ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მხოლოდ შენ ერთს
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2010


სევდისფერი

მოლოდინი რა ფერია, იცი?
სევდა?
მითხარ, თორემ დაგივიწყებ!
მიპასუხე. უშენობით ვიწვი.
სანამ ფერფლად გადამაქცევს სიცხე!

მენატრები. ხმა გამეცი. მოდი,
უშენობას უკვე ვეღარ ვიტან.
სხვას არაფერს არასოდეს გთხოვდი,
მხოლოდ შენთან... შენთან ყოფნა მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები