ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბევრჯერ ჩამოსული
ჟანრი: თარგმანი
12 აგვისტო, 2010


ონიფუსა სატოს ერთი ჰაიკუ

(hoto-ni naru mugi tohtokere aosanga - იაპონურად)

born from her flesh
this barley, a blessing -
the verdant hills
- SATOH Onifusa

მისი სხეულიდან
მოვლენილი მადლი - ქერის მარცვალი.
მწვანე მთების სამყარო.

სატო ონიფუსა (1919-2002)

      ფრაზა ”born from her flesh - this barley” - ”მისი სხეულიდან გაჩენილი/დაბადებული - ქერი”, მომდინარეობს იაპონური შინტოისტური მითოლოგიიდან. ”კოჯიკი” (712 წ.  იაპონური ქრონიკები) გვიამბობს ისტორიას საჭმლის ქალღმერთზე - ოკეცუჰიმე-ზე, რომელიც მოკლა ღმერთმა, სუსანო-ო-ნო-მიკოტომ (შტორმისა და ზღვების ღმერთი, ამატერასუ ომიკამის -იაპონელთა მთვარი ღვთაების, ზეცის მანათობელი სულის, ძმა). ღმერთქალმა სიკვდილისას თავისი საშოდან დაბადა ქერი და ხორბალი, რომლებიც შემდეგ გავრცელდნენ მთელს სამყაროში. ჰაიკუში ქერის მარცვალი და მწვანე ფერი აღწერს მაისის ბოლოს, როდესაც ქარისგან აღელვებული, დათავთავებული ქერის ყანები მწვანედ ბიბინებენ კუნძულ ჰოკაიდოს (იაპონიის ყველაზე ჩრდილოეთი ნაწილი) ნაყოფიერ ხეობებში და ქერის მწვანე ზღვა ჰორიზონტამდე არის გადაჭიმული.
        პოეტი, წარმოიდგენს ლეგენდის ნახატებს და მადლობას წირავს ბუნებას, ქერის ყოველი მარცვლისათვის, იმ საკვებისათვის, რომელიც ღმერთქალმა სიკვდილის წინ შვა ადამიანებისათვის. პოეტი სიღრმისეულად განიცდის ქერის ზრდასა და სიმწიფეში შესვლას. პოეტს თავისი მოკლე, პოეტური ფორმით მოაქვს მკითხველამდე შეგრძნება იმისა, რომ მოკლული ღმერთქალის საშო (”ჰოტო” იაპონურად) არის წყარო ნაყოფიერებისა. იაპონიის ჩრდილოეთის მთაგორიან პროვინციაში დაბადებული და გაზრდილი პოეტისათვის, მწვანე ყანა და ამ ყანის მშობელი მიწა, მშობლიური გარემოა. მისთვის ეს მიწაა სიცოცხლის მომნიჭებელი. ამწვანებულ ველებში პოეტს თვითონ უვლია ბავშვობისას ფეხშიშველს. სატომ ამ მცირე ლექსში ჩაატია უსაღვრო სამყარო, რომელიც მოიცავს იაპონიის შინტოისტურ მითებს და ჰოკაიდოს უსაზღვრო ველებსა და იაპონიის ჩრდილოეთის თოვლით დაფარულ, მაღლა აზიდულ მთებს (განმარტების ავტორი: კანეკო ტოტა/KANEKO Tohta*).

* - KANEKO Tohta, თანამედროვე იაპონელი პოეტი, ჰაიკუს ოსტატი. დაიბადა 1919 წელს, საიტამას პრეფექტურაში. თანამედროვე ჰაიკუს ასოციაციის პრეზიდენტი, გაზეთ ”ასაჰის” ჰაიკუს სვეტის ხელმძღვანელი და რედაქტორი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები