ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტეფნაძე ელი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
12 ივლისი, 2010


მზის ბურთით მოთამაშე პეპლები

(ექსპრომტად  ჩ ე მ ს  გვირილას!!! )

  ცას რომ მიჩრდილავენ, სუნთქვას რომ არ მაცლიან,ღრუბლებს რომ არ მაყურებინებენ ვინ არიან?
  ვეღარც მას ვხედავ, თვალებში შავი ლაქები დაფარფატებენ...
  მზე მაკლია...
  სადაა?
  პეპლებმა მომპარეს?!
  არ მჯერა!
  მე ისინი ბავშვობიდან ისე მიყვარდა... არასოდეს დამიჭერია და მომიკლავს, თუ სხვა დაიჭერდა ვთხოვდი გაეთავისუფლებინა!
  თქვენ კი გინდათ მითხრათ, რომ... რომ... მათ მზე მომპარეს?!
  აჰ! თურმე თამაში მოუნდათ...
  ითამაშონ, ითამაშონ... მაგრამ...
  რა მაგრამ და, მეშინია მზის სხივებმა ფრთები არ დაუზიანოს...
  ჩემსავით არ მოუვიდეთ...
  მე ხომ ფეხის გულები დავისერე ჩემსავე დამსხვრეულ ოცნებებზე...
  არ მინდა მათაც იგივე დაემართოთ!
  არ მინდა!
  სამი დღის წუთისოფელი აქვთ და ისიც ასე გაატარონ?!
  შეინდეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები