ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
17 აგვისტო, 2010


ბოლო ლექსი

სულ ერთი ლექსი ,
ვერ დავწერე ვერ იქნა შენზე
ასე სჩვევია  თურმე ტკივილს : -დაუღვინებლად არ იწერება.
ასე სჩვევიათ მოგონებებს გადაბირება-უკან წარსულში.
იყოს ბავშვური, არ დავეძებ, ეს ლექსიც თუნდაც
ათასჯერ უთქვამთ :
რომ ტკივილი არ იწერება
სანამ თოთოა  და ჭირდება მოვლა და ზრუნვა,
უბრალოდ უნდა დაიფარო
უცხო თვალისგან  და ჩუმად გულში
მიუჩინო მყუდრო ადგილი,
რომ მერე როცა,მოვა დრო და სათქმელად მოვა
არ შეგეშინდეს, რომ ფურცლებზე ვეღარ გაივლის.
ახლაც უბრალოდ ადექი და წერე იმაზე,
რაც ასე ძნელი გეჩვენებოდა ორიოდ წლის წინ.
რომ მკვდარი ბიჭი შენია და შენვე გეტკინა
მისი მოკვლაც და გაცოცხლებაც შენი ნებაა.
გაჩერებაა-აქ უბრალოდ იყოფა გზები
ან ერთი უნდა აირჩიო,ანდაც -მეორე
გამოიგონეს ზღაპრებში  და მართლაც ასეა,
ცხოვრება როცა ასარჩევად კენჭებს გვირიგებს
გვინდა თუ არა : - ან წითელი ან თუნდაც-შავი
არავინ არის,არჩევანში რომ დაგვეხმაროს...
სანამ არჩევანს გააკეთებ-უბრალოდ წერე ,
რომ ტკივილი სანამ დაწერ უნდა დაღვინდეს ,ან ვინ გაიგებს
არ არსებობს არავინ ახლა - "სულ ერთი ლექსი ვერ დავწერე შენზე"-
ჰო, არც ეს
და ხვდები მალე დასრულება მოგიწევს წერის ,
რადგან ტკივილი არ იწერება დაღვინებამდე.
შენი კი ახლა სულმთლად თოთოა,
ყველა ძარღვი ეტყობა კანზე
სხვა გზა აღარ გაქვს : მოგიწევს დაჯდე
და ელოდო,როდის გამოზრდი ,როცა გამოზრდი
მერე ადგე-სადმე გაუშვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები