ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2010


უბრალო ლექსი

ვრითმავ სტრიქონებს, ღამეა გრძელი,
- ვერ გაგექეცი ცრემლო, მდუღარო!..
მე მიყვარს როცა ლექსია წრფელი
და იწერება ისე, უბრალოდ.

დაბადებიდან მზე დამაქვს უბით
და ატმის ყვავილს ხშირად ვუგალობ...
მე მიყვარს ლექსი თბილია თუკი
და იწერება ისე, უბრალოდ.

ო, გულო ჩემო, სავსევ ნაღველით,
ხან უწყინარობ, ხანაც მქუხარობ...
მე მიყვარს როცა ლექსია წრფელი
და იწერება ისე, უბრალოდ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები