ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2010


შენ შორს ხარ ჩემგან

შენ შორს ხარ ჩემგან, მაგრამ სითბოს ყოველთვის ვგრძნობ შენსას ძვირფასო,
შენ ერთადერთმა შეძელი და ჩემი სულის შეაღე კარი.
მე ხომ სიყვარულს და ქალს ერთგულს არ ვეძებდი ამ ქვეყნად მარტო,
ვთვლი რომ განგებამ, შენი სახით, მომივლინა მე მეგობარი.
შენ შორს ხარ ჩემგან და, რა თქმა უნდა, დროებით კარგო!
ასე მგონია მონატრებამ ამიხილა ორთავე თვალი,
შენი ღიმილი ღვინით სავსე თასივით მათრობს,
ამ ლექსს შენ გიძღვნი და ჩემს გულში ერთადერთი შენა ხარ ქალი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები