ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: თარგმანი
3 აგვისტო, 2010


მაცუო ბაშოს ”ბაყაყის” ჰაიკუ და მისი ინგლისური თარგმანები

        დიდი იაპონელი პოეტი, მაცუო ბაშო (1644-1694) მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც იაპონური ჰაიკუს პატრიარქი. მისი ულამაზესი ჰაიკუები დღესაც იზიდავს სხვადასხვა ეროვნების მკითხველს და ჰაიკუს ფორმის ერთი შეხედვით, სიმარტივის გამო, ბევრს უჩენს სურვილს ”თარგმნოს” იაპონური კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული და საიდუმლოებით მოცული ფენომენი - ჰაიკუ. ჰაიკუ (ან ჰაკკუ), სამხაზიანი, 5-7-5 მარცვლიანი პოეტური ფორმაა, რომელიც მკითხველზე თავისი ესთეტიზმითა და სიღრმით, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, არაიაპონელთათვის, ცხადია, შეუძლებელია იმის განცდა, რა განცდაც მოაქვს მშობლიურ ენაზე გაგონილს.
        ბაშო-სენსეი (იაპონ., მასწავლებელი) ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი პატარა ჰაიკუების ინგლისურად თარგმნას შეეცდებოდნენ ინგლისურენოვანი სამყაროს გამოჩენილი პოეტები და ლიტერატორები. პოეზიის ამ ლამაზმა იაპონურმა ფორმამ შთააგონა თვით დიდი რაბინდრანათ თაგორი, რომელმაც ბანგალიზე დაწერა საკუთარი ჰაიკუები, ხოლო მის შემდეგ, ჰაიკუ გავრცელდა ინდოეთის მთელ სუბ-კონტინენტზე და დღეს ჰაიკუ, უკვე ინდოეთის სხვა ენებზეც (მარატჰი, ჰინდი, გუჯარათი, ტელუგუ, ურდუ და სხვა) იწერება ცნობილი ინდოელი ავტორების მიერ.

საინტერესოდ ჩავთვალე წარმომედგინა მაცუო ბაშოს ერთი ჰაიკუს რამდენიმე თარგმანი, რომლებიც შესრულებულია ცნობილი ინგლისელი და ამერიკელი პოეტებისა და ლიტერატორების მიერ.

ბაშოს ყველაზე ცნობილ ჰაიკუს, ხშირად, ”ბაყაყის ჰაიკუს” უწოდებენ. ქვემოთ იხილეთ ამ ჰაიკუს იაპონური ვერსია რომანული ანბანით:
Furu ike ya
kawazu tobikomu
mizu no oto

ბაშოს ”ბაყაყის” ჰაიკუს ყველაზე გავრცელებული ინგლისური თარმანები ასე გამოიყურება:

1. The old pond;
A frog jumps in -
The sound of the water
(თარგმანის ავტორი: პატრიკ ლაფკადიო ჰერნი-Lafcadio Hearn,
მწერალი, იაპონიაზე დაწერილი რამდენიმე წიგნის ავტორი, იაპონური ფოლკლორის სპეციალისტი).

2. A lonely pond in age-old stillness sleeps . . .
Apart, unstirred by sound or motion . . . till
Suddenly into it a lithe frog leaps
(კურტის ჰიდენ პეიჯი-Curtis Hidden Page,
ამერიკელი ლიტერატორი და ფილოლოგი, ჰარვარდისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების პროფესორი).

3.Into the ancient pond
A frog jumps
Water’s sound!
(დ.ტ. სუძუკი-D.T. Suzuki,
იაპონელი ავტორი ძენ-ბუდიზმისა და შინის შესახებ)

4. Pond, there, still and old!
A frog has jumped from the shore.
The splash can be heard
(ელი ზიგელი-Eli Siegel,
ამერიკელი პოეტი).

5. old pond
frog leaping
splash
(სიდ კორმანი-Cid Corman, ამერიკელი პოეტი)

6. The old pond
A frog jumped in,
Kerplunk!
(ალენ გინზბერგი-Allen Ginsberg, ამერიკელი პოეტი-”ბიტნიკი”)

7. There once was a curious frog
Who sat by a pond on a log
And, to see what resulted,
In the pond catapulted
With a water-noise heard round the bog
(ალფრედ ჰ. მარქსი-Alfred H. Marks, ამერიკელი მთარგმნელი იაპონურიდან, სახელი გაითქვა იუკიო მიშიმას თარგმანებით)

8. გომბეშოს ნახტომი,
დახავსებული გუბურის წყალში.
წყლის ხმა ამსხვრევს ბაღის სიჩუმეს.
(ბევრჯერ ჩამოსული)

ურაკპარაკის ერთგულ მკითხველებს:
სიამოვნებით წავიკითხავ და დავდებ ჩემს გვერდზე (თქვენი თანხმობის შემთხვევაში) ბაშოს ამ ჰაიკუს თქვენეულ თარგმანებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება (მე კი ძალიან გამიჭირდა).
გამომეხმაურეთ მაცუო ბაშოს ”ბაყაყის” ჰაიკუს ქართული ვერსიებით!

პატივისცემით,

ბევრჯერ ჩამოსული,
ტფილისი, საქართველო









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები