ბიჭს ხატის ფერდობზე ძლივს მოყავდა ცხვარი,ცხვარი არ ემორჩილებოდა და გაქცევას ლამობდა.ფერდობზე ათიოდე კაცი შეფენილიყო.ორი მათგანი ცხვარს ატყავებდა დანარჩენი ჟიპიტაურს სვამდნენ და ქადას აყოლებდნენ,ხუცესი შორიახლოს იდგა და სისხლიან დანას წმენდდა ბალახზე. _მაჰყავსა კიდევ ვინმეს საკლავ!_იკითხა ხუცესმა. _აი იმ ბიჭს მოჰყავს ხუცესო!_უთხრა ნიკამ და მიანიშნაბერდიაზე რომელიც მიუახლოვდათ ამასობაში. _მაგვიხველ მშვიდობით!_წამოიშალნენ ხევსურები ბერდიას მოსვლაზე. _მშვიდობით დამიხვდით!_უპასუხა ბერდიამ და ხუცესისაკენ წაიყვანა ცხვარი.ბერდიას ტალავარი ეცვა და ძალიან უხდებოდა,ტალავარზე ქამარი შემოერტყა და ქამარზე ხანჯალი ეკიდა. _ვისი გორისა ხარ?_შეეკითხა ხუცესი ბერდიას. _ჭორმეშაველი,ღვთისო გოგოჭურის შვილი ვარ! _ღვთისოსი?_სახე გაუნათდა ხუცესს_ვიცნობდია მამაშენს,კა ვაჟკაც იყვის,განათლებული,წესიერ კაც. სამაშვლოდ თუ გყავის ხატთან მაყვანილ ეს საკლავი? _კი,სამაშვლოდ,შარშან ხატის ტერიტორიაზე შევედი უნებართვოდ და დაპირებული ვარ!_მიუგო ბერდიამ.ხატის შელახვაზე ხევსურებს სახეები მოეღრუბლათ, მაგრამ საკლავით მოსული კაცი რომ ნახეს,რომელიც თავის დანაშაულს ხვდებოდა გაუხარდათ. _ნეტავ შენისთანა იყვეს ყველაი_ჩაილაპარაკა თოთიამ_კაცო ა იმ დღეს მუცოს ჩამავცდი და ვიღაც ოხერსა ჩვენი წინაპრების ძვლები გამაუყრავს აკლდამიდან,ერთს კიდენა ჯოხზე ჰქონდა თავის ქალაი ჩამაცმულ და ისე მახქონდ,კინაღამ ცოდვა ჩამადენინ! _აბაიმე,რატო არ ვიყავ იმ დროს იქა!_წამოიწია მამუკამ_განახებდი ცოდვის ტირილსა_და ხელი ხანჯალზე დაიდო. _გასჩუმდით ხალხნო_წამოდგა ხუცესი,ბერდიას მოყვანილ ცხვართან მივიდა და სანთლები აანთო_მუცოურო ჯვარო,გუდანის სალოცავო,ხევსურთ სალოცავებო,შაუნდეთ გოგოჭურ ბერდიას ხატის უნებართვოდ შელახვა,სამაშვლოდ საკლავით მასულა თქვენს კართან,დაიფარეთ თქვენი ყმა,არკი გეწყინოსთავ,უნებურად გაუვლია თქვენს საბრძანებელთან._ამ სიტყვებთან ხუცესმა პირჯვარი გადაიწერა და დანა გამოუსვა ცხვარს ყელში,ნოდარმა აფართხალებული ცხვარი გააკავა,მერე თბილ სისხლში თითი დაისველა და ბერდიას,ნიკას და ნოდარს შუბლზე ჯვარი გამოსახა_აგრემც განათლულებს და განწმენდილებსთ გევლოსთ ყველგანა შვილო_ნოდარმა არყით პატარა ყანწი აუვსო და მიაწოდა,ხუცესმა დაილოცა და დალია...ბიჭებმა ცხვარი გაატყავეს,მარჯვენა ბეჭი ხუცესს გაატანეს და რაღაცნაირი ბედნიერი და ნათელი სახით ქვევითკენ დაეშვნენ... საღამოს კარვებთან ისხდნენ და სვამდნენ. _აი რაღაცნაირად გავნთავისუფლდი_ამბობდა ბერდია_რაც შევპირდი არ მასვენებდა ეს ამბავი,აქაურობა მიხმობდა. _ეგრეა ღვთის საქმე გავაკეთეთ_დაეთანხმა ნოდარი. ნიკამ ჩვენს სალოცავებს გაუმარჯოსო და დალიეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მიხარია, რომ კიდევ ახსოვთ. მიხარია, რომ კიდევ ახსოვთ.
22. კა მთის ხმა დასტრიალებს შენს ნაწერს ყალიჩაურო ;;) კა მთის ხმა დასტრიალებს შენს ნაწერს ყალიჩაურო ;;)
21. ირაკლი ძალიან მომეწონა!!! ყოჩაღ ძამი!!! გაიხარე შენა!!! ირაკლი ძალიან მომეწონა!!! ყოჩაღ ძამი!!! გაიხარე შენა!!!
19. გეწეოდეს ირაკლი, ყველა ღვთისშვილი და მთისა და ბარის ხატ-ანგელოზი! გეწეოდეს ირაკლი, ყველა ღვთისშვილი და მთისა და ბარის ხატ-ანგელოზი!
18. გულწრფელად მიხარია შენი ასეთი გამთისშვილება (უკვე ლინგვისტურიც კი!), ირაკლი! და კაი საძმოც გიდგას მანდ, გვერდით! შაგიწირასთ უფალმა საკლავ-სანთელი და წყალობა მაგცასთ, ოჟნო! 55555 გულწრფელად მიხარია შენი ასეთი გამთისშვილება (უკვე ლინგვისტურიც კი!), ირაკლი! და კაი საძმოც გიდგას მანდ, გვერდით! შაგიწირასთ უფალმა საკლავ-სანთელი და წყალობა მაგცასთ, ოჟნო! 55555
17. კარგია. წარმატებებს გისურვებ! 5 კარგია. წარმატებებს გისურვებ! 5
16. შეგეწიოთ უფალი :) +2 შეგეწიოთ უფალი :) +2
15. ჯერ ერთი ეს არა მგონია ჩანახატი იყოს...მეორე აქ სისხლიანი ტრადიცია სულა არაა ჩადებული და აზრიც დევს იმას ვერავინაც ვერ მიხვდა...და მესამე მიუხედავად ვართ თუ არა კარგად განწყობილი ამ ტრადიციის მიმართ ეს საუკუნეებია გრძელდება და გაგრძელდება კიდეც.მე ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში რადგან ესეც ჩვენი ადათია... ჯერ ერთი ეს არა მგონია ჩანახატი იყოს...მეორე აქ სისხლიანი ტრადიცია სულა არაა ჩადებული და აზრიც დევს იმას ვერავინაც ვერ მიხვდა...და მესამე მიუხედავად ვართ თუ არა კარგად განწყობილი ამ ტრადიციის მიმართ ეს საუკუნეებია გრძელდება და გაგრძელდება კიდეც.მე ვისურვებდი ყოველ შემთხვევაში რადგან ესეც ჩვენი ადათია...
14. სურათები ეხლა ვნახეე! :) რა სიხარულები ხაართ?! :-* სურათები ეხლა ვნახეე! :) რა სიხარულები ხაართ?! :-*
13. _გასჩუმდით ხალხნო_წამოდგა ხუცესი,ბერდიას მოყვანილ ცხვართან მივიდა და სანთლები აანთო_მუცოურო ჯვარო,გუდანის სალოცავო,ხევსურთ სალოცავებო,შაუნდეთ გოგოჭურ ბერდიას ხატის უნებართვოდ შელახვა,სამაშვლოდ საკლავით მასულა თქვენს კართან,დაიფარეთ თქვენი ყმა,არკი გეწყინოსთავ,უნებურად გაუვლია თქვენს საბრძანებელთან._ამ სიტყვებთან ხუცესმა პირჯვარი გადაიწერა და დანა გამოუსვა ცხვარს ყელში,ნოდარმა აფართხალებული ცხვარი გააკავა,მერე თბილ სისხლში თითი დაისველა და ბერდიას,ნიკას და ნოდარს შუბლზე ჯვარი გამოსახა_აგრემც განათლულებს და განწმენდილებსთ გევლოსთ ყველგანა შვილო_ნოდარმა არყით პატარა ყანწი აუვსო და მიაწოდა,ხუცესმა დაილოცა და დალია...
რა კარგად წერ იკა! დამაჟუილა ტანში... სულ რაღაც იდუმალებითაა ჩემთვის მოცული მთის ტრადიციები... და რაც იდუმალია ყველაფერი მიზიდავს... დალოცვილ ყოფილიყავით ხატის მომლოცველები! 555! _გასჩუმდით ხალხნო_წამოდგა ხუცესი,ბერდიას მოყვანილ ცხვართან მივიდა და სანთლები აანთო_მუცოურო ჯვარო,გუდანის სალოცავო,ხევსურთ სალოცავებო,შაუნდეთ გოგოჭურ ბერდიას ხატის უნებართვოდ შელახვა,სამაშვლოდ საკლავით მასულა თქვენს კართან,დაიფარეთ თქვენი ყმა,არკი გეწყინოსთავ,უნებურად გაუვლია თქვენს საბრძანებელთან._ამ სიტყვებთან ხუცესმა პირჯვარი გადაიწერა და დანა გამოუსვა ცხვარს ყელში,ნოდარმა აფართხალებული ცხვარი გააკავა,მერე თბილ სისხლში თითი დაისველა და ბერდიას,ნიკას და ნოდარს შუბლზე ჯვარი გამოსახა_აგრემც განათლულებს და განწმენდილებსთ გევლოსთ ყველგანა შვილო_ნოდარმა არყით პატარა ყანწი აუვსო და მიაწოდა,ხუცესმა დაილოცა და დალია...
რა კარგად წერ იკა! დამაჟუილა ტანში... სულ რაღაც იდუმალებითაა ჩემთვის მოცული მთის ტრადიციები... და რაც იდუმალია ყველაფერი მიზიდავს... დალოცვილ ყოფილიყავით ხატის მომლოცველები! 555!
12. +2. დაისს ვეთანხმები. ძალიან კარგი ჩანახატია +2. დაისს ვეთანხმები. ძალიან კარგი ჩანახატია
11. სამაშვლოდ თუ გყავის ხატთან მაყვანილ ეს საკლავი? _კი,სამაშვლოდ,შარშან ხატის ტერიტორიაზე შევედი უნებართვოდ და დაპირებული ვარ!_მიუგო ბერდიამ.ხატის შელახვაზე ხევსურებს სახეები მოეღრუბლათ, მაგრამ საკლავით მოსული კაცი რომ ნახეს,რომელიც თავის დანაშაულს ხვდებოდა გაუხარდათ.
ჩანახატად კარგი საკითხავია, მაგრამ ვერ ვარ სისხლიან ტრადიციებთან დიდად კეთილგანწყობილი...მუცოს ტრაგედიამდეც ასე ვიყავი. ადამიანს შეცდომის და ციდვის შესანანებლად, უსისხლო სინანული საკუთარი სისიხლით და ხორცით უკურთხა და რატომ ვეურჩებით დაუსრულებლად, ვერ გამიგია. სამაშვლოდ თუ გყავის ხატთან მაყვანილ ეს საკლავი? _კი,სამაშვლოდ,შარშან ხატის ტერიტორიაზე შევედი უნებართვოდ და დაპირებული ვარ!_მიუგო ბერდიამ.ხატის შელახვაზე ხევსურებს სახეები მოეღრუბლათ, მაგრამ საკლავით მოსული კაცი რომ ნახეს,რომელიც თავის დანაშაულს ხვდებოდა გაუხარდათ.
ჩანახატად კარგი საკითხავია, მაგრამ ვერ ვარ სისხლიან ტრადიციებთან დიდად კეთილგანწყობილი...მუცოს ტრაგედიამდეც ასე ვიყავი. ადამიანს შეცდომის და ციდვის შესანანებლად, უსისხლო სინანული საკუთარი სისიხლით და ხორცით უკურთხა და რატომ ვეურჩებით დაუსრულებლად, ვერ გამიგია.
10. აგრემც განათლულებს და განწმენდილებსთ გევლოსთ ყველგანა შვილო_ნოდარმა არყით პატარა ყანწი აუვსო და მიაწოდა,ხუცესმა დაილოცა და დალია...ბიჭებმა ცხვარი გაატყავეს,მარჯვენა ბეჭი ხუცესს გაატანეს და რაღაცნაირი ბედნიერი და ნათელი სახით ქვევითკენ დაეშვნენ...
შეგეწიოთ ყველა წმინდა, ბიჭებო:) აგრემც განათლულებს და განწმენდილებსთ გევლოსთ ყველგანა შვილო_ნოდარმა არყით პატარა ყანწი აუვსო და მიაწოდა,ხუცესმა დაილოცა და დალია...ბიჭებმა ცხვარი გაატყავეს,მარჯვენა ბეჭი ხუცესს გაატანეს და რაღაცნაირი ბედნიერი და ნათელი სახით ქვევითკენ დაეშვნენ...
შეგეწიოთ ყველა წმინდა, ბიჭებო:)
9. ხუცესმა პირჯვარი გადაიწერა და დანა გამოუსვა ცხვარს ყელში,ნოდარმა აფართხალებული ცხვარი გააკავა,მერე თბილ სისხლში თითი დაისველა და ბერდიას,ნიკას და ნოდარს შუბლზე ჯვარი გამოსახა
საშინელი სცენა...მაგრამ ისე ყვები...კარგად...საოცრად...ბუნებრივად...5555 თანდათან უფრო მომწონხარ ავტორო...:) ხუცესმა პირჯვარი გადაიწერა და დანა გამოუსვა ცხვარს ყელში,ნოდარმა აფართხალებული ცხვარი გააკავა,მერე თბილ სისხლში თითი დაისველა და ბერდიას,ნიკას და ნოდარს შუბლზე ჯვარი გამოსახა
საშინელი სცენა...მაგრამ ისე ყვები...კარგად...საოცრად...ბუნებრივად...5555 თანდათან უფრო მომწონხარ ავტორო...:)
8. გაგრძელებით ნოველების წიგნს რო გამოვცემ მანდ იქნება...აქ ამის წაკითხვაც ეზარება ხალხს და ისე რა აზრი აქვს...მე მკითხველის აზრი მაინტერესებს და არა აქ ნაწარმოებების დადება... გაგრძელებით ნოველების წიგნს რო გამოვცემ მანდ იქნება...აქ ამის წაკითხვაც ეზარება ხალხს და ისე რა აზრი აქვს...მე მკითხველის აზრი მაინტერესებს და არა აქ ნაწარმოებების დადება...
7. ირაკლი, მართლა კარგი იყო!! და ცოტა რომ გააგრძელო, არ გინდა? თვალწინ ჩამირბინა მაგ დღემ :( ირაკლი, მართლა კარგი იყო!! და ცოტა რომ გააგრძელო, არ გინდა? თვალწინ ჩამირბინა მაგ დღემ :(
6. და სამივე ძალიან მიყვარხართ, ბერდია-მინდია, ნოდარი-ნუკრი და ირაკლი-ნიკა! :-* :-* :-* :))))))))) 5 და სამივე ძალიან მიყვარხართ, ბერდია-მინდია, ნოდარი-ნუკრი და ირაკლი-ნიკა! :-* :-* :-* :))))))))) 5
5. დამაკლდა... ცოტა იყო... უფრო გრძლად მონათხრობს ვისურვებდი... :))) დამაკლდა... ცოტა იყო... უფრო გრძლად მონათხრობს ვისურვებდი... :)))
4. და მაგ დროს რომ თეკლა ფეხით დაეშვა მუცოდან, ლამის... ეგ რად აღარ სთქვი?!
ნაწერი კი მომეწონა ფრიად.
და მაგ დროს რომ თეკლა ფეხით დაეშვა მუცოდან, ლამის... ეგ რად აღარ სთქვი?!
ნაწერი კი მომეწონა ფრიად.
2. ,,თეთრი ბატკანი,, გამახსენდა ჩემი....
ვერ ვეგუები. რა ვუყო.
,,ჟიპიტაურს სვამდნენ და ქადას აყოლებდნენ,,
აი, ხევსურულ ქადას კი სიამოვნებით გეახლებოდი ახლა:)
,,თეთრი ბატკანი,, გამახსენდა ჩემი....
ვერ ვეგუები. რა ვუყო.
,,ჟიპიტაურს სვამდნენ და ქადას აყოლებდნენ,,
აი, ხევსურულ ქადას კი სიამოვნებით გეახლებოდი ახლა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|