ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არრა
ჟანრი: პოეზია
3 ივლისი, 2010


ფუძის ანგელოზი.(გ. გ)

თიბათვის მზით მთვრალი და მცხრალი, სულ უქმად,
ბალახის ხავერდზე , საძირკვლისმიერი
ჭრელი ცისარტყელა , ვით მიწის ჩუქურთმა,
განრთხმულა და მიმზერს მოწყენილ იერით.
ვდგევარ მის წინაშე კრძალვით და დარცხვენით
(ოღონდ მოიდაროს აქ მთელ დღეს დავიცდი),
მეზირ , ნუ იქნები  ამ სახლზე ნაწყენი,
მეზირ მაპატიე რომ გადამავიწყდი.
ხვალიდან ყოველდღე ძროხის რძეს დაგიდგამ,
ბუმბულზე დაგაწვენ და ლექსით გაგართობ,
იმ ნატვრას  გაგიმხელ, რაც  ცისთვის ჩამითქვამს,
რაც დამბრუნებია, იმ პასუხს  გაგანდობ,
ერთხელ წელიწადში აქეთ ჩამოვდივარ,
გარნა ეს თიბათვე სულ ერთად ვიქნებით,
დრო მოვკლად მისტიკით,  მტვრიანი წიგნებით,
თან  ძღვენი მივირთვათ ავსებულ ჯიქნების...
თიბათვის მზით მთვრალი და მცხრალი,სულ უქმად,
ბალახის ხავერდზე , საძირკვლისმიერი
ჭრელი ცისარტყელა, ვით  მიწის ჩუქურთმა,
განრთხმულა და მიმზერს მოწყენილ იერით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები