ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არრა
ჟანრი: პოეზია
17 ივნისი, 2010


ქალაქი რომელიც ვნახე.

მე ვნახე ქალაქი,
სადაც მანქანები ცხენებს გვანან,
და ხალხი ავარიებში არ იხოცება.
მე  ვნახე  ქალაქი,
სადაც მზე მაშინ ამოდის,
როცა ადამიანები იღვიძებენ,
და არ იციან მზე იმიტომ ამოდის, რომ ისინი იღვიძებენ,
თუ იმიტომ იღვიძებენ,  რომ მზე  ამოდის,
მე ვნახე ქალაქი.
სადაც არ იციან რომ ერთმანეთი უყვართ,
რადგან არ აწუხებთ უსიყვარულობა ,
ისინი ამაზე არ ფიქრობენ,
მე ვნახე ქალაქი სადაც არ ჩქარობენ
და არ გარბიან, რადგან იციან რომ იმას რაც მოგდევს ვერ გაასწრებ ,
და თუ ვერ გაასწრებ საჩქაროც არაფერია ,
იციან როცა  გარბიხარ, მდევარიც  სწრაფია  ,
მე ვნაზე ქალაქი
ღიმილიანი სახეებით , და  ღიმილი  ნიღაბი არ  იყო ,
იქარ იციან  რად უნდათ ნიღაბი,
რადგან    მოსწონთ  საკუთარი  სახეები,
მე  ვნახე  ქალაქი...
და მე  კიდევ  მოგიყვები    ქალაქზე,    რომელიც  ვნახე.   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები