# # #
Как белый камень в глубине колодца, Лежит во мне одно воспоминанье. Я не могу и не хочу бороться: Оно — веселье и оно — страданье.
Мне кажется, что тот, кто близко взглянет В мои глаза, его увидит сразу. Печальней и задумчивее станет Внимающего скорбному рассказу.
Я ведаю, что боги превращали Людей в предметы, не убив сознанья, Чтоб вечно жили дивные печали. Ты превращен в мое воспоминанье.
1916
# # #
ისე, ვით თეთრი ქვა გდია ჭის სიღრმეში, გონებას არ ტოვებს ერთი მოგონება. ის არის ლხენა და არის სატკივარიც... და არც მასთან ბრძოლის მინდა გაგონება...
მგონია, თუ ვინმე ახლოდან შემხედავს თვალებში, მაშინვე შეამჩნევს ზმანებას... სევდა და ფიქრები მის გონსაც შებედავს, და გულთან მიიტანს ჩემს დიდ მწუხარებას.
მე ვიცი, ღმერთები აქცევდნენ საგნებად სულს ადამიანის, გონის კვლის გარეშე, რომ მუდამ გეცოცხლა საოცარ დარდებად, მე ხსოვნად გაქციე ცნობიერ მხარეში.
2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. კარგი და ლამაზი თარგმანია....მოკლედ თამარ უნდა შემაყვარო რა ეს ლექსები ქართულადაც:) კარგი და ლამაზი თარგმანია....მოკლედ თამარ უნდა შემაყვარო რა ეს ლექსები ქართულადაც:)
39. არა, არანაირად არ მწყინს... :) აქ თუ დაგაკლდა ქულები, პირადში მომწერე... არა, არანაირად არ მწყინს... :) აქ თუ დაგაკლდა ქულები, პირადში მომწერე...
38. ისე, საკუთარ ვერსიას ხომ არ შემომთავაზებდი? მე მეტად ვერ გავქაჩე და... :)))) ისე, საკუთარ ვერსიას ხომ არ შემომთავაზებდი? მე მეტად ვერ გავქაჩე და... :))))
37. მატყობინებდნენ რომ 5 კულა ყოფილა საჭირო კომენტარისთვის მე კიდევ 1 კულა მაკვს მე მგონი უკვე 5 მაკვს არა? არ გეწყინოთ რა ვკნა მიყვარს თარგმანები მატყობინებდნენ რომ 5 კულა ყოფილა საჭირო კომენტარისთვის მე კიდევ 1 კულა მაკვს მე მგონი უკვე 5 მაკვს არა? არ გეწყინოთ რა ვკნა მიყვარს თარგმანები
36. ზაზა, ჩემო კარგო. მე არ ვარ მთარგმნელი... არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს თარგმნელობაზე... მხოლოდ "ვმოყვარულობ"... ასე რომ, დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ კრიტიკას და შესაძლებლობის მიხედვით გავითვალისწინებ კიდეც შენიშვნებს, მხოლოდ ეს კრიტიკა ნაწარმოებს უნდა ეხებოდეს და არა პირად შეურაცხყფაზე გადადიოდეს... ხომ მართალი ვარ?
ასე რომ, ამ ტონით ნათქვამს, - ნებისმიერ კრიტიკას მივიღებ... :)))) ზაზა, ჩემო კარგო. მე არ ვარ მთარგმნელი... არც არანაირი პრეტენზია არ მაქვს თარგმნელობაზე... მხოლოდ "ვმოყვარულობ"... ასე რომ, დიდი სიამოვნებით მოვისმენ ნებისმიერ კრიტიკას და შესაძლებლობის მიხედვით გავითვალისწინებ კიდეც შენიშვნებს, მხოლოდ ეს კრიტიკა ნაწარმოებს უნდა ეხებოდეს და არა პირად შეურაცხყფაზე გადადიოდეს... ხომ მართალი ვარ?
ასე რომ, ამ ტონით ნათქვამს, - ნებისმიერ კრიტიკას მივიღებ... :))))
35. ია ნი მაგუ ი ნი ხაჩუ ბაროცა თკვენი თარგმანი და არც მასთან ბრძოლის მინდა გაგონება? მე არ შემიძლია და არც მინდა ბრძოლა ესე უნდა იყოს ია ნი მაგუ ი ნი ხაჩუ ბაროცა თკვენი თარგმანი და არც მასთან ბრძოლის მინდა გაგონება? მე არ შემიძლია და არც მინდა ბრძოლა ესე უნდა იყოს
34. ლიჟიტ ვა მნე ადნო ვასპამინანიე თკვენ თარგმნით ასე გონებას არ ტოვებს ერთი მოგონება? ჩემში დევს ერთი მოგონება ასე უნდა ითარგმნოს სხვათა შორის თარგმანებს რო ვაკრიტიკებდ იმიტომ მბლოკავენ დღემდე ლიტ გეზე ლიჟიტ ვა მნე ადნო ვასპამინანიე თკვენ თარგმნით ასე გონებას არ ტოვებს ერთი მოგონება? ჩემში დევს ერთი მოგონება ასე უნდა ითარგმნოს სხვათა შორის თარგმანებს რო ვაკრიტიკებდ იმიტომ მბლოკავენ დღემდე ლიტ გეზე
33. ძალიან კარგი თარგმანია. ამას დავაკოპირებ ჩემთვის. ძალიან კარგი თარგმანია. ამას დავაკოპირებ ჩემთვის.
32. ძალიან მომეწონა +5 ძალიან მომეწონა +5
30. მთლიანად მომეწონა! გაიხარეთ ქ-ნო თამარ! +2 მთლიანად მომეწონა! გაიხარეთ ქ-ნო თამარ! +2
29. არაჩვეულებრივია +2 არაჩვეულებრივია +2
28. რათქმაუნდა მომწონს ქალბატონო თამარ +2 რათქმაუნდა მომწონს ქალბატონო თამარ +2
27. ყოჩაღ, კარგია! ვერ დავეთანხმები ბატონ სანდრო ბერიძეს, დასაწყისი კარგად და ზუსტად არის ნათარგმნი. ყოჩაღ, კარგია! ვერ დავეთანხმები ბატონ სანდრო ბერიძეს, დასაწყისი კარგად და ზუსტად არის ნათარგმნი.
26. კიდევ ერთხელ ვამბობ! მაჩვენეთ უკეთესი თარგმანი! კიდევ ერთხელ ვამბობ! მაჩვენეთ უკეთესი თარგმანი!
25. სასიამოვნო წასაკითხი თარგმანია.ამაზე უკეთესი არსად მინახავს. სასიამოვნო წასაკითხი თარგმანია.ამაზე უკეთესი არსად მინახავს.
24. საინტერესო მოსაზრებაა, სანდრო, მაგრამ... "Лежит во мне одно воспоминанье"....- "ჩემში დევს მოგონება" - მოგონება ვერ იქნება ფილტვებსა და გულ-ღვიძლში... მოგონება - გონების საკუთრებაა... და სულიც არსად აქვს ნახსენები ახმატოვას... კიდევ მე გავიყვანე სულთან ეს ლექსი... პირიქით, ძალიან მიწიერი გრძნობები აქვს ახმატოვას გადმოცემული ამ ლექსით. :))))) საინტერესო მოსაზრებაა, სანდრო, მაგრამ... "Лежит во мне одно воспоминанье"....- "ჩემში დევს მოგონება" - მოგონება ვერ იქნება ფილტვებსა და გულ-ღვიძლში... მოგონება - გონების საკუთრებაა... და სულიც არსად აქვს ნახსენები ახმატოვას... კიდევ მე გავიყვანე სულთან ეს ლექსი... პირიქით, ძალიან მიწიერი გრძნობები აქვს ახმატოვას გადმოცემული ამ ლექსით. :)))))
23. თავიდანვე არასწორი გზა აირჩიეთ ქბტ.თამარ - Лежит во мне одно воспомианье - აქ იგულისხმება არ მხოლოდ რაღაც ნაწილი მთელისა, ანუ თქვენს მიერ თარგმანში ნახსენები ”გონება” , არამედ იგულისხმება სწორედ ის მთლიანობა , რომელიც თქვენ რატომღაც გონებამდე შეკვეცეთ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფინალშიც ყოველგვარ აზრს მოკლებული სტრიქონია. მთავარი და თვალშისაცემი ის არის, რომ ორიგინალის ავტორს სულისა სჯერა, ხოლო თარგმანის ავტორი გონებასა და ცნობიერებას ანიჭებს უპირატესობას. თავიდანვე არასწორი გზა აირჩიეთ ქბტ.თამარ - Лежит во мне одно воспомианье - აქ იგულისხმება არ მხოლოდ რაღაც ნაწილი მთელისა, ანუ თქვენს მიერ თარგმანში ნახსენები ”გონება” , არამედ იგულისხმება სწორედ ის მთლიანობა , რომელიც თქვენ რატომღაც გონებამდე შეკვეცეთ. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, ფინალშიც ყოველგვარ აზრს მოკლებული სტრიქონია. მთავარი და თვალშისაცემი ის არის, რომ ორიგინალის ავტორს სულისა სჯერა, ხოლო თარგმანის ავტორი გონებასა და ცნობიერებას ანიჭებს უპირატესობას.
22. ჯემალა, ანა ახმატოვას არ დაურქმევია სახელი და... მე რაფერ დავასათაურო? :)) ესეც სახელწოდებას კი არ ვაწერ ქართულად? ხომ უნდა გევგოთ, რას ვკითხულოფთ, ააა, ჯემალა? :))))))) ჯემალა, ანა ახმატოვას არ დაურქმევია სახელი და... მე რაფერ დავასათაურო? :)) ესეც სახელწოდებას კი არ ვაწერ ქართულად? ხომ უნდა გევგოთ, რას ვკითხულოფთ, ააა, ჯემალა? :)))))))
21. ძალიან კარგი თარგმანები გაქვთ თამარ ძალიან კარგი თარგმანები გაქვთ თამარ
20. რუსულინა შევსწვლო ღრმათ. ქართული მევწონე, ხუთი დავსწერე. 5, თამარავ რუსულათ სახელწოდებას რაისთვინ არ სწერ? რუსულინა შევსწვლო ღრმათ. ქართული მევწონე, ხუთი დავსწერე. 5, თამარავ რუსულათ სახელწოდებას რაისთვინ არ სწერ?
19. მე ვიცი, რა მძიმე შრომა სჭირდება თარგმანს ამიტომ 5 გიწერ. მე ვიცი, რა მძიმე შრომა სჭირდება თარგმანს ამიტომ 5 გიწერ.
18. თამარ, კარგად თარგმნი, ახმატოვას განწყობა კარგად არის გადმოცემული. თამარ, კარგად თარგმნი, ახმატოვას განწყობა კარგად არის გადმოცემული.
17. ახლა ისეა საქმე, მგონი ახმატოვაზე უფრო შენი თარგმანები მომწონს:) ახლა ისეა საქმე, მგონი ახმატოვაზე უფრო შენი თარგმანები მომწონს:)
16. გეტყობა გიყვართ სირთულესთან შეჭიდება, ღმერთმა ხელი მოგიმართო, გისურვებთ წარმატებებს +5 გეტყობა გიყვართ სირთულესთან შეჭიდება, ღმერთმა ხელი მოგიმართო, გისურვებთ წარმატებებს +5
15. ქალბატონო თამარ , თქვენ სულ უნდა თარგმნოთ და თარგმნოთ.:) ქალბატონო თამარ , თქვენ სულ უნდა თარგმნოთ და თარგმნოთ.:)
14. რომ მუდამ გეცოცხლა საოცარ დარდებად, მე ხსოვნად გაქციე ცნობიერ მხარეში"
ულამაზესი თარგმანია, თამრიკო დიდებული და უნიჭიერესი ადამიანი ხარ. რომ მუდამ გეცოცხლა საოცარ დარდებად, მე ხსოვნად გაქციე ცნობიერ მხარეში"
ულამაზესი თარგმანია, თამრიკო დიდებული და უნიჭიერესი ადამიანი ხარ.
13. მართლა კარგი თარგმანია, განსაკუთრებით დასასრული მომეწონა და საერთოდ მომწონს ანას ლექსების ლამაზ თარგმანს, რომ ვკითხულობ ხოლმე. მართლა კარგი თარგმანია, განსაკუთრებით დასასრული მომეწონა და საერთოდ მომწონს ანას ლექსების ლამაზ თარგმანს, რომ ვკითხულობ ხოლმე.
12. მომწონს, კარგი თარგმანია... მომწონს, კარგი თარგმანია...
11. ვისაც როდესმე უთარგმნია, დამეთანხმება , რომ ეს საოცრად რთული და შრომატევადი საქმეა... ერთია, როცა საკუთარს ქმნი და მეორე როცა სხვის ნაწარმოებს თარგმნი... აქ უნდა შენარჩუნდეს ავტორის განწყობა, მელოდია... ანუ ავტორისეული სამყარო ხელუხლებელი უნდა დარჩეს! პასუხისმგებლობა ორმაგდება! თამარი ამას საოცრად ახერხებს! 555! ვისაც როდესმე უთარგმნია, დამეთანხმება , რომ ეს საოცრად რთული და შრომატევადი საქმეა... ერთია, როცა საკუთარს ქმნი და მეორე როცა სხვის ნაწარმოებს თარგმნი... აქ უნდა შენარჩუნდეს ავტორის განწყობა, მელოდია... ანუ ავტორისეული სამყარო ხელუხლებელი უნდა დარჩეს! პასუხისმგებლობა ორმაგდება! თამარი ამას საოცრად ახერხებს! 555!
10. ჟადენს ვეთანხმები! 55555555 :) ჟადენს ვეთანხმები! 55555555 :)
9. კარგია...მომწონს და...მაინც რა დასანანია, რომ თარგმანში ის რაღაც შინაგანი მუხტი იკარგება....სულ ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავდა და ამის გამო შევეშვი თარგმნას..... ეს უბრალოდ ჩემი აზრია და ასე რომ ყველამ იფიქროს, თარგმანი აღარ იქნებოდა, ამიტომ ყურადღება არ მიაქციო....;) გაიხარე.... კარგია რომ ეჭიდები და ბოლომდე გაგაქვს.....;) კარგია...მომწონს და...მაინც რა დასანანია, რომ თარგმანში ის რაღაც შინაგანი მუხტი იკარგება....სულ ეს დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მტანჯავდა და ამის გამო შევეშვი თარგმნას..... ეს უბრალოდ ჩემი აზრია და ასე რომ ყველამ იფიქროს, თარგმანი აღარ იქნებოდა, ამიტომ ყურადღება არ მიაქციო....;) გაიხარე.... კარგია რომ ეჭიდები და ბოლომდე გაგაქვს.....;)
8. კარგია თამრო...5 კარგია თამრო...5
7. მე ვიცი, ღმერთები აქცევდნენ საგნებად ადამიანებს, გონის კვლის გარეშე,
ჩემი აზრით, ასე აჯობებდა,
მშვენიერი თარგმანია, როგორც ყოველთვის, პროფესიონალური!
+5!!!
მე ვიცი, ღმერთები აქცევდნენ საგნებად ადამიანებს, გონის კვლის გარეშე,
ჩემი აზრით, ასე აჯობებდა,
მშვენიერი თარგმანია, როგორც ყოველთვის, პროფესიონალური!
+5!!!
6. მომეწონა ძალიან!!! გაიხარე შენა!!! მომეწონა ძალიან!!! გაიხარე შენა!!!
5. კარგი თარგმანია +2 კარგი თარგმანია +2
4. :) ლექსს ფრიადი და თამარს მოკითხვა! :) ლექსს ფრიადი და თამარს მოკითხვა!
3. პოეტესა! პოეტესა! თანაც ორი პოეტესაააა! რუსული ორიგინალის კითხვის დროს თითქოს ანას წამღერებითი ხმა ჩამესმის... თამარისეულ თარგმანში კი - თამარის ხმა, სევდანარევი... პოეტესა! პოეტესა! თანაც ორი პოეტესაააა! რუსული ორიგინალის კითხვის დროს თითქოს ანას წამღერებითი ხმა ჩამესმის... თამარისეულ თარგმანში კი - თამარის ხმა, სევდანარევი...
1. რაღაცნაირად... ტკბილად თარგმნი....სიტკბოს ამატებ და ორიგინალზე მეტად მსიამოვნებს კითხვა....
მომწონს. რაღაცნაირად... ტკბილად თარგმნი....სიტკბოს ამატებ და ორიგინალზე მეტად მსიამოვნებს კითხვა....
მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|