ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მხოლოდ შენ ერთს
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2010


მონატრების წვეთები

      ***
სულ შენს ზარს უნდა ველოდო,
ალბათ ასე სურს განგებას.
შენივ დაწერა სახელი,
ფიქრმა ოცნებად ნაგებმა.
სულ ცოცხლობს ეს სიყვარული,
არსადაც არ იკარგება!
ნატვრა ხარ აუსრულები,
ზედ გულზე რომ იქარგება.

    ***
მოდუდუნებს წყარო გულანკარა,
მიჩურჩულებს ტალღა მოუღლელი:
"-ვიცი, ეხლა კვლავ იმაზე ფიქრობ,
ის შორს არის და ამაოდ ელი!"
შენთან ერთად სიცოცხლეა, მზეა!
უშენობა სიბნელეა მკვლელი ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები