ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


*** მარადიული წყვდიადიდან ტანჯვით მოსული

მარადიული წყვდიადიდან ტანჯვით მოსული,
მარადიული წყვდიადისკენ ვარ მოგზაური -
როგორც ხმაური,
უნუგეშოდ მოხეტიალე.
მნათობთ როკვაში,
დედამიწა ურცხვად ტრიალებს სიბილწის ღერძზე,
ყალბი მორალით...
სევდა მბორგავი შერევია სამყაროს ჩოჩქოლს
და როგორც ფოთოლს,
შემოდგომის სევდიან ფოთოლს,
მაცახცახებს ქარი ავსული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები