ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამო_ხევსური
ჟანრი: პოეზია
17 ივლისი, 2008


ზღაპრიდან უდროოდ გამოვიპარე

ფიქრთა სამკაულით მოვირთე
გული დამიმძიმდა თითქოს დიდია.
ერთფეროვნება შემძულდა
დღეები მიდიან მიდიან..
დამღალა შავ-თეთრმა სამყარომ,
მექანიკურმა ქმედებამ.
ამდენი უფერულობით
სისხლი ძარღვებში დედდება.
ჯერ რა დროს ამაზე დარდია?
ასაკი არ მიწყობს ხელს.
არც ისე დიდი ვარ..არც ისე პატარა..
განგება ამ ფიქრში რომ მხვევს..
ხო..ასე ურითმოდ ამოვთქვი..
თითები თავისთვის ცეკვავენ
და რეალობის შავი შტრიხები
ნათელ ოცნებას ცელავენ..
არ მიყვარს ოცნება, იდეალები,
ჩემში ზრდასრული აზრნი ღელავენ..
ზღაპრიდან უდროოდ გამოვიპარე..
გზა ამერია..
შემდეგ დავიკარგე..
ნეტავ რას მიმზადებს ჩემი მეზღაპრე?
ნეტავ ისევ ცრემლებს?..
ნეტავ ისევ დარდებს?
ნეტავ ოდესმე ვინმე გამიგებს?
შემდეგ თავის აზრს გამიზიარებს..
როგორი იქნება ნეტავ მაცოდინა..
მალე მოვა თუ დაიგვიანებს?...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები