ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ე ლ ე ნ ე გურიელი
ჟანრი: პროზა
20 აგვისტო, 2010


მე და შენი ნაწილი

  დაღლილ ბეჭებზე მასაჟს შეგპირდი. თან ფრთხილად მოვძებნე ფონი მექნებოდა თუ არა, შენი შეხების საშუალება... შენმა აღტკინებამ გამაოცა.
  ქალაქი- თბილისი, უბანი- საიდუმლო, ბინა უფრო მეტად... შეხვედრის ადგილი ერთი ცნობილი აღმართი. სუფრაზე ლუდი და ჩიფსები. გულს მიშლი და წყენანარევი გულწრფელობით მიყვები იმ ამბებს, რომელიც 6 თვის მანძილზე გადაგხდა. მომავლის გეგმებსაც არ მიმალავ და მიხარია შენი ნდობა. დაპირებული მასაჟის მოლოდინი პიკს აღწევს და ოთახში დაბრუნებულს წამოწოლილი მხვდები. თმაში ხელს გიცურებ. სასიამოვნოა შენი მსუბუქი თმის შეხება. ათასი ფიქრით ატკივებულ თავს კალთაში მიდებ, მეტი სიახლოვისთვის. ფრთხილად გეფერები და ვგრძნობ, როგორ უვლის სიამოვნების ტალღა მთელ შენს სხეულს.... მასაჟი ბეჭებზე ინაცვლებს და შენს ტანზე ჭიანჭველები იწყებენ სირბილს. საკუთარ თავს თავად გასცემ: "მგრძნობიარე კანი მაქვს და შეხებისას ასე ვრეაგირებ, მითუმეტეს თუ ვინმეს სუნთქვას ვგრძნობ ახლოს"... მეც მეტი რა მინდა, წამის შემდეგ შენს კისერში ვიწყებ სუნთქვას. მომწონს როცა ჩემს მოქმედებას ემორჩილები. ხოდა შენც მომყვები, სუნთქვა სახეზე ინაცვლებს და წუთის შემდეგ ტუჩების ფრთხილ შეხებას ვგრძნობ, ათასჯერ ჩუმად, ჩემთვის ფიქრებში ნაფერები ტუჩების... შენ ახლა ჩემი ხარ, მხოლოდ ჩემი და არავინ დგას ჩვენს შორის თვით შენი მუზაც კი.
  ნაზად მეხები თავი ფაიფურის თოჯინა მგონია, რომელსაც დიდი ხნის ოცნების შემდეგ მიიღებს ბავშვი, გრძნობს სათამაშოს ღირებულებას და არ სურს რაიმე დაუზიანოს. შენი სინაზე დიდხანს არ გრძელდება და თმაში ძლიერად მკიდებ ხელს.
-გიხდება მოკლედ შეჭრილი თმა, ძალიან სექსუალური ხარ.  მეჩურჩულები ყურს უკან და ცდილობ თმით დამიჭირო, თითქოს სადმე გავრბივარ.
  ყოველი შენი მოძრაობა ჩემს რეაქციაზეა გათვლილი და მისი მიხედვით იცვლება. მეფერები და გაუჩერებლად ჩურჩულებ... ყველა წამი მინდა შევისუნთქო და დავიმახსოვრო, არ მინდა რამე გამომრჩეს... მთელი სხეულით ვგრძნობ შენს შეხებას, შენი თხელი თეთრი თითები ჩემს სხეულზე დასრიალებს და გაურკვეველ ნახაზებს ხატავს. მტელი ტანით გეკვრი მინდა ბოლომდე შეგეზარდო. ჩემში ხარ და მაინც არ მყოფნი. უზომო კმაყოფილებას ვგრძნობ შენგან და ეს ძალას მმატებს. გაგიჯებამდე გეფერები, შენი ამღვრეული თვალები და ხანდახან უმისამართო ფრაზები სიამოვნების პიკზე მეტყველებს...
  სიგარეტის მოთხოვნილება ორივეს ერთდროულად გვაქვს.
-იცი. როგორ ვუკიდებ სიგარეტს როცა მე და ჩემთვის ძვირფას ქალს ერთად გვინდა? მეკითხები სითბოჩამდგარი თვალებით და საფირმო მოკიდებას მასწავლი. ამ ჟესტით გინდა მაგრძნობინო, რომ შენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალი ვარ. არა ერთ-ერთი კი არა მე მესამე მნიშვნელოვენი ქალი ვარ შენს ცხოვრებაში და ეს ძალიან მომწონს.
  ჩემს სხეულს ვერ ეშვები. მკერდზე თავს მადებ, მეკვრი მთელი ტანით და მგონია ეს ჩახუტება უსასრულობამდე გაგრძელდება, თუმცა მაშინვე გვერდს იცვლი.
-ვერ ისვენებ?
-არა არ ადგე, ჩამეხუტე, ახლოს მინდა მყავდე...
-ხო მაგრამ ვერ ისვენებ და...
-მომწონს შენთან ყველანაირად ჩახუტება.
-ჩემი ბიჭი... მოდი ჩემთან.
  კვლავ შენი თითები ჩემს ტანზე, ჩემთვის საოცნებო თითები. შენი დაუსრულებელი კოცნა, კონტროლდაკარგული მოქმედება და ნაკბილარები ჩემს მხრებზე.
-ასე არავისთან ვყოფილვარ, საოცარი ქალი ხარ და თან საშიში.
-შენ არ გაქვს საბაბი რომ ჩემი გეშენოდეს.
-ვიცი, მე შენ არასდროს არაფერ დაგიშავებ, გთხოვ მოეშვი ამ შურისძიებებს. ამისთვის ნუ იხარჯები და საკუთარი თავი მეტად დააფასე.
-შენთვის არ უთქვამთ, რომ საწოლში მსგავს თემებზე არ უნდა ისაუბრო?
-კი.
-ისიც იცი რომ ქალს უნდა ჩაეხუტო?
-კი... მოდი ჩემთან. მიღიმი და გულში მიხუტებ...
  არ გვეთმობა ჩვენი სხეულების სითბოთი გამთბარი ლოგინი. სამწუხაროდ უსასრულოდ არაფერი გრძლდება. მე გპირდები, რომ ეს დღე მხოლოდ ჩვენი იქნება, არავის გავუნაწილებ თხრობის დონეზეც კი. თუმცა პროზის დაწერის ნებართვას გთხოვ და ვინაობის დამალვასაც გპირდები, რაზეც უხმოდ ვთანხმდებით.
-გახსოვს როდის გითხარი რომ ერთმანეტს ვგავართ?
-კი უნივერსტეტში საუბრისას...
-ასე მგონია, მე ვარ სხვა- თან მამაკაცის სხეულში...
-მართლაც ვგავართ ერთმანეთს.
-მიხარია რომ მენდობი...
-ხო ძალიან და ყოველთვის ასე იქნება.
-მოდი მომეხვიე.
-მიუხედავად გარეგნული სითბოებისა შიგნიდან ძალიან თბილი ადამიანი ვარ. ეხლა შენ მთლიანად დამადნე.
-მართლა?
-მარ, შენ ჩემი ნაწილი მიგაქვს ეხლა და გაუფრთხილდი.
-მეც რომ ვტოვებ ხომ იცი?
-ვიცი და მივხედავ ისევევ როგორც შენ გაუფრთხილდები ჩემსას...
  და ნერვიული დუმილი იკავებს სივრცეს.
-არ მინდა რომ წახვიდე რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს, ჩემში შემოხვედი და სულის ნაწილს გატან.
-ვიცი ბუს... მაპატიე დამაგვიანდება თუ არ წავედი.
  მაცილებ და გამოსამშვიდობებელ კოცნას მჩუქნი. არ მეთმობი, მაგრამ გპირდები- მე შენ ჩემი ერთადერთი უმშვენიერესი დღის მოგონებად გაქცევ ამ წუთიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები