ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სავანელი
ჟანრი: პოეზია
24 ივნისი, 2010


ყველაზე იმედიანი ოცნება

საქართველოვ, დატანჯულო, სიქადულო ჩემო,
ნაზად ჩამიხუტე გულში, მატანინე ლელო,
მოგშორდები?... დაჩაგრულ სულს მოადგება ჩერო,
შეგეყრები?... მუდამ მზიანს, გული მღერის-რერო!

შენს მიწაზე ფეხის დადგმა მე იმიტომ მიმძიმს,
ფეხთაქვეშ ხომ ძვლები ჰყვავის, წინაპართა სისხლი,
უთვალავჯერ გარეცხილი, ალაზნით და ივრით,
ცხენისწყალით და არაგვით, ქსანით და ყვირილით.

კვლავ იშლეგებს ბრძოლის ველზე ხევსურული გორდა,
ყრმა დასძახებს ომახიან შავლეგოს და მოსრავს,
ბაგრატოვანთ ლაღი დროშა კვლავაც იფრიალებს
და იმედის დიდი ცეცხლი ისევ იბრიალებს.

როგორ მინდა, ასე იყოს... ჩემს იმედებს ვკემსავ,,
მამაპაპის დანატოვარ ქამარ-ხანჯალს ვლესავ,
ისევ ძველი გამარჯვების ოცნებასაც ვბედავ,
ჩემს სიზმრებში საქართველოს გაბრწყინებას ვხედავ!

ღმერთი ჰფარავს ივერიას... ამიტომაც მჯერა!!!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები