ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არრა
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2010


წავიდეთ

დაიჯერე მაგარი ხარ წავიდეთ, წავიდეთ და გამოჩნდება საითაც,
ყველანი და ყველაფერი მოიცდის, ჩვენ წავიდეთ , სადმე უნდე უნდა წავიდეთ,
ნუ იცდი და ელოდები , რაღაცას , არც სახელი და არც სახეც, რომ  არ ჰგავს ,
უცნობილეს ანდა უცნობ მოსასვლელს.  მომსვლელია? დაგვეწევა წავიდეთ,
წამო , წამო , დავეწიოთ გავასწროთ , უკვე ჩავლილ და წინ წასულ წამებსაც,
წამო, წამო, დროზე თუკი წავედით, იქნებ  აქეთ კიდევ ერთხელ მოვასწროთ,
ვიცი შენც რომ დაიღალე ლოდინით, ვისაც ელი  იმას უნდა მივუსწროთ.
ჩვენ იმაზე სწრაფად ვივლით , გავასწრებთ, მთავარია დღეს აქედან წავიდეთ.
ორივემ ხომ კარგად ვიცით  ვეფლობით, აქ დარჩენას , სირბილით  სჯობს გაქცევა,
მხოლოდ ერთი ნაბიჯია  გადადგი.  მომე ხელი  მწვერვალამდე  ავიდეთ.
მერე ერთად გადავხედოთ, გავიგოთ ეგებ ფრენაც შეგვიძლია?....გავფრინდეთ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები