელი
კენტი,ეული,_
წინ ვიყურები,
თავს ვერ ვაბრუნებ...
და შესაწირად გადამიდია
ჩემი სული და
ჩემი სხეული!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს