-თორღვავ,ჰაი, თორღვავ!_ბანიდან იძახდა მგელიკა. -რაი ას მგელიკავ?_გაეპასუხა თორღვა. -ვაჟიკა ამავიდ ქალაქიდან,ამად ჩემთან,ვიქეიფათ! -მაოლ,მაოლ. ვაჟიკას ვაჟას ეძახდნენ,ოცდახუთი წლის ვაჟა ჯანდიერი ნახევრად ხევსურეთის მთებში იყო გაზრდილი,უყვარდა ეს ალალ-მართალი,ვაჟკაცი ხალხი.მათთან ერთად ჭიუხებში ნადირობდა,ხატობებში დადიოდა,ღრეობდა,უამრავი ძმადნაფიცი ყავდა ვაჟას ხევსურებში. ხევსურებმაც სახელი ვაჟა დაივიწყეს და ვაჟიკა დაარქვეს ხევსურულად. შატილელი ბათარეკაანთ მზია ჭინჭარაული უყვარდა ვაჟიკას და ვერ უმხელდა,რაღაცნაირად ბავშვურად უყვარდა,თხუტმეტი წლისას შეუყვარდა და ათი წელი გავიდა მას შემდეგ. არ უმხელდა და გულის რომელიღაც კუნჭულში სიამოვნებდა ეს ბავშვური,უმწიკვლო,გაუმხელელი სიყვარული. ვაჟკაცი იყო ვაჟიკა ჯანდიერი. ხევსურეთი და ხევსურები უყვარდა. ლაპარაკისას ხევსურულად უქცევდა ახლაც ტაბლასთან მჯდარი სიამოვნებით უყურებდა შემთვრალ,აროხროხებულ ხევსურებს,რომლებიც ფანდურზე დაკვრით იხსენიებდნენ წასულ გმირებს და გარდასულ ომებს თუ დღეებს. დილამდე ქეიფობდა და არ სწყინდებოდა ამ ხალხთან ქეიფი. ეგრეა,ვინც გიყვარს იმასთან რა მოგაწყენს. დილას გამოვიდა ბანზე ჟიპიტაურით გაბრუებული და ბორბალოს გახედა,მთებს გახედა,არღუნს გახედა,სოფელს გახედა... და მიხვდა როგორ უყვარდა სიცოცხლე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
26. ასე მოკლედ და ჯიგრულად! ასე მოკლედ და ჯიგრულად!
25. +5, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება +5, ძალიან სასიამოვნოდ იკითხება
24. როგორი პატარა და დიდი სითბოსი და სიყვარულის დამტევი ნაწარმოებია! მშვენიერი მიძღვნაა!!! 5555555 როგორი პატარა და დიდი სითბოსი და სიყვარულის დამტევი ნაწარმოებია! მშვენიერი მიძღვნაა!!! 5555555
23. ხევსურეთზე შეყვარებულო კოლხო, მთის სურნელითაა გაჟღენთილი შენი ნაწერი! ხევსურეთზე შეყვარებულო კოლხო, მთის სურნელითაა გაჟღენთილი შენი ნაწერი!
22. საინტერესო და კარგი თხრობა გაქვს ირაკლი :) საინტერესო და კარგი თხრობა გაქვს ირაკლი :)
21. რამხელა სითბოა, ... ძალიან დიდი ... რამხელა სითბოა, ... ძალიან დიდი ...
20. ძალიან კარგია...გურამ რჩეულიშვილი ჩემთვის კაცის იდეალია საერთოდ...ამიტომ მე ჩემი +2 აქ ვარ... :) ძალიან კარგია...გურამ რჩეულიშვილი ჩემთვის კაცის იდეალია საერთოდ...ამიტომ მე ჩემი +2 აქ ვარ... :)
19. ეგრეა,ვინც გიყვარს იმასთან რა მოგაწყენს. დილას გამოვიდა ბანზე ჟიპიტაურით გაბრუებული და ბორბალოს გახედა,მთებს გახედა,არღუნს გახედა,სოფელს გახედა... და მიხვდა როგორ უყვარდა სიცოცხლე.
555
ეგრეა,ვინც გიყვარს იმასთან რა მოგაწყენს. დილას გამოვიდა ბანზე ჟიპიტაურით გაბრუებული და ბორბალოს გახედა,მთებს გახედა,არღუნს გახედა,სოფელს გახედა... და მიხვდა როგორ უყვარდა სიცოცხლე.
555
18. მშვენიერია, მიყვარს და ვაფასებ მთის მოყვარულ ხალხს, გაიხარე... მშვენიერია, მიყვარს და ვაფასებ მთის მოყვარულ ხალხს, გაიხარე...
17. რატომღაც მგონია რომ ვაჟიკა - ეს შენ ხარ! სულით ხომ ხაარ და ხარ! თუ ამას ახმეტელის თეატრში შენს ხევსურულ ჩაცმულობასაც დავუმატებთ - საკამათო აღარაფერია! გაიხარე! რატომღაც მგონია რომ ვაჟიკა - ეს შენ ხარ! სულით ხომ ხაარ და ხარ! თუ ამას ახმეტელის თეატრში შენს ხევსურულ ჩაცმულობასაც დავუმატებთ - საკამათო აღარაფერია! გაიხარე!
16. ძალიან მომეწონა!!! :) ძალიან მომეწონა!!! :)
15.
ისე რო გააგრძელო ცუდი არ იქნება პირიქით სიამოვნებით წავიკითხავ....
საინტერესო თხრობაა....
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
ისე რო გააგრძელო ცუდი არ იქნება პირიქით სიამოვნებით წავიკითხავ....
საინტერესო თხრობაა....
პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
14. :) მთისგულიანი ბარელო!......
რამხელა სითბო დაგიხვავებია აქ..... :) მთისგულიანი ბარელო!......
რამხელა სითბო დაგიხვავებია აქ.....
13. ეგრეა, ვინც გიყვარს იმასთან რა მოგაწყენს. გახედა, არღუნს გახედა, სოფელს გახედა... და მიხვდა როგორ უყვარდა სიცოცხლე.
სიცოცხლის განწყობა აქვს. მშვენიერია
ეგრეა, ვინც გიყვარს იმასთან რა მოგაწყენს. გახედა, არღუნს გახედა, სოფელს გახედა... და მიხვდა როგორ უყვარდა სიცოცხლე.
სიცოცხლის განწყობა აქვს. მშვენიერია
11. ირაკლიი:(:(:(:(:( არ იცი რა იყო ეხლ ეს ჩემთვის:(:( ვაჟიკაში შენი თავი დავინახე მე, და ჩემიც და ყველსი, ვისაც იქაურობა უყვარს.. და რჩეულიშვილს რომ ეძღვნება ეგ ხომ საერთოდ... და მაგარი ხარ კიდე, მართლა :-* ირაკლიი:(:(:(:(:( არ იცი რა იყო ეხლ ეს ჩემთვის:(:( ვაჟიკაში შენი თავი დავინახე მე, და ჩემიც და ყველსი, ვისაც იქაურობა უყვარს.. და რჩეულიშვილს რომ ეძღვნება ეგ ხომ საერთოდ... და მაგარი ხარ კიდე, მართლა :-*
9. გულის რომელიღაც კუნჭულში სიამოვნებდა ეს ბავშვური,უმწიკვლო,გაუმხელელი სიყვარული. ვაჟკაცი იყო ვაჟიკა ჯანდიერი.
იკა, ცრემლი მომერია... საოცარია, ლაღი, სიცოცხლის სიყვარულით სავსე... :) გაიხარე. გურამ რჩეულიშვილი დაულოცავს თურმე ერთ მოხუც ხევსურ ქალს ამგვარად: ბერვეული სიკეთე შენო. ჰოდა, ბევრეული სიკეთე შენ, ირაკლი:) გულის რომელიღაც კუნჭულში სიამოვნებდა ეს ბავშვური,უმწიკვლო,გაუმხელელი სიყვარული. ვაჟკაცი იყო ვაჟიკა ჯანდიერი.
იკა, ცრემლი მომერია... საოცარია, ლაღი, სიცოცხლის სიყვარულით სავსე... :) გაიხარე. გურამ რჩეულიშვილი დაულოცავს თურმე ერთ მოხუც ხევსურ ქალს ამგვარად: ბერვეული სიკეთე შენო. ჰოდა, ბევრეული სიკეთე შენ, ირაკლი:)
8. კარგი ხართ! კარგად წერთ! მინდოდა გაგრძელებულიყო, თუმცა საღქმელი მაიც ნათქვამია! გაიხარეთ! კარგი ხართ! კარგად წერთ! მინდოდა გაგრძელებულიყო, თუმცა საღქმელი მაიც ნათქვამია! გაიხარეთ!
7. +555555!!!!! +555555!!!!!
6. თხუტმეტი წლისას შეუყვარდა და ათი წელი გავიდა მას შემდეგ. არ უმხელდა და გულის რომელიღაც კუნჭულში სიამოვნებდა ეს ბავშვური,უმწიკვლო,გაუმხელელი სიყვარული. :))))))
დილას გამოვიდა ბანზე ჟიპიტაურით გაბრუებული და ბორბალოს გახედა,მთებს გახედა,არღუნს გახედა,სოფელს გახედა...
სიცოცხლე მშვენიერიაააააააააა :)))))))) თხუტმეტი წლისას შეუყვარდა და ათი წელი გავიდა მას შემდეგ. არ უმხელდა და გულის რომელიღაც კუნჭულში სიამოვნებდა ეს ბავშვური,უმწიკვლო,გაუმხელელი სიყვარული. :))))))
დილას გამოვიდა ბანზე ჟიპიტაურით გაბრუებული და ბორბალოს გახედა,მთებს გახედა,არღუნს გახედა,სოფელს გახედა...
სიცოცხლე მშვენიერიაააააააააა :))))))))
5. აუ მეც გამახსენდა ძმაო...მართლა მაგარი იყო...ძალიან მაგარი და მეც გამეჩარა ბურთი ყელში...გენაცვალე... აუ მეც გამახსენდა ძმაო...მართლა მაგარი იყო...ძალიან მაგარი და მეც გამეჩარა ბურთი ყელში...გენაცვალე...
4. ამისთვის შემოვედი ახლა..მაგარია რა,იცი საგანი ძმაო..
ახლა რა გამახსენდა იცი?ამ ორი წლის წინ ერთი თვე რო ვსვამდით გადაბმულად შენთან,მე ლექსებს ვამბობდი,შენ კიდე ჩოხელის და გურამას მოთხობებიდან ნაწყვეტებს რო კითხულობდი...მაგარი დრო იყო ხომ?ცრემლებამდე მომენატრა ის დრო ახლა...
ძმა ხარ..მიყვარხარ მაგრად... ამისთვის შემოვედი ახლა..მაგარია რა,იცი საგანი ძმაო..
ახლა რა გამახსენდა იცი?ამ ორი წლის წინ ერთი თვე რო ვსვამდით გადაბმულად შენთან,მე ლექსებს ვამბობდი,შენ კიდე ჩოხელის და გურამას მოთხობებიდან ნაწყვეტებს რო კითხულობდი...მაგარი დრო იყო ხომ?ცრემლებამდე მომენატრა ის დრო ახლა...
ძმა ხარ..მიყვარხარ მაგრად...
3. ლაღი, სასიამოვნო თხრობაა. მინდოდა კიდევ გარძელებულიყო... მიხარია, სიცოცხლის სიყვარულზე რომ წერ:-*
ლაღი, სასიამოვნო თხრობაა. მინდოდა კიდევ გარძელებულიყო... მიხარია, სიცოცხლის სიყვარულზე რომ წერ:-*
2. გურამს რო ვკითხულობდი ცხოვრებას ვსწავლობდი თამთ...აი იცი რაას? როგორი უნდა იყოს კაცი...ცხოვრებაზე უზომოდ შეყვარებული,მაგრამ ამავე დროს თავგანწირული იყო გურამი...მაგას ვენაცვალე... გურამს რო ვკითხულობდი ცხოვრებას ვსწავლობდი თამთ...აი იცი რაას? როგორი უნდა იყოს კაცი...ცხოვრებაზე უზომოდ შეყვარებული,მაგრამ ამავე დროს თავგანწირული იყო გურამი...მაგას ვენაცვალე...
1. :):) იკა,ახლა იცი რა დამემართა?გურამ რჩეულიშვილზე ხო ვგიჟდები,ანუ ვაჟა ჯანდიერზეც და შენ ხო მიყვარხარ და მიყვარხარ...ასე რომ ეს ჩანახატი ყველაზე მეტად შემიყვარდა შენებიდან...:):)ძალიან,ძალიან ხევსურული და ვაჟკაცურია,თბილი,პატრიოტული და რავიცი,ბევრი რამაა ჩატეული....:):-*:-*აი,ასეთი ვაჟიკა მინდა მეც..:):) :):) იკა,ახლა იცი რა დამემართა?გურამ რჩეულიშვილზე ხო ვგიჟდები,ანუ ვაჟა ჯანდიერზეც და შენ ხო მიყვარხარ და მიყვარხარ...ასე რომ ეს ჩანახატი ყველაზე მეტად შემიყვარდა შენებიდან...:):)ძალიან,ძალიან ხევსურული და ვაჟკაცურია,თბილი,პატრიოტული და რავიცი,ბევრი რამაა ჩატეული....:):-*:-*აი,ასეთი ვაჟიკა მინდა მეც..:):)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|