 | ავტორი: თამუ ჟანრი: პროზა 14 ივნისი, 2010 |
შუა აგვისტოს ცხელი დღე იდგა. დაცარიელებულ ქუჩებს ალმური ასდიოდა. სიცხით შეწუხებული ხალხი ან გაცლოდა ქალაქს, ან სახლებში შეკეტილიყო. აქტიური მზის წელიწადი თითქოს გადაწვით ემუქრებოდა ყველას და ყველაფერს. ჰორიზონტზე სადაც თითქოს ცეცხლი ეკიდა ქუჩას, ავტობუსი გამოჩნდა. ისე იყო გადაჭედილი, თითქოს მარტო იქ გრილოდა და მთელ ქალაქს მოეყარა თავი. ის თითქოს სულიერივით გმინავდა, ოხრავდა და ძლივს ითქვამდა სულს. ავტობუსმა გაჩერებასთან დაამუხრუჭა, ერთი გვარიანად ამოიხვნეშა. სიცხისგან შეწუხებული მგზავრები ჩქარი ნაბიჯით ცდილობდნენ დასიცხული მონსტრისაგან მალე გათავისუფლებას და ლამის ერთმანეთში არეული ჩამოდიოდნენ დაბლა. ხალხის ამ ბრბოს უცხო თვალისათვის გარკვეულად შესამჩნევი გარეგნობის ქალიშვილი გამოეყო. ქუჩა სირბილით გადაჭრა და იქვე მდებარე ძველ, ბარელიეფური გამოსახულებით გადატვირთული სახლის სადარბაზოს შეაფარა თავი. კიბეები შესაშური სიმკვირცხლით აიარა. მეორე სართულზე ხის დიდი კარებს გასაღები მოარგო, სამჯერ გადაატრიალა და ბინაში შევიდა. კრისტი - ასე ერქვა ჩვენს გმირს, აგერ უკვე ოთხი თვე ცხოვრობდა აქ და ყოველდღე რაღაც ახალს უმატებდა თავის პატარა ბინას. ოთახებში ისევ იდგა საღებავების სუნი. კრისტიმ აქ ყველაფერი შეცვალა. რემონტმა სამი თვე წაართვა, მაგრამ მაინც ისე გააკეთა ყველაფერი, როგორც ოდესღაც უოცნებია. სახლი პატარა ჰოლის, დიდი მისაღების, საძინებლის, სამზარეულოს და უჩვეულოდ დიდი აბაზანისაგან შესდგებოდა. ყველაფერი გემოვნებით იყო მოწყობილი. ჰოლში ძველი ანტიკვარული სარკე იწონებდა თავს. სარკის გვერდით ქოლგების დასადები იდგა. კედლები მთელს სახლში თეთრი იყო. ჰოლიდან მისაღებში მასიური ხის კარი გადიოდა, შესვლისას ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდათ, თითქოს აქ არავინ ცხოვრობდა. რბილი იატაკის ჩათვლით ყველაფერი ქათქათა თეთრი იყო. ორ დიდ ფანჯარასაც თეთრი ფარდები ფარავდა. თეთრი, რბილი სამეული, თეთრი თაროებით დაფარული მთელი კედელი, თეთრი ჟურნალების მაგიდა და ორი პუფი შეადგენდა მთელს ავეჯს ამ უზარმაზარ ოთახში. თაროზე ასიმეტრიულად იყო განლაგებული ანტიკვარული თუ ახალი დიზაინის ფიგურები და ლარნაკები. თაროს კუთხეში, რომელიც ფანჯარას უყურებდა, ხელოვნური ყვავილი იდგა, რომელიც თითქმის იატაკამდე გადმოსულიყო და ფერთა გამაში ეწყობოდა მწვანე თეთრს. სამზარეულო, საძინებლისგან განსხვავებით, ახალი დიზაინით მოეწყოთ, რომელშიც ანტიკვარული ავეჯი სჭარბობდა. რაც შეეხება აბაზანას, იგი კრისტის სიამაყე გახლდათ. მის სიმდიდრეს კედელში ჩატანებული კარადა და მთლად სარკეებში ჩამჯდარი თეთრი დიდი აუზი წარმოადგენდა. იატაკი თეთრი ფილაქანით იყო მოპირკეთებული, მაგრამ აი, აქ კი თითქოს ეღალატა თეთრი ფერისთვის კრისტის. ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ სხვა დიზაინით გაეკეთებინა ხელოსანს, რომელიც არემონტებდა მთელს სახლს. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ პიროვნებამ, რომელიც ეს ყველაფერი გააკეთა, თითქმის კაპიკიც არ გამოართვა გაოცებულ კრისტის, რომელსაც ვერაფრით გაეგო, რატომ არ აიღო ფული ხელოსანმა. ეს უკანასკნელი ირწმუნებოდა, რომ ყველაფრის ფული უკვე გადახდილი იყო, ხოლო შეკითხვას, თუ ვის მიერ იყო გადახდილი, მხოლოდ დუმილით პასუხობდა და საქმეს განაგრძობდა. სიცხისგან გათანგულ კრისტის ესიამოვნა კონდიციონერით გაგრილებულ სახლში დაბრუნება. ჩანთა საკიდთან დადო და პირდაპირ საძინებელში შევიდა. ტანზე სწრაფად გაიხადა და კარადიდან თხელი აბრეშუმის ხალათი გამოიღო. ტანსაცმელი, რომელიც ზედ ეცვა, აიღო და აბაზანაში დედიშობილა გავიდა. შესულს ოთხივე კუთხიდან საკუთარმა გამოსახულებამ შემოხედა. ისე შეათვალიერა თავისი თავი, თითქოს ზღვის ქაფიდან ახლახანს შობილი ვენერა ყოფილიყოს. გაუღიმა თავის ორეულს და ონკანში წყალი მოუშვა. შხაპმა თითქოს თავიდან დაბადა, სიცოცხლე დაუბრუნა. აუზიდან გადმოსულს სველ სხეულზე მჭიდროდ შემოეჭდო აბრეშუმის ხალათი, რომელიც ერთი ხელის მოსმით შემოიცვა. სამზარეულოში გავიდა, ყავა მოიდუღა და მაგიდას მიუჯდა. წამოდგა, ჰოლში გავიდა და ჩანთიდან ახალი ჟურნალ-გაზეთების დიდი დასტა ამოიღო. მაგიდასთან დაბრუნებული კითხვას შეუდგა. თითქოს ყველა გაზეთი თუ ჟურნალი პროტესტს უცხადებდა მკითხველს. იქ არაფერი ეწერა საინტერესო. მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკა, რომელიც კრისტის დიდი ხანია მობეზრდა. უცებ, ტელეფონმა დარეკა. კრისტი ისე მიუახლოვდა ტელეფონს და ისე დაწვდა ყურმილს, რომ არც ყავის ნელი წრუპვა შეუჩერებია და არც ჟურნალის გვერდისთვის მოუცილებია თვალი, რომელსაც ჩვეულების ერთგულებისათვის თუ კითხულობდა. - გისმენთ, - თითქოს თავისთვის თქვა მან. ყურმილში სიჩუმე გამეფებულიყო და მხოლოდ ხშირი სუნთქვა ისმოდა. - გისმენთ, - გაიმეორა კრისტიმ. ისევ სიჩუმე. ის იყო ყურმილის დადებას აპირებდა, რომ აპარატში მამაკაცის მშრალი, ხრინწიანი ხმა გაისმა. - ნუ დადებთ ყურმილს. კრისტის თავისდაუნებურად ტანში გააჟრჟოლა და ისიც კი გაიფიქრა, კონდენციონერი ხომ არ გამომერთოო, მაგრამ კაცის ხმა რომ განმეორდა, მიხვდა, რომ ეს სიგრილის ბრალი არ იყო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. საინტერესოაა..ლამაზად წერ :):):) საინტერესოაა..ლამაზად წერ :):):)
9. ვნახოთ სხვებიც. საინტერესოა. ვნახოთ სხვებიც. საინტერესოა.
8. ბრავო! ჭკვიანი გოგო ხარ, რომ დაბრუნდი! გამიხარდა! 5 ბრავო! ჭკვიანი გოგო ხარ, რომ დაბრუნდი! გამიხარდა! 5
7. თამუს მოკითხვა ჩემგან!!! თბილო!!! ჩემი მოწონება შენს ნაწარმოებს!!! გაიხარე შენა!!! თამუს მოკითხვა ჩემგან!!! თბილო!!! ჩემი მოწონება შენს ნაწარმოებს!!! გაიხარე შენა!!!
6. საინტერესოდ იკითხება. მოგიკითხეთ! საინტერესოდ იკითხება. მოგიკითხეთ!
5. კარგია. გაგრძელება საინტერესო იქნება. ველით! კარგია. გაგრძელება საინტერესო იქნება. ველით!
4. ვაიმეე, ეს მეც მახსოვს :) ბოლომდე მაქვს წაკითხული და ერთი პერიოდი, მეშინოდა კიდეც :) ვაიმეე, ეს მეც მახსოვს :) ბოლომდე მაქვს წაკითხული და ერთი პერიოდი, მეშინოდა კიდეც :)
3. ჰმ... დაგვაინტრიგეე? :-? გაგრძელებას ველოდებიი :) ჰმ... დაგვაინტრიგეე? :-? გაგრძელებას ველოდებიი :)
2. ეს მახსოვს კარგად... მოგიკითხე...:) ეს მახსოვს კარგად... მოგიკითხე...:)
1. კარგი და თანმიმდევრული თხრობაა, ადგილ-ადგილ პატარა კორექტურების მიუხედავად;) კრისტისთან ერთად მეც გამაჟრჟოლა:) საინტერესოა, გაგრძელებას დაველოდები მიხარია თამუს გამოჩენა;) კარგი და თანმიმდევრული თხრობაა, ადგილ-ადგილ პატარა კორექტურების მიუხედავად;) კრისტისთან ერთად მეც გამაჟრჟოლა:) საინტერესოა, გაგრძელებას დაველოდები მიხარია თამუს გამოჩენა;)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|