ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი_13
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


როგორც სატანა

ყური დამიგდე, ყოფნის ზვირთებმა,
ქარიშხლის ქარცეცხლს გადამატანა,
მე გამიტაცეს სევდიან ხმებმა,
მე პოეზიის ბნელი სატანა...

ვით ქარიშხალი ყრუ უდაბნოში,
დავქროდი ქვეყნად და სულთათანას
ვმღეროდი და ხმა ისმოდა ბრბოში:
"ყური დაუგდეთ, მღერის სატანა!"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები