 | ავტორი: იელი ჟანრი: პროზა 26 ივნისი, 2010 |
შეხვედრა პირველი
-მოშორდი აქედან! პირი დაიბანე, რას გავხარ! _უხეშად დაიყვირა ტაქსის მძღოლმა და უცებ ავწიე თავი. ლამის მობილურიც გამივარდა ხელიდან. მძღოლის მხარეს, ჩაწეულ მინათან, პატარა, კულულებიანი ბავშვი შევნიშნე, მსხვილი ოფლის წვეთები დაკიდებოდა შუბლზე შავი მარგალიტებივით, მზისაგან ოდნავ მოჭუტოდა პატარა, ეშმაკური თვალები და სახეზე სიბრაზე ეხატა, ალბათ მძღოლის უხეში ყვირილის გამო. მეც გავბრაზდი. -კი მაგრამ, რატომ უყვირიხარ?_ვეღარ ვიმორჩილებ ნერვებს. მოდი ჩემთან, მე მოგცემ ფულს._ ვცდილობ ბავშვს ალერსიანად მივმართო და თან საფულეში ვიქექები. ჯიუტად გაიქნია თავი ბავშვმა, ხელით მოიწმინდა შუბლი და გაიქცა. მოღუშული გადმოვედი ტაქსიდან და კარები მივუჯახუნე. -ამის შემდეგ თუ არ ეხმარები, კი მაინც ნუ დაამცირებ, ისიც ადამიანია და ღვთის შვილი._ჯერ კიდევ მახრჩობს ბოღმა და სწრაფი ნაბიჯებით შევდივარ მაღაზიაში. დაქალმა მოწყენა შემატყო. ბევრი შეეცადა, გაეგო რა დამემართა, მაგრამ, მე უხასიათობას ვიმიზეზებდი. აზრი არ ჰქონდა თქმას, მაინც გაუკვირდებოდა, მერე რა მოხდაო.
შეხვედრა მეორე
საღამოს, გარეთ წვენზე გამოსულს, ვიღაცამ კაბაზე დამქაჩა. გაოცებულმა პატარა შევამჩნიე, თვალები ბოროტად რომ უციმციმებდა და მაინც ბავშვური სიალალე ეტყობოდა. რატომღაც ძალიან გამეხარდა. -გინდა ნაყინი გიყიდო?_ ჩავიმუხლე მის წინ. დუმს, მაინც მტრად მივაჩნივარ. ვერ გაუგია, მენდოს თუ არა. ვიღაცის სამადლოდ ნაჩუქარი, ბოლოებშემოხეული შარვალი აცვია, ორი ზომით დიდი მაისური და დახეული ფეხსაცმელი. გული მტკივა, აშკარად ქართველია, ჩვენი კურთხეული მიწის შვილი. -არ გინდა ნაყინი? ხომ არ გშია? გინდა რამე გიყიდო?_ვცდილობ ავალაპარაკო. -მოდი, მაღაზიაში შევიდეთ და რაც გინდა ის აიღე, კარგი?_დანაშაულის გამოსყიდვას ვცდილობ, ტაქსისტის და მთელი ქართველების მიერ მიყენებული დანაშაულის, ვინც შეურაცყოფა მიაყენა ამ პატარა მხეცუნას.ხმას მაინც არ იღებს, უბრალოდ, თვალები დაუმშვიდდა და დიდი ადამიანის მზერით მიყურებს, დარდით და ვაებით გატარებულ 50 წლის ადამიანებს რომ აქვთ, აი ისეთით. როგორღაც უმწეოდ ვიგრძენი თავი, ამ ბავშვზე უსუსურად.ხელი წავავლე, რომ მაღაზიაში შემეყვანა, მაგრამ უხეშად მომიშორა. -წამოდი!_ვუბრძანე და მაღაზიაში შევბრუნდი.შემომყვა და ჩემს უკან დადგა. -აქ როგორ შემოხვედი საზიზღარო, ეხლავე გათრიე აქედან, ამ მათხოვრებმა არ შეგვაწუხეს!_შემომატრიალა ზიზღით სავსე, ხმამაღალმა ყვირილმა. მარკეტის დამლაგებელს ცოცხი მოემარჯვებინა ცოტაც და ბავშვს შემოცხებდა. -ხელი არ ახლო! ჩემთან არის!-დავუყვირე სწრაფად. ბავშვი ამომეფარა და თვალები ისევ სიძულვილით აევსო. -ეს მათხოვარი?რამდენჯერმე მოგვპარა აქ რაღაცეები-აშკარად გაოცდა გამყიდველიც. -ეს მათხოვარი არაა, მათხოვრების სტატუსი სხვებს უფრო მოუხდებათ!_ისევ მომეშალა ნერვები, ბავშვს ხელი ჩავავლე და გარეთ გამოვედი. იქვე შაურმა ვუყიდე, დარჩენილი ხურდები მივეცი და ისიც სწრაფად გაიქცა. შეხვედრა მესამე
ღამის 12 საათი. ,,3D'' ბოთლებით ხელდამშვენებული დაქალები ბუკიას ბაღში ვიჯექით და ვსვავდით. საშინლად ცხელოდა.სახლში დაბრუნების სურვილი არ მქონდა და ფეხს ვითრევდი. უცებ, იქვე ახლოს საშინელი ცემა-ტყეპა ატყდა. პატარა ბავშვები ერთმანეთს ხოცავდნენ. გულმა როგორღაც მათკენ გამიწია და ერთ დიდ, დახვეეულ გორგალში ჩემი ნაცნობი მხეცუნა შევნიშნე. მართლა მხეცივით ჩხუბობდა, იკბინებოდა, წიხლებს იშენდა და მუშტებს მარჯვედ ატრიალებდა. დავიბენი და სხვა რომ ვერაფერი მოვახერხე, ლუდი გადავასხი, ბავშვები უცებ მოვიდნენ გონს, დახვეული გორგალი დაიშალა და მტვრიან მიწაზე ჩემი მხეცი და ჩხუბის მიზეზი, გამტვერიანებული პური დარჩა. სახეზე მტვერი აკროდა, თვალი ჩაელურჯებინათ და მძიმედ სუნთქავდა. -მოიცა, მაჩვენე, რა გატკინეს. სად გტკივა?-წამოვაყენე ბავშვი. უცნაურად დაიკლაკნა და ტკივილისგან სახე შეეჭმუხნა.ხელი საცოდავად ეკიდა, მტევანში ჰქონდა ნაღრძობი. დაქალმა ამ დროს ბამბა და სამედიცინო სპირტი მოარბენინა, სკამზე დავსვი და ჭრილობის დამუშავება დავიწყე, წარბიც გახეთქილი ჰქონდა. იოდი წავაცხე და ,,სანტავიკით'' გადავუკარი. ხელი დოლბანდით შევუხვიე და კისერზე ჩამოვუკიდე. -ესე როგორ შეიძლება? ხედავ რას დაგამსგავსეს?_შევაპარე ფრხილად და გამეღიმა. -არც იმათ დაემართათ ნაკლები_ამოიღო უცებ ხმა და გაიცინა. ბავშვური სიამაყე იგრძნობოდა, ამაყობდა საკუთარი ძალით. -ისინი ხომ ბევრი იყვნენ? -ჩავეკითხე ისევ, მინდოდა დამემეგობრებინა. -ხო, სამი, თან ჩემზე დიდები_კვლავ გაიელვა ჯანსაღმა, კრიალა კბილებმა და თავი ჩაღუნა. -ეხლა რას იზავ, შენი პური საჭმელად აღარ ვარგა._მივუთითე პურზე. სახე ისევ მოეღუშა, ალბათ შიმშილმა შეახსენა თავი, ან იმ ადამიანის გახსენებამ მოუღუშა პატარა სახე, ვისთვისაც პური უნდა მიეტანა და ასე იბრძოდა მის გამოსაკვებად. -დამელოდე, არ წახვიდე, ხო?_ დავუბარე და იქვე, ბახტრიონზე, მარკეტში შევვარდი. პური, ძეხვი, კონსერვი, საწებელი ვიყიდე და გამოვვარდი. სადაც დავტოვე იქ დამხვდა, ჩემი დაქალების გარემოცვაში და მათ კითხვებს უპასუხოდ ტოვებდა. -წადით თქვენ და დაგეწევით._გადავულაპარაკე გოგოებს და გვერდით ჩამოვუჯექი. შემომხედა, პატარა, ნაღვლიანი თვალებით. -რაღაცეები გიყიდე, ხომ გამომართმევ? -მე მათხოვარი არ ვარ!_ჩაიდუდუნა ამაყად. -არც მიფიქრია, ვიცი, რომ არა ხარ, ეს საჩუქრად, უზრდელობაა რომ არ გამომართვა. აიღე და მერე შენ რომ მაჩუქებ რამეს, მეც გამოგართმევ, ისე რა გქვია?-შევეკითხე ხალისიანად. -ბექა. -მართლა? ჩემს ძმასაც ბექა ჰქვია. მე სოფო ვარ.რამდენი წლის ხარ? -10. -მე 22 წლის. აიღე ეს საჩუქარი ბექა და წაიღე, გინდა სახლამდე გაგაცილო? უარის ნიშნად თავი გაიქნია ისევ და წამოდგა. -სახლში წახვალ, ხომ ბექა? ისევ თავი დამიქნია, პარკი ხელში მივაწოდე.ერიდებოდა, ვერ მართმევდა. -ვაიმე, ვერ მოერევი?_წავიეშმაკე ცოტა. -როგორ ვერა, მე ხომ სამს მოვერიე_გაუბრწყინდა ისევ თვალები და ძლიერად გამომართვა პარკი. ამაყად, მხრებში გამართული წავიდა, თან უკან იხედებოდა.
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. უფალმა ამრავლოს შენისტანები და შეამციროს ბექასნაირები. უფალმა ამრავლოს შენისტანები და შეამციროს ბექასნაირები.
10. ძალიან კარგია ეს მოთხრობა, ძალიან მომეწონა, გადავდივარ მომდევნო ნაწილზე... ძალიან კარგია ეს მოთხრობა, ძალიან მომეწონა, გადავდივარ მომდევნო ნაწილზე...
9. გენაცვალე:* მადლობა გენაცვალე:* მადლობა
8. შენი ყველა ნაწერი წავიკითხე და ვერ აგიღწერ რა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დამიტოვე.. ძალიან კეთილი ხარ.. საოცარი :))) ++++ :)) იელლ... * შენი ყველა ნაწერი წავიკითხე და ვერ აგიღწერ რა არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დამიტოვე.. ძალიან კეთილი ხარ.. საოცარი :))) ++++ :)) იელლ... *
7. გაოცებული ვარ...რა საოცრად გავს ჩემს პატარა მაწანწალას... ჩემი ნაწერი მეგონა...:) 55555555 გაოცებული ვარ...რა საოცრად გავს ჩემს პატარა მაწანწალას... ჩემი ნაწერი მეგონა...:) 55555555
6. ყველას დიდი მადლობა.:) ყველას დიდი მადლობა.:)
5. საინტერესოა ;) საინტერესოა ;)
4. დახვეწას ითხოვს!!! გაიხარე შენა!!! დახვეწას ითხოვს!!! გაიხარე შენა!!!
3. იელი ულამაზესი ყვავილია,,, :) იელი ულამაზესი ყვავილია,,, :)
2. გაიხარეთ იელო!! გაიხარეთ იელო!!
1. დიდბუნებოვანო, შესანიშნავი ნაწერია! ემოციის და ცრემლების გარეშე ვერ შევძელი წამეკითხა. ეჰ, რამდენი ასეთი ბექა გვყავს საქართველოში, სამწუხაროდ, ვინ მოსთვლის...
გაიხარე და დაველოდები გაგრძელებას! დიდბუნებოვანო, შესანიშნავი ნაწერია! ემოციის და ცრემლების გარეშე ვერ შევძელი წამეკითხა. ეჰ, რამდენი ასეთი ბექა გვყავს საქართველოში, სამწუხაროდ, ვინ მოსთვლის...
გაიხარე და დაველოდები გაგრძელებას!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|