ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საფო
ჟანრი: იუმორისტული
14 მაისი, 2010


პროტესტი ქუჩის მკითხველისაგან (ქალის ამონათქვამი)

ქუსლებზე ვდგავარ და ტრამვაის მივყვები,
პოეტურ ორგანოდ ქცეულა ლაყუჩი,
უყვარხარ რაც უფრო თავხედი იქნები,
და სინდისს რაც უფრო დიდი ხნით აყუჩებ.

არ მტკივა არც ერთი ორგანო წელს ქვემოთ,
წელს ზემოთ ცოტ-ცოტა ყველაფერს ვუჩივი,
კაცებს გთხოვთ ქალები შიგნიდან ეძებოთ,
მკერდს კი ნუ... გაბერილს აქლემის ტუჩივით.

ძნელია სტროფებით მოიკლა შიმშილი,
,,გული სხვას ეკუთვნის...”, კუჭი ხომ შენია,
დაბლოკეს პოეტი:) გ. გოგოლიშვილი,
ველურიც, ვინმე ხომ არ გამომრჩენია?..

გამომრჩა ზუსტად ის შენ რომ გაიფიქრე,
ირგვლივ კი რამდენი მელოტი ბუზია,
თავფურცელს ლექსებზე ეტყობა სიფითრე,
ჭირდება სასწრაფოდ მუზის - ტრანსფუზია.

ახლა კი დაგტოვებთ კურბეტი განწყობით,
დავსველდი და თქვენი ლექსივით გავშრები,
ლექსივით, რომლებიც ლეგოთი აწყობილ
ფიგურებს მაგონებს უნიჭო ბავშვების

მიერ და... ახლა კი ტრამვაის გავყვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები