ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის. უნაბის თვალები ნაღველმა დანისლა, შაჰრაზად. მოყევი ამბები, თუნდაც სულ უცხოსი, ვიღაცის… ვიდრე მზე ამ ღამეს სპილენძის ურდულით ჩარაზავს.
ცამ, მთვარის ფიალა შეავსო ქარვისფერ შარბათით, დავლიოთ! მე შენთვის მეორე ღამეა, უცხო ვარ. ვიცი, რომ გაგონებ ულამპროდ დარჩენილ ალადინს და როგორც ზღაპარი, წარსულში დამტოვე უხსოვარ.
სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის. მიამბე ზღაპარი... ზღაპარი მიამბე, შაჰრაზად. მე შენი ტუჩები, წითელ ვარდს მაგონებს შირაზის და შენი თვალების, ვერასდროს ამოვხსნი ქარაგმას.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება."
ეს რა კარგი იყოო.... ++
სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება."
ეს რა კარგი იყოო.... ++
40. :) მადლობა :) მადლობა
39. დაგინახეთ და თქვენს გვერდზე შემოვიხედე. თითქო ლექსი არანაკლებ ათჯერ მაინც მაქვს წაკითხული და ყოველთვის გაკვირვებული ვრჩებოდი მისი შინაარსით, ყოველ ჯერზე სხვადსხვაგვარად მესმოდა. უდავოდ ნიჭიერი ადამიანი. იმედია წარმატებული ვირტუალს მიღმა და ალბათ ძალიან საინტერესოც...
ჩემი პატივისცემა...
დაგინახეთ და თქვენს გვერდზე შემოვიხედე. თითქო ლექსი არანაკლებ ათჯერ მაინც მაქვს წაკითხული და ყოველთვის გაკვირვებული ვრჩებოდი მისი შინაარსით, ყოველ ჯერზე სხვადსხვაგვარად მესმოდა. უდავოდ ნიჭიერი ადამიანი. იმედია წარმატებული ვირტუალს მიღმა და ალბათ ძალიან საინტერესოც...
ჩემი პატივისცემა...
38. ”ცამ, მთვარის ფიალა შეავსო ქარვისფერ შარბათით, დავლიოთ! მე შენთვის მეორე ღამეა, უცხო ვარ. ვიცი, რომ გაგონებ ულამპროდ დარჩენილ ალადინს და როგორც ზღაპარი, წარსულში დამტოვე უხსოვარ”.
ჩემი ოვაციები!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ”ცამ, მთვარის ფიალა შეავსო ქარვისფერ შარბათით, დავლიოთ! მე შენთვის მეორე ღამეა, უცხო ვარ. ვიცი, რომ გაგონებ ულამპროდ დარჩენილ ალადინს და როგორც ზღაპარი, წარსულში დამტოვე უხსოვარ”.
ჩემი ოვაციები!! წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
36. ძალიან ლამაზია!!!!!!++ ძალიან ლამაზია!!!!!!++
35. მომეწონა +2 მაგარია ჩემი კაი. მომეწონა +2 მაგარია ჩემი კაი.
32. ძალიან კარგიააა!! ძალიან კარგიააა!!
31. მომეწონა... +2... ხო ცოტა შესწორებები არ აწყენდა, მაგრამ მაინც კარგია... წარმატებები... მომეწონა... +2... ხო ცოტა შესწორებები არ აწყენდა, მაგრამ მაინც კარგია... წარმატებები...
30. გაიხარეთ :) გაიხარეთ :)
29. -შაჰრაზად-ქარაგმას- რამე მოუხერხე... თანანა. 2010-08-03 13:27:41
ვერა კომედიანტი. 2010-08-03 13:29:29
ავტორთა კომპეტენციაში არასდროს ვერევი. ამიტომ არ გაიგო რომ ამ კარგი ლექსის შEსახებ დიდაქტიკური მოტივით გესაუბრები.
უბრალოდ კარგი იქნებოდა მოგეხერხებინა მართლა:)
მარტივად გეტყვი: მანდ არის სწორი ჟღერადობა ხმოვნების და უხერხულობას თანმხმოვანთა აცდენა ქმნის.
მარტივა მოგვარდებოდა ეგ პრობლემა ასე:
და შენი თვალები დამრჩება აუხსნელ ქარაგმად
ანუ ას-ად - ის ნაცვლად იქნება ად-ად დამოლოებები შაჰრაზად - ქარაგმად
და უფრო ,,მოჯდება,, ასე ვთქვათ რითმა:)
საერთოდ ლექსის გამოშიგვნა და უკვე დაწერილ ლექსზე ფიქრი და ასე შემდეგ არ მჩვევია, მაგრამ რაც აქ გითხარი ეს მგონი უბრალოდ უმარტივესი რამეა და ლქსის არც შინაარსს არც ფორმას არ ცვლის. ამიტომ ,,ლექსის პირვანდელი ვარიანტის შესწორებად,, არც ჩაითვლება ეს.
ამიტომაც გავბედე მეთქვა.
პატივისცემით ბაკურ სვანიძე
-შაჰრაზად-ქარაგმას- რამე მოუხერხე... თანანა. 2010-08-03 13:27:41
ვერა კომედიანტი. 2010-08-03 13:29:29
ავტორთა კომპეტენციაში არასდროს ვერევი. ამიტომ არ გაიგო რომ ამ კარგი ლექსის შEსახებ დიდაქტიკური მოტივით გესაუბრები.
უბრალოდ კარგი იქნებოდა მოგეხერხებინა მართლა:)
მარტივად გეტყვი: მანდ არის სწორი ჟღერადობა ხმოვნების და უხერხულობას თანმხმოვანთა აცდენა ქმნის.
მარტივა მოგვარდებოდა ეგ პრობლემა ასე:
და შენი თვალები დამრჩება აუხსნელ ქარაგმად
ანუ ას-ად - ის ნაცვლად იქნება ად-ად დამოლოებები შაჰრაზად - ქარაგმად
და უფრო ,,მოჯდება,, ასე ვთქვათ რითმა:)
საერთოდ ლექსის გამოშიგვნა და უკვე დაწერილ ლექსზე ფიქრი და ასე შემდეგ არ მჩვევია, მაგრამ რაც აქ გითხარი ეს მგონი უბრალოდ უმარტივესი რამეა და ლქსის არც შინაარსს არც ფორმას არ ცვლის. ამიტომ ,,ლექსის პირვანდელი ვარიანტის შესწორებად,, არც ჩაითვლება ეს.
ამიტომაც გავბედე მეთქვა.
პატივისცემით ბაკურ სვანიძე
28. ანუ ეს ვერა თანანას პასუხია :) და აქტრისას რა უთხრა აბა , თავის თავს თავად ეუბნება ყველაფერს:) ანუ ეს ვერა თანანას პასუხია :) და აქტრისას რა უთხრა აბა , თავის თავს თავად ეუბნება ყველაფერს:)
26. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია. ოღონდ ბოლო სტროფში -შაჰრაზად-ქარაგმას- რამე მოუხერხე... მანამდე ყველაფერი უნაკლოა... ეს ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია. ოღონდ ბოლო სტროფში -შაჰრაზად-ქარაგმას- რამე მოუხერხე... მანამდე ყველაფერი უნაკლოა...
25. ზღაპრებით აგიჟებ საზოგადოებას კომედიანტო? :)):)):)):)) ზღაპრებით აგიჟებ საზოგადოებას კომედიანტო? :)):)):)):))
24. და შენი თვალების, ვერასდროს ამოვხსნი ქარაგმას.
ვფიქრობ ადამიანი ამოუცნობი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.. (ეს უბრალოდ პირადი შეხედულებაა) ლექსი ძალიან მომეწონაააააა.. და შენი თვალების, ვერასდროს ამოვხსნი ქარაგმას.
ვფიქრობ ადამიანი ამოუცნობი უნდა იყოს საზოგადოებისთვის.. (ეს უბრალოდ პირადი შეხედულებაა) ლექსი ძალიან მომეწონაააააა..
23. :( სითბო ს თვისს :) :( სითბო ს თვისს :)
22. მადლობას გიხდით ყველას ამხელა სითბოთვის :) მადლობას გიხდით ყველას ამხელა სითბოთვის :)
21. მაგრად მომწონხარ .... მაგრად წერ! წინა ლექსი რატომ წაშალე კარგი იყო ...
მოგიკითხე მეგობარო
თბილოოო :) მაგრად მომწონხარ .... მაგრად წერ! წინა ლექსი რატომ წაშალე კარგი იყო ...
მოგიკითხე მეგობარო
თბილოოო :)
20. ძალიან მომწონს ! აქ ყველაფერია... ძალიან მომწონს ! აქ ყველაფერია...
19. კარგი რამეა.
დავტოვე რულსმნები. კარგი რამეა.
დავტოვე რულსმნები.
18. ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის.
აქ აქამდე რატომ არ შემოვსულვარ?:( ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის.
აქ აქამდე რატომ არ შემოვსულვარ?:(
17. ძალიან, ძალიან კარგი ლექსი!!! ყოჩაღ!!! გაიხარე შენა!!! ძალიან, ძალიან კარგი ლექსი!!! ყოჩაღ!!! გაიხარე შენა!!!
15. მომენატრა ათას ერთი ღამე... უნდა წავიკითხო. საუკეთესო ლექსია და მოკითხვა ავტორს 5555 მეც დამაინტრიგა კომედიანტის შემოქმედებამ მომენატრა ათას ერთი ღამე... უნდა წავიკითხო. საუკეთესო ლექსია და მოკითხვა ავტორს 5555 მეც დამაინტრიგა კომედიანტის შემოქმედებამ
14. მომეწონა მე ეს, კარგია. მომეწონა მე ეს, კარგია.
13. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
55 მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
55
12. ,,და მაინც ეშორა შენამდე, უზღაპრო შაჰრაზადს" :)
:)
,,და მაინც ეშორა შენამდე, უზღაპრო შაჰრაზადს" :)
:)
11. სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
მაგარი ლექსია+777 სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
მაგარი ლექსია+777
10. სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
აუ, რა მაგარია... ძაან მაგარი... უჰ, მომეწონა:) სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
აუ, რა მაგარია... ძაან მაგარი... უჰ, მომეწონა:)
9. ვახ!
,,ჩრდილოელი ვარ! ამიტომ განა იმ მთვარეს ვერ ცვლის ეს მთვარე ასი, რაც უნდა ტურფა იყოს შირაზი მომეჩვენება მე რიაზანად... ჩრდილოელი ვარ! ამიტომ განა,,
/სერგო... და მე/ :) ვახ!
,,ჩრდილოელი ვარ! ამიტომ განა იმ მთვარეს ვერ ცვლის ეს მთვარე ასი, რაც უნდა ტურფა იყოს შირაზი მომეჩვენება მე რიაზანად... ჩრდილოელი ვარ! ამიტომ განა,,
/სერგო... და მე/ :)
8. ზღაპარში ვარ და კიდევ ეს მინდოდა ზღაპარში ვარ და კიდევ ეს მინდოდა
7. სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
ხო, არ სჭირდება და ძალიან დიდი სევდაა აქ.... სათქმელი აღარ გვაქვს, ან იქნებ ოქროა დუმილი, უდაბნოს ცხელ ქვიშებს მე, ფეხქვეშ გაგიფენ ნოხებად. მეფეს არ სჭირდება საბრალო მეზღაპრე, თუკი ის ათას ერთ ღამეში ერთ ზღაპარს მაინც ვერ მოყვება.
ხო, არ სჭირდება და ძალიან დიდი სევდაა აქ....
6. ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის. მიამბე ზღაპარი... ზღაპარი მიამბე, შაჰრაზად. მე შენი ტუჩები, წითელ ვარდს მაგონებს შირაზის და შენი თვალების, ვერასდროს ამოვხსნი ქარაგმას.
ლამაზი ძალიან... ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის. მიამბე ზღაპარი... ზღაპარი მიამბე, შაჰრაზად. მე შენი ტუჩები, წითელ ვარდს მაგონებს შირაზის და შენი თვალების, ვერასდროს ამოვხსნი ქარაგმას.
ლამაზი ძალიან...
5. მიყვარს შაჰრაზადეს ზღაპრები... :) ძილს ელამუნება... ლექსი ლამაზი და ნაზ-სევდიანი ... :) 5! მიყვარს შაჰრაზადეს ზღაპრები... :) ძილს ელამუნება... ლექსი ლამაზი და ნაზ-სევდიანი ... :) 5!
4. უდავოდ!!! 555!!! უდავოდ!!! 555!!!
3. ჰო ლიკ, ულამაზესია ...
დიდი ხანი არ ვიყავი აქ და მომენატრა რაღაცნაირად ეს გვერდი და ჩემი დიდი მეგობარი ... ჰოდა რომ მოვედი და ახალი დამხვდა გამი-ხარ-და .
გაიხარე ჩემო მეგობარი შენ .. რომ მახარებ-ხოლმე მე .. :-* ჰო ლიკ, ულამაზესია ...
დიდი ხანი არ ვიყავი აქ და მომენატრა რაღაცნაირად ეს გვერდი და ჩემი დიდი მეგობარი ... ჰოდა რომ მოვედი და ახალი დამხვდა გამი-ხარ-და .
გაიხარე ჩემო მეგობარი შენ .. რომ მახარებ-ხოლმე მე .. :-*
2. "ვიცი, რომ გაგონებ ულამპროდ დარჩენილ ალადინს და როგორც ზღაპარი, წარსულში დამტოვე უხსოვარ."
:) ლამაზი ლექსია :) ნამდვილად... :) +5. "ვიცი, რომ გაგონებ ულამპროდ დარჩენილ ალადინს და როგორც ზღაპარი, წარსულში დამტოვე უხსოვარ."
:) ლამაზი ლექსია :) ნამდვილად... :) +5.
1. ვიცი, რომ გაგონებ ულამპროდ დარჩენილ ალადინს
ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის. მიამბე ზღაპარი... ზღაპარი მიამბე, შაჰრაზად. მე შენი ტუჩები, წითელ ვარდს მაგონებს შირაზის და შენი თვალების, ვერასდროს ამოვხსნი ქარაგმას.
უცხოს... ულამაზესი ლექსია - რომანტიკული, ცოტა მელანქოლიური - ულამაზესი პასაჟებით! ვიცი, რომ გაგონებ ულამპროდ დარჩენილ ალადინს
ისეთი ღამეა, ცა თითქოს ვარსკვლავებს საცრით ცრის. მიამბე ზღაპარი... ზღაპარი მიამბე, შაჰრაზად. მე შენი ტუჩები, წითელ ვარდს მაგონებს შირაზის და შენი თვალების, ვერასდროს ამოვხსნი ქარაგმას.
უცხოს... ულამაზესი ლექსია - რომანტიკული, ცოტა მელანქოლიური - ულამაზესი პასაჟებით!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|