ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საფო
ჟანრი: პოეზია
30 მაისი, 2010


ექსპრომტი გიო გოგოლიშვილს

სხეულში როგორც ცარიელ სახლში,

ვიწვები, სულით კი მძიმე ბევრად,

“მაგ შენი ნაზი თითების თრთოლვით,”

ჩამომიხუჭო თვალები როცა,

თითებით, რომლის შეხების შემდეგ,

შემოესუდრა განთიადს წყევლა,

თითებს, რომელზე შეხების შემდეგ,

ვისწავლე ლოცვა.


კარში, ერთხელაც დახურულ კარში,

შემოხვალ, თითით მოვსინჯავ ნამსჭვალს,

სიხარულს ვეღარ დაიტევს სახლი

და ბინას შენში იპოვის მხოლოდ,

დავრჩები სადმე ბეთანიაში,

რწმენით რომელიც ნამსჭვალში ჩამრჩა,

რწმენით, რომელსაც შენთან მოვყავარ,

ბოლოს და ბოლოს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები