 | ავტორი: არრა ჟანრი: პოეზია 12 ივლისი, 2010 |
...და ვითარცა ღრუბელს, წვიმამ ოზონს შეასრუტა მარიალისის ხვატი და ბუღი. დავრჩი სველი მიწის წინაშე მბანგავ სურნელს რომ მიმოაფრქვევს წყლის და ტენის ანგელოზებით ნაჯერ ჰაერში. მიწის სულები ამოდიან ზედაპირზე, ბალახებში იბლანდებიან, თავისუფლდებიან კვლავ, ერთმანეტს გასდევენ გამჭვირვალე ნისლისფერი სხეულებით-- ანაყოფიერებენ . მე ამას ვჭვრეტ. მივალ სოფლის შარაზე ფეხშიშველი, მსურს წვიმის ყოველ გუბეში ჩავაბიჯო და მიწა უარს არ მეუბნება, თანდათან ვხვდები ანთეოსი, აჰა მინდორშიც შევტოპე- როგორ აახასხასა წვიმამ სიყვითლეშეყრილი მინდვრები.. ჭიანჭველი, კალია, ხოჭო, ობობა-- არ მეზიზღება, ვით განდობილს, მხარზე ფრთოსნები მასხდებიან, მერცხლებმა ბალახის გვირგვინი შემადგეს, სამი ქორი თავს დამტრიალებს... ეს მიწის სურნელია , პაემანზე რომ მიბარბაცებს წმინდა ბეღელსი, მდედრი მოყვასის წიაღში! აი, გამოჩნდა: უსახელო მდინარის პირას დედიშობილა წევს დედოფალი ბუნება- ჩემი სიყვარული. ხავსის ხავერდზე მონებივრეს ხმა აქვს მსგავსი ფოთოლთა შრიალის, ისეთი სრულქმნილია, ისეთი თვალწარმტაცი- გული მიჯდება, ქვითინი მიტყდება, შორიდანვე მიმიხმობს, თავგზას მიბნევს ნდომამორეული ჩურჩულით. ძალნი მიწისანი-გარს ქონდრისკაები ეხვევიან, ეპოტინებიან , ძუძუებს უკოცნიან, ეალერსებიან.. ვუახლოვდები ვუჩოქებ ვიმართები ვუახლოვდები კვლავ ვუჩოქებ ვიმართები ვუახლოვდები ვეხვევი ვეხვევი მწვანე ნისლი მესევადება აი ხავსი გალობს ნაწვიმარი მიწის სურნელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. +2 chemgan :) +2 chemgan :)
10. მშვენიერია...მიყვარს ასე ახლოს რომ მიდიან ბუნებასთან და სიყვარულს უხსნიან...5 მშვენიერია...მიყვარს ასე ახლოს რომ მიდიან ბუნებასთან და სიყვარულს უხსნიან...5
9. "სიკვდილის გზა არრა არის ვარდიფერ გზის გარდა..." 5 "სიკვდილის გზა არრა არის ვარდიფერ გზის გარდა..." 5
8. აი, გამოჩნდა: უსახელო მდინარის პირას დედიშობილა წევს დედოფალი ბუნება- ჩემი სიყვარული.
დაწმენს ავტორი ნაწერს, იმედია, იმიტომ რომ არაა ცუდი ლექსი და ”მესევადება” და კიდევ მსგავსი ამოუცნობი ობიქეტები არ მოუხდება, ვფიქრობ!
საუკეთესო სურვილებით! აი, გამოჩნდა: უსახელო მდინარის პირას დედიშობილა წევს დედოფალი ბუნება- ჩემი სიყვარული.
დაწმენს ავტორი ნაწერს, იმედია, იმიტომ რომ არაა ცუდი ლექსი და ”მესევადება” და კიდევ მსგავსი ამოუცნობი ობიქეტები არ მოუხდება, ვფიქრობ!
საუკეთესო სურვილებით!
7. lamazi sityvebia... warmatebebi! 2+ lamazi sityvebia... warmatebebi! 2+
6. ქალბატონო თამარ , მოგედავებოდათ კაცი , რადგან ჩანახატს მიმსგავსებითაც კი ვერ მიამსგავსებს ადამაინი:) თუმცა ცხელა და დავას აზრი არ აქვს, მითუმეტეს თქვენ თქვენი აზრი დააფიქსირეთ და მადლობა, მაგისტვის და წაკითხვისთვის:) ქალბატონო თამარ , მოგედავებოდათ კაცი , რადგან ჩანახატს მიმსგავსებითაც კი ვერ მიამსგავსებს ადამაინი:) თუმცა ცხელა და დავას აზრი არ აქვს, მითუმეტეს თქვენ თქვენი აზრი დააფიქსირეთ და მადლობა, მაგისტვის და წაკითხვისთვის:)
5. თავიდან რაღაც დაიწყო ვითომ... არრა, არრ მომეწონა წარმატებები თავიდან რაღაც დაიწყო ვითომ... არრა, არრ მომეწონა წარმატებები
4. აი, გამოჩნდა: უსახელო მდინარის პირას დედიშობილა წევს დედოფალი ბუნება- ჩემი სიყვარული. ხავსის ხავერდზე მონებივრეს ხმა აქვს მსგავსი ფოთოლთა შრიალის, ისეთი სრულქმნილია, ისეთი თვალწარმტაცი- გული მიჯდება, ქვითინი მიტყდება, შორიდანვე მიმიხმობს, თავგზას მიბნევს ნდომამორეული ჩურჩულით.
შინაარსში - ყოჩაღ!
მაგრამ, რა ჩემი ბრალია, თუ უფრო ჩანახატს ჰგავს შენი ნაწარმოები, ვიდრე პოეზიას? პოეზიას რითმა თუ არა, შინაგანი რიტმი მაინც უნდა ჰქონდეს... ამას კი არც ერთი აქვს და არც მეორე...
არის საოცარი სილამაზე სიტყვათა, არაჩვეულებრივად აღწერილი პეიზაჟით, მაგრამ... არა ლექსად! :))))) აი, გამოჩნდა: უსახელო მდინარის პირას დედიშობილა წევს დედოფალი ბუნება- ჩემი სიყვარული. ხავსის ხავერდზე მონებივრეს ხმა აქვს მსგავსი ფოთოლთა შრიალის, ისეთი სრულქმნილია, ისეთი თვალწარმტაცი- გული მიჯდება, ქვითინი მიტყდება, შორიდანვე მიმიხმობს, თავგზას მიბნევს ნდომამორეული ჩურჩულით.
შინაარსში - ყოჩაღ!
მაგრამ, რა ჩემი ბრალია, თუ უფრო ჩანახატს ჰგავს შენი ნაწარმოები, ვიდრე პოეზიას? პოეზიას რითმა თუ არა, შინაგანი რიტმი მაინც უნდა ჰქონდეს... ამას კი არც ერთი აქვს და არც მეორე...
არის საოცარი სილამაზე სიტყვათა, არაჩვეულებრივად აღწერილი პეიზაჟით, მაგრამ... არა ლექსად! :)))))
3. მივალ სოფლის შარაზე ფეხშიშველი, მსურს წვიმის ყოველ გუბეში ჩავაბიჯო და მიწა უარს არ მეუბნება, თანდათან ვხვდები ანთეოსი
ეს მომეწონა.... მივალ სოფლის შარაზე ფეხშიშველი, მსურს წვიმის ყოველ გუბეში ჩავაბიჯო და მიწა უარს არ მეუბნება, თანდათან ვხვდები ანთეოსი
ეს მომეწონა....
2. საოცარი პეიზაჟია :) საოცარი პეიზაჟია :)
1. ყოჩაღ! 5
ისეთი სრულქმნილია, ისეთი თვალწარმტაცი- გული მიჯდება, ქვითინი მიტყდება, შორიდანვე მიმიხმობს, თავგზას მიბნევს ნდომამორეული ჩურჩულით.
ყოჩაღ! 5
ისეთი სრულქმნილია, ისეთი თვალწარმტაცი- გული მიჯდება, ქვითინი მიტყდება, შორიდანვე მიმიხმობს, თავგზას მიბნევს ნდომამორეული ჩურჩულით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|