ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
26 ივლისი, 2010


  ჩამოტვირთვა

ღმერთთან ვსაუბრობ

ღმერთთან ვსაუბრობ მდუმარედ ღამე,
სიმართლეს ვამბობ, ტყუილს კი ჩუმად,
ვინახავ ჩემთვის არ მიშვებს გონი,
და ზიარების დიდ მოლოდინში,
ბედი არ ჩამთვლის სიცრუის მონად.

მხოლოდ შენ განდობ ბნელ და თეთრ ფიქრებს,
რასაც ვერ აღწერს ენა უთქმელი,
სული კი წვალობს, სხეულს ასკდება, 
გარეთ გამოსვლას ლამობს ამაოდ,
ეგებ მოიხსნას ცოდვის უღელი.

ღმერთს ეცინება ჩემს მონაყოლზე,
“გინდა ტყუილი და ვერა ცრუობ შე ცოდვის შვილო”?,
- , ის მეკითხება თანაც ღიმილით, -
რით ვერ გაიგე, რომ აჩრდილი ვარ მე შენი ღამით,
მთელი ცხოვრება დაგდევ ქარივით.
ზეპირად ვიცი შენი ცოდვები,
და ის სიკეთეც ნათესი უხვად,
მინდვრად რომ გვხდება მისი ნაყოფი,
შენ შეგიძლია მოიმკა ურცხვად.”

გავწითლდი, შემრცხვა, წამს გონს მოვეგე,
საკუთარ თავთან ტყუილი ვერ ვთქვი,
ოთახში ღმერთი ვერსად დავლანდე,
უკვე გათენდა და შევიგრძენი ოფლში ვცურავდი,
დედაო ღვთისავ, ეს რა კოშმარი გამოვიარე.

ვინ თქვა, ვინ ტყუის, რომ სიმართლის თქმა საქმეა იოლი,
კლდეს და მთას შორის, მგელი ეული ტყუილად ყმუის?
სიმართლეს უმღერს, თან იხმობს მიჯნურს,
ვერ გაუგია სავსე მთვარობას, ყოველ თვის ბოლოს მას რა ამღერებს,
მთვარე იღიმის, პასუხს არ აძლევს და არჩევს დუმილს.

ჩვენც ასე არ ვართ?, ხან ვქვითინებთ და ხანაც ვყმუით,
სულში ტკივილი კი მაინც რჩება, რადგან
მართალი აზრი ძნელად ითქმება, როგორც მისი სმენაა რთული,
სიტყვა სასტიკი, ბასრი და მწარე, ზედ აღსარება,
სულს ჩამოგლიჯავს სიბნელის ფარდას.

--------------------------------------------------
შემოკლებული ვერსია

ვინ თქვა,
ვინ ტყუის,
სიმართლის თქმა იოლიაო,
მგელი ეული  კლდე ღრეებში ტყუილად ყმუის?
სიმართლეს ითხოვს?
მიჯნურს იხმობს?  -
- ვერ გაუგია
მთვარეს პიrსავსეს,
უღიმის  უხმოდ,
უპასუხოდ.

ასე არა ვართ?
ვტირით,
ვყმუით,
რჩება ტკივილი,
სიტყვა სასტიკი, ბასრი და მწარე -
აი, სიმართლე!





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები