ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რაჭველი
ჟანრი: პოეზია
12 ივლისი, 2008


ფიქრიანი გზა მთაწმინდისკენ

შემოვუყევი მთაწმინდის აღმართს,
ჩემს გულში გრძნობებს დავუწყებ
თამაშს...
გული აჩქარდა,გონება ჩერდება
და ერთი გრძნობა იმატებს,
ენთება...
ავალ ტაძარში,ავალ მე ღმერთთან,
ეხლა მე მინდა,მხოლოდ
შენ ერთთან...
ეს გული მარტოა,
ნატრულობს თავის სწორს,
მინდა დროებას წამით რომ
გავუსწრო...
მინდა გაკოცო,
მინდა მოგეფერო,
გულში ჩაგიკრა და
ბაგე დაგისველო...
ყურში ჩაგჩურჩულო,
რომ ძალიან
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ
და ჩემს გულში
მხოლოდ შენ
გ ი ნ ა ხ ა ვ!...
მინდა გესაუბრო
ლამაზ სიყვარულზე
და ამა ქვეყნის
მრავალ ჭირნახულზე...
გალაკტიონის საფლავთან მივალ!
ტატოს მერანთან ეულად მივალ!
მე დამხვდებიან
ხელგაშლილები
და ჩემს გრძნობაში
მიხვედრილები!...
იმედს მომცემენ,მანუგეშებენ,
ლექსს წამიკითხავენ,
გრძნობას დამიოკებენ...
დავემშვიდობები მე მათ საფლავებს,
გრძნობაანთებული,
იმედმოცემული,
სიყვარულისგან გახარებული!...

...ვაგრძელებ ნატვრას,
შენზე ოცნებას
და შენთვის ვიბრძოლებ
ჩემო ცხოვრებავ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს