ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2010


შფოთვით მოწამლა...

შენ აქვე ახლოს,
ნაბიჯის იქით
და ამ ნაბიჯის გადაგმაც მიჭირს.

შენ ისე შორს და
მოვრბივარ,გეძებ,
რომ შემოგხვიო ხელები წელზე.
...და ეს უაზრო დაჭერობანა,
სიმშვიდე ღამემ შფოთვით მოწამლა.

...ცარიელ ბოთლებს,
თაროზე წიგნებს,
მუქ ტონში ფერებს,
მუქ ტონში ფიქრებს,
საათის ხმაურს,
მოხატულ კედლებს..,
(რაც გარსემოა ამით ვწერ ლექსებს)

... და მაინც ყველგან,
სულ ყველა ლექსში,
რომელსაც ვწერ და
რომელსაც ვწერდი.
რომელშიც სულის ნაგლეჯი ჩავჯდე,
ყოველთვის შენ ხარ
და ყველგან გნახე.

შენ აქვე ახლოს,
ნაბიჯის იქით
და ამ ნაბიჯის გადაგმაც მიჭირს.

შენ ისე შორს და
მოვრბივარ,გეძებ,
რომ შემოგხვიო ხელები წელზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები