შინდისთან ქარიც ჩერდება, ნაბიჯს აღარ დგამს შემდეგს... ქედებს დუმილად ედება და შენც, ქართველო, შესდექ!..
აგვისტოს მერე ასეა... ქარსაც კი ძალას აცლის, ქრონიკის სუსხი და ნავსი იმ ორიათას რვა წლის!..
შესდექ და ყური დაუგდე, დუმილი რასაც გოდებს, რომ როსმე არ დააუგდე და შენც სათქმელი გქონდეს!..
წმინდაა ეს ადგილები, ყველგან სისხლებად ჟონავს, ძვლები შინდისის გმირების და მხილველსა გვრის ჟრჟოლას!..
შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინა, წყალობით შეივერცხლნენ:
იბრძოლეს, როგორც შვენოდათ, მტერს კი არ დაუნებდნენ... სამშობლოსათვის - სჯეროდათ - თავს სასიკვდილოდ დებდნენ!..
ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც, როგორც სჩვევიათ გმირებს, სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!..
ჩვიდმეტნი იყვნენ, ჩვიდმეტსვე ერთად უწია ლოცვამ, ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე, გარდაიცვალნენ როცა!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
38. გარდაცვლილ გმირთა მოსაგონარი არ მოეშალოს საქართველოს. ++++++++++++++++++++++++++++++++++++ გარდაცვლილ გმირთა მოსაგონარი არ მოეშალოს საქართველოს. ++++++++++++++++++++++++++++++++++++
37. +5555, კარგი ლექსია, წარმატებებიიიი.
რაც შეეხება დაბლა გამოთქმულ მოსაზრებებს ''აწვიმდა'' ამ შემთხვევაში(ისე ორპირიანია) სამპირიანი ზმნაა და ავტორი მართალია...
+5555, კარგი ლექსია, წარმატებებიიიი.
რაც შეეხება დაბლა გამოთქმულ მოსაზრებებს ``აწვიმდა`` ამ შემთხვევაში(ისე ორპირიანია) სამპირიანი ზმნაა და ავტორი მართალია...
36. დიდება შინდისის გმირებს!!! დიდება შინდისის გმირებს!!!
35. თამარ, არ ვიცი პაატას რაზე ესაუბრე, ან მან რა გიპასუხამ, მაგრამ...
რაც შეეხება "აწვიმდა" ფორმას, ის არ არის ორპირიანი, როგორც ეს შენ არასწორად გეჩვენება! ამ შემთხვევაში "აწვიმდა" მკაცრად სამპირიანი ზმნაა! აწვიმდა - ის მას მას (რუსი, ქართველ ჯარისკაცებს, ტყვიის ცეცხლს)
და ეს ასეა ყველა გრამატიკული წესისა და კანონის დაცვით და ამას ჩემი უახლოესი მეგობრებიც ვერ მასწავლიან იმიტომ, რომ, როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ ხოლმე, "ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ჭეშმარიტებაა!"
დანარჩენზე კი, რაც ამ ვრცელ უსტარში ჩამოგიწიკწიკებია, მეცინება და მეცინება :)))))))))))))))
მარად შენი მეგობარი და დამფასებელი - ილტოსპირელი
თამარ, არ ვიცი პაატას რაზე ესაუბრე, ან მან რა გიპასუხამ, მაგრამ...
რაც შეეხება "აწვიმდა" ფორმას, ის არ არის ორპირიანი, როგორც ეს შენ არასწორად გეჩვენება! ამ შემთხვევაში "აწვიმდა" მკაცრად სამპირიანი ზმნაა! აწვიმდა - ის მას მას (რუსი, ქართველ ჯარისკაცებს, ტყვიის ცეცხლს)
და ეს ასეა ყველა გრამატიკული წესისა და კანონის დაცვით და ამას ჩემი უახლოესი მეგობრებიც ვერ მასწავლიან იმიტომ, რომ, როგორც ძველი ბერძნები იტყოდნენ ხოლმე, "ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ჭეშმარიტებაა!"
დანარჩენზე კი, რაც ამ ვრცელ უსტარში ჩამოგიწიკწიკებია, მეცინება და მეცინება :)))))))))))))))
მარად შენი მეგობარი და დამფასებელი - ილტოსპირელი
34. დაუმკვიდრა ღმერთმა მათ ცათა სასუფეველი :)
55 დაუმკვიდრა ღმერთმა მათ ცათა სასუფეველი :)
55
33. 30. "შენ ცდილობ ლინგვისტიკაში თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში, არადა, ეს, რიგი ფაქტორბის გამო, ყოვლად შეუძლებელია!.. ისევ ის ანდაზა მახსენდება - მეპურემ პურიო - თუ როგორ არის, თორემ სასაცილო რეალობას ვიღებთ!
რა ჩაკირკიტება გცოდნია, თუნდაც ცდებოდე!!!
მეუბნები: "აწვიმებდა ისეთივე ქართულია, მიშა, როგორც ცეცხლ-ებ-ი და სისხლ-ებ-ი..."-ო. არ არის ასე! აქ სიტყვის უფაქიზეს და უღრმეს ნიუანსებთან გვაქვს საქმე, რომელზე საუბრისაგანაც შეგნებულად მინდა შევიკავო თავი, რომ რაიმე უხერხული არ მეთქმევინოს! . . . . . რაც არ უნდა იყოს, ეგ ერთადერთი პროფესია გამაჩნია და მაგასაც ნუ წამართმევ, თორემ აქ ზოგს არც პოეტად მივაჩნივარ და ხომ სულ გავღარიბდი და გავუპოვარდი!!! ილტოსპირელი.... 2010-08-21 20:59:38 ---------------
მიშა, მე არ ვ ც დ ი ლ ო ბ ლინგვისტიკაში თავი ვიგრძნო ისე, როგორც თევზმა წყალში... მე ვარ მანდ თევზი წყალში! :) აი, ალგებრაში - სუფთა ნაჯახი ვარ, - ნაპირზეც კი ვიხრჩობი... ეს არ ეხება არითმეტიკასა და გეომეტრიას. :))))
ხო, ჩემზეა დაწერილი ეს ანდაზა, - მეპურემ პურიო... ძალიან დიდხანს ამ სულით და გონებით "მეპურე ქალს" წაღები მაკერინეს და ძლივს დავიწყე პურის ცხობა! :)
ჩაკირკიტება, - ბავშვობიდანაა ჩემი სენი. ვიდრე არ დავადგენდი სიმართლეს, ვერ ვეშვებოდი. და ცხონებულმა მამაჩემმა იცოდა-ხოლმე ჩემზე თქმა, - "ეს ან სულ არ იტყვის და თუ თქვა ტყუილიც უნდა დაიჯერო, იმიტომ, რომ მართალი აღმოჩნდებაო!" :)))
როცა ზმნის პირიანობაზე დამიწყე კამათი, ვიდრე მეორე კომენტარს დავდებდი, პაატა ცხადაისთან გადავამოწმე. სხვებმა თუ არა, შენ მაინც იცი, ვინაა პაატა: ენათმეცნიერების დოქტორი, პროფესორი. უბრალოდ ვკითხე, - ამ ზმნების პირიანობა მაინტერესებს-მეთქი... და საოცრად ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა ჩემი დაწერილი გამიმეორა! შენ შეცვლი ამას თუ არა, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს, მიშა, - ავტორი შენ ხარ! მაგრამ, მოდი, მე მეპურე ვიქნები თუ მეწაღე, ამას ნუ მეტყვი ასე ხელაღებით!
ირონიით მეუბნები - "ქართული ენის ხმალამოღებული დამცველი ხარო" და თან იმას ამბობ:
"რაც შეეხება "ცეცხლს", მას მართლაც არ უნდა ქონდეს მრავლობითის ფორმა, ამაში მართალი ხარ! თუმცა მე მაინც შემომაქვს ასეთი ფორმა! ილტოსპირელი.... 2010-08-21 14:39:36"
და რა უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც არ იცის (პროფესიიდან და განათლებიდან გამომდინარე), რომ ცეცხლი, თოვლი, სისხლი, ფარა, თმა - მხოლოდ და მხოლოდ მხოლობით რიცხვში უნდა თქვან და დაწერონ? იმის ნაცვლად, გვერდით დაგვიდგე და ჩვენთან ერთად იბრძოლო ხმალამოღებულმა, სარს გვიყრი ბორბლებში? და რა გამოდის, ამით მთელ საიტს ეუბნები, - "თამარმა თავისთვის რა იცის, ჩვენ რა უნდა შეგვისწოროს? წერეთ როგორც გაგიხარდებათო?"
მაპატიე, მაგრამ ვერავის დავუთმობ და ვაპატიებ ქართული ენის შერყვნას! და მითუმეტეს ფილოლოგებს!
ნუ გავიწყდებათ, - ლიტერატურულ საიტზე ვიმყოფებით და არა "საღადაოზე"...
ეს კამათი - ამ გვერდზე მთავრდება დაჩვენ ისევ მეგობრები ვართ! 30. "შენ ცდილობ ლინგვისტიკაში თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში, არადა, ეს, რიგი ფაქტორბის გამო, ყოვლად შეუძლებელია!.. ისევ ის ანდაზა მახსენდება - მეპურემ პურიო - თუ როგორ არის, თორემ სასაცილო რეალობას ვიღებთ!
რა ჩაკირკიტება გცოდნია, თუნდაც ცდებოდე!!!
მეუბნები: "აწვიმებდა ისეთივე ქართულია, მიშა, როგორც ცეცხლ-ებ-ი და სისხლ-ებ-ი..."-ო. არ არის ასე! აქ სიტყვის უფაქიზეს და უღრმეს ნიუანსებთან გვაქვს საქმე, რომელზე საუბრისაგანაც შეგნებულად მინდა შევიკავო თავი, რომ რაიმე უხერხული არ მეთქმევინოს! . . . . . რაც არ უნდა იყოს, ეგ ერთადერთი პროფესია გამაჩნია და მაგასაც ნუ წამართმევ, თორემ აქ ზოგს არც პოეტად მივაჩნივარ და ხომ სულ გავღარიბდი და გავუპოვარდი!!! ილტოსპირელი.... 2010-08-21 20:59:38 ---------------
მიშა, მე არ ვ ც დ ი ლ ო ბ ლინგვისტიკაში თავი ვიგრძნო ისე, როგორც თევზმა წყალში... მე ვარ მანდ თევზი წყალში! :) აი, ალგებრაში - სუფთა ნაჯახი ვარ, - ნაპირზეც კი ვიხრჩობი... ეს არ ეხება არითმეტიკასა და გეომეტრიას. :))))
ხო, ჩემზეა დაწერილი ეს ანდაზა, - მეპურემ პურიო... ძალიან დიდხანს ამ სულით და გონებით "მეპურე ქალს" წაღები მაკერინეს და ძლივს დავიწყე პურის ცხობა! :)
ჩაკირკიტება, - ბავშვობიდანაა ჩემი სენი. ვიდრე არ დავადგენდი სიმართლეს, ვერ ვეშვებოდი. და ცხონებულმა მამაჩემმა იცოდა-ხოლმე ჩემზე თქმა, - "ეს ან სულ არ იტყვის და თუ თქვა ტყუილიც უნდა დაიჯერო, იმიტომ, რომ მართალი აღმოჩნდებაო!" :)))
როცა ზმნის პირიანობაზე დამიწყე კამათი, ვიდრე მეორე კომენტარს დავდებდი, პაატა ცხადაისთან გადავამოწმე. სხვებმა თუ არა, შენ მაინც იცი, ვინაა პაატა: ენათმეცნიერების დოქტორი, პროფესორი. უბრალოდ ვკითხე, - ამ ზმნების პირიანობა მაინტერესებს-მეთქი... და საოცრად ბედნიერად ვიგრძენი თავი, როცა ჩემი დაწერილი გამიმეორა! შენ შეცვლი ამას თუ არა, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს, მიშა, - ავტორი შენ ხარ! მაგრამ, მოდი, მე მეპურე ვიქნები თუ მეწაღე, ამას ნუ მეტყვი ასე ხელაღებით!
ირონიით მეუბნები - "ქართული ენის ხმალამოღებული დამცველი ხარო" და თან იმას ამბობ:
"რაც შეეხება "ცეცხლს", მას მართლაც არ უნდა ქონდეს მრავლობითის ფორმა, ამაში მართალი ხარ! თუმცა მე მაინც შემომაქვს ასეთი ფორმა! ილტოსპირელი.... 2010-08-21 14:39:36"
და რა უნდა მოვთხოვოთ მათ, ვინც არ იცის (პროფესიიდან და განათლებიდან გამომდინარე), რომ ცეცხლი, თოვლი, სისხლი, ფარა, თმა - მხოლოდ და მხოლოდ მხოლობით რიცხვში უნდა თქვან და დაწერონ? იმის ნაცვლად, გვერდით დაგვიდგე და ჩვენთან ერთად იბრძოლო ხმალამოღებულმა, სარს გვიყრი ბორბლებში? და რა გამოდის, ამით მთელ საიტს ეუბნები, - "თამარმა თავისთვის რა იცის, ჩვენ რა უნდა შეგვისწოროს? წერეთ როგორც გაგიხარდებათო?"
მაპატიე, მაგრამ ვერავის დავუთმობ და ვაპატიებ ქართული ენის შერყვნას! და მითუმეტეს ფილოლოგებს!
ნუ გავიწყდებათ, - ლიტერატურულ საიტზე ვიმყოფებით და არა "საღადაოზე"...
ეს კამათი - ამ გვერდზე მთავრდება დაჩვენ ისევ მეგობრები ვართ!
32. აი მე რომ მიყვარს ისეთია რააა... +2 მაგარია აი მე რომ მიყვარს ისეთია რააა... +2 მაგარია
31. გაიხარეთ, ასე კარგად რომ შეგიძლიათ წერა! ასეთ თემაზე ლექსის დაწერა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს! თქვენ კი არაჩვეულებრივად წერთ! ჩემი +2! გაიხარეთ, ასე კარგად რომ შეგიძლიათ წერა! ასეთ თემაზე ლექსის დაწერა დიდ სიფრთხილეს მოითხოვს! თქვენ კი არაჩვეულებრივად წერთ! ჩემი +2!
30. აწვიმებდა ისეთივე ქართულია, მიშა, როგორც ცეცხლ-ებ-ი და სისხლ-ებ-ი... და თუ შეიძლება, რომ ფილოლოგმა კაცმა ასეთი მრავლობითები იხმარო, რატომ არ შეიძლება "აწვიმებდა"-ს თქმა?
ალიონზე ტოროლ-ი-ს გალობასავით ------> ტოროლ-ა-ს გალობასავით!!!!! აფსუს, რა ფილოლოგი დაკარგა საქართველომ ჩემი სახით?! თამარ ბუკია. 2010-08-21 18:59:57
:)))) მეცინება ჩვენს ამ პოლემიკაზე თამარ :)))) ამ "ურაკზე" სულ ერთმანეთშია არეულ-დარეული დავთრები!:))) ვინ რითია და რატომ დაკავებული, ვეღარ გაიგებ კაცი! :))) შენ ცდილობ ლინგვისტიკაში თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში, არადა, ეს, რიგი ფაქტორბის გამო, ყოვლად შეუძლებელია!.. ისევ ის ანდაზა მახსენდება - მეპურემ პურიო - თუ როგორ არის, თორემ სასაცილო რეალობას ვიღებთ! :)))
რა ჩაკირკიტება გცოდნია, თუნდაც ცდებოდე!!! :)))
მეუბნები: "აწვიმებდა ისეთივე ქართულია, მიშა, როგორც ცეცხლ-ებ-ი და სისხლ-ებ-ი..."-ო. არ არის ასე! აქ სიტყვის უფაქიზეს და უღრმეს ნიუანსებთან გვაქვს საქმე, რომელზე საუბრისაგანაც შეგნებულად მინდა შევიკავო თავი, რომ რაიმე უხერხული არ მეთქმევინოს! :)))
"ტოროლაზე" სერიოზულად არ მაქვს რეაქცია!!!
რაც შეეხება შენს ფილოლოგობას, რატომ ფიქრობ, რომ დაგკარგა საქართველომ?!.. იქნებ ახლა გიძენს, გპოულობს?!..
ოღონდ ჩემს ფილოლოგობას ასე ირონიითაც ნუ მოიხსენიებ!:) რაც არ უნდა იყოს, ეგ ერთადერთი პროფესია გამაჩნია და მაგასაც ნუ წამართმევ, თორემ აქ ზოგს არც პოეტად მივაჩნივარ და ხომ სულ გავღარიბდი და გავუპოვარდი!!! :)))))
აწვიმებდა ისეთივე ქართულია, მიშა, როგორც ცეცხლ-ებ-ი და სისხლ-ებ-ი... და თუ შეიძლება, რომ ფილოლოგმა კაცმა ასეთი მრავლობითები იხმარო, რატომ არ შეიძლება "აწვიმებდა"-ს თქმა?
ალიონზე ტოროლ-ი-ს გალობასავით ------> ტოროლ-ა-ს გალობასავით!!!!! აფსუს, რა ფილოლოგი დაკარგა საქართველომ ჩემი სახით?! თამარ ბუკია. 2010-08-21 18:59:57
:)))) მეცინება ჩვენს ამ პოლემიკაზე თამარ :)))) ამ "ურაკზე" სულ ერთმანეთშია არეულ-დარეული დავთრები!:))) ვინ რითია და რატომ დაკავებული, ვეღარ გაიგებ კაცი! :))) შენ ცდილობ ლინგვისტიკაში თავი ისე იგრძნო, როგორც თევზმა წყალში, არადა, ეს, რიგი ფაქტორბის გამო, ყოვლად შეუძლებელია!.. ისევ ის ანდაზა მახსენდება - მეპურემ პურიო - თუ როგორ არის, თორემ სასაცილო რეალობას ვიღებთ! :)))
რა ჩაკირკიტება გცოდნია, თუნდაც ცდებოდე!!! :)))
მეუბნები: "აწვიმებდა ისეთივე ქართულია, მიშა, როგორც ცეცხლ-ებ-ი და სისხლ-ებ-ი..."-ო. არ არის ასე! აქ სიტყვის უფაქიზეს და უღრმეს ნიუანსებთან გვაქვს საქმე, რომელზე საუბრისაგანაც შეგნებულად მინდა შევიკავო თავი, რომ რაიმე უხერხული არ მეთქმევინოს! :)))
"ტოროლაზე" სერიოზულად არ მაქვს რეაქცია!!!
რაც შეეხება შენს ფილოლოგობას, რატომ ფიქრობ, რომ დაგკარგა საქართველომ?!.. იქნებ ახლა გიძენს, გპოულობს?!..
ოღონდ ჩემს ფილოლოგობას ასე ირონიითაც ნუ მოიხსენიებ!:) რაც არ უნდა იყოს, ეგ ერთადერთი პროფესია გამაჩნია და მაგასაც ნუ წამართმევ, თორემ აქ ზოგს არც პოეტად მივაჩნივარ და ხომ სულ გავღარიბდი და გავუპოვარდი!!! :)))))
29. აგვისტოს მერე ასეა... ქარსაც კი ძალას აცლის, ქრონიკის სუსხი და ნავსი იმ ორიათას რვა წლის!..
5555555
ჩვენს უახლეს ისტორიას საინტერესოდ ეხმიანები და მომეწონა! დიდება იმ გმირთა სახელებს!!! აგვისტოს მერე ასეა... ქარსაც კი ძალას აცლის, ქრონიკის სუსხი და ნავსი იმ ორიათას რვა წლის!..
5555555
ჩვენს უახლეს ისტორიას საინტერესოდ ეხმიანები და მომეწონა! დიდება იმ გმირთა სახელებს!!!
28. დიდობის რა მოგახსენო ჩემო კარგო და საკუთარი სულიდან ბოროტების განდევნას და იქ სიმშვიდის დამკვიდრებისათვის ზრუნვაში გამირბის წუთისოფელი. რა გამოდის, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მიუყვები შარახვეტიასავით ჩემს სავალ ბილიკს და მიხარიხართ თქვენ სუყველა. სურვილი მაქვს ასეთი - ხელიხელ ჩაკიებულებს მინდა გიცქიროთ სუყველს, ბარიკადების ამ და იმ მხარეს მდგომთ დიდობის რა მოგახსენო ჩემო კარგო და საკუთარი სულიდან ბოროტების განდევნას და იქ სიმშვიდის დამკვიდრებისათვის ზრუნვაში გამირბის წუთისოფელი. რა გამოდის, ეს მეორე საკითხია, მაგრამ მიუყვები შარახვეტიასავით ჩემს სავალ ბილიკს და მიხარიხართ თქვენ სუყველა. სურვილი მაქვს ასეთი - ხელიხელ ჩაკიებულებს მინდა გიცქიროთ სუყველს, ბარიკადების ამ და იმ მხარეს მდგომთ
27. 19. კაი რაა, თამარ, რა "აწვიმებდა - ის მას მას", ხუმრობ? "))) ეგ სადაური ქართული მოიტანე ამ დედაენის სიწმინდე-შეურყვნელობის ხმალამოღებულმა დამცველმა!!! ილტოსპირელი.... 2010-08-21 14:48:35
აწვიმებდა ისეთივე ქართულია, მიშა, როგორც ცეცხლ-ებ-ი და სისხლ-ებ-ი... :)))))) და თუ შეიძლება, რომ ფილოლოგმა კაცმა ასეთი მრავლობითები იხმარო, რატომ არ შეიძლება "აწვიმებდა"-ს თქმა? :-?
ალიონზე ტოროლ-ი-ს გალობასავით ------> ტოროლ-ა-ს გალობასავით!!!!! აფსუს, რა ფილოლოგი დაკარგა საქართველომ ჩემი სახით?! :)) :)) :)) 19. კაი რაა, თამარ, რა "აწვიმებდა - ის მას მას", ხუმრობ? "))) ეგ სადაური ქართული მოიტანე ამ დედაენის სიწმინდე-შეურყვნელობის ხმალამოღებულმა დამცველმა!!! ილტოსპირელი.... 2010-08-21 14:48:35
აწვიმებდა ისეთივე ქართულია, მიშა, როგორც ცეცხლ-ებ-ი და სისხლ-ებ-ი... :)))))) და თუ შეიძლება, რომ ფილოლოგმა კაცმა ასეთი მრავლობითები იხმარო, რატომ არ შეიძლება "აწვიმებდა"-ს თქმა? :-?
ალიონზე ტოროლ-ი-ს გალობასავით ------> ტოროლ-ა-ს გალობასავით!!!!! აფსუს, რა ფილოლოგი დაკარგა საქართველომ ჩემი სახით?! :)) :)) :))
26. უხერხულად ვიგრძენი ეხლა თავი ბატონო თენგიზ, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ რომ შეიწუხეთ თავი, სწორედ თქვენი ამ კომენტარის დადების დროს მოგწერეთ წერილი რომელშიც გთხოვდით რომ არ დაგედოთ ეს განმარტება აქ, მაგრამ დამასწარით როგორც ჩანს...... გაიხარეთ ბატონო თენგიზ, დიდი ადამიანი ბრძანდებით უხერხულად ვიგრძენი ეხლა თავი ბატონო თენგიზ, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ რომ შეიწუხეთ თავი, სწორედ თქვენი ამ კომენტარის დადების დროს მოგწერეთ წერილი რომელშიც გთხოვდით რომ არ დაგედოთ ეს განმარტება აქ, მაგრამ დამასწარით როგორც ჩანს...... გაიხარეთ ბატონო თენგიზ, დიდი ადამიანი ბრძანდებით
25. ისევ აქ მიწევს სიტყვის თქმა და მათ ვისაც ეს შეაწუხებს, წინასწარ ვუხდი ბოდიშს... მე მიშას გვერდზე მივწერე წერილი დორიან გრეის. იქ მისთვის ერთადერთი(ჯერჯერობით) გაუგებარი აზრი აღმოჩნდა და მანაც ტაქტიანად პირად მიმოწერაში შემეკითხა, თუ რას ნიშნავდა ჩემი ის ნათქვამი. მე იქვე მივწერე პასუხი და ველოდები დორიანის რეაქციას, მაგრამ გარკვეული ფიქრის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მასზედ მიწერილი პასუი აქაურთათისაც გამეცნო, რდგან, როგორმე, რამენაირი ჩრდილი არ მივაყენო ამ ადამიანს. აი ეს წერილიც. არა ჩემო კარგო, აქ მე შენ არ მიგულისხმიხარ. ყულფში თავის გაყოფა მე იმიტომ ვახსენე, რომ ვხედავ მიშას გვერდზე გარკვეული ჯგუფისაგან მძაფრ შეტევებს მისი პიროვნებისა და შემოქმედების მიმართ, ეს არის და ეს. უმორჩილესად გიხდი ბოდიშს, თუ წერილის ასე დაწყება შენთვის მიუღებელია. მე შევეცადე შენთან საუბრის ფონზე დამენახებინა ყველასათვის პირადი დამოკიდებულება ურთიერთობის იმ ფორმისადმი, რაიც სამწუხაროდ გამეფებულია აქ, ურაკპარაკზე. ვიმედოვნებ გამიგებ ამ და იმ ნათქვამსაც. ისე კი გთხოვ, კიდე გადაიკითხო იქაური კომენტარი დამშვიდებულმა და თუ ასეთ სულიერ განწყობისასაც დაინახავ ჩემს წერილში რაიმე შეურაცმყოფელს ან საპოლემიკო ფორმისათვის დასაწუნს და ამას არგუმენტით დამისაბუთებ, გპირდები, იმ გვერდზევე, მრავალთა წინასე მოგიბოდიშებ. მერწმუნე მეგობარო, ჩემი წერილის მიზანი შენი დამცირება არ იყო, ასეთის თავში გავლებაც არ შემიძლია. ვიმეორებ, შენთან საუბრის ფონზე, მე მხოლოდ საზოგადოდ იმათ, ვისაც ამბიციურობა, ჭეშმარიტი ხელოვნების ჩაქოლვა-ჩასამარებისაკენ უბიძგებს, შევახსენე, რომ არსებობენ თეთრის და შავის გამრჩევნი,. დიდად გამახარე, რომ მომწერე. ვიმედოვნებ, ჩვენ კიდე მრავალჯერ ვისაუბრებთ ამ ფორმით პოეზიაზე და ლიტერატურაზე საზოგადოდ. კეთილი სურვილებით თენგიზ ლობჟანიძე.
პ.ს. აი მოგწერე, ვზივარ და ვფიქრობ, საჭიროა თუ არა ამ პასუხის იქვე დადება? ვთვლი, რომ საჭიროა, რადგან, მათ, ვინც ის წერილი წაიკითხეს, უნდა წაიკითხონ ესეც, იმიტომ, რომ დაინახონ ჩემი დამოკიდებულება შენდამი. გფარავდეს მამაზეციერი. ისევ აქ მიწევს სიტყვის თქმა და მათ ვისაც ეს შეაწუხებს, წინასწარ ვუხდი ბოდიშს... მე მიშას გვერდზე მივწერე წერილი დორიან გრეის. იქ მისთვის ერთადერთი(ჯერჯერობით) გაუგებარი აზრი აღმოჩნდა და მანაც ტაქტიანად პირად მიმოწერაში შემეკითხა, თუ რას ნიშნავდა ჩემი ის ნათქვამი. მე იქვე მივწერე პასუხი და ველოდები დორიანის რეაქციას, მაგრამ გარკვეული ფიქრის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მასზედ მიწერილი პასუი აქაურთათისაც გამეცნო, რდგან, როგორმე, რამენაირი ჩრდილი არ მივაყენო ამ ადამიანს. აი ეს წერილიც. არა ჩემო კარგო, აქ მე შენ არ მიგულისხმიხარ. ყულფში თავის გაყოფა მე იმიტომ ვახსენე, რომ ვხედავ მიშას გვერდზე გარკვეული ჯგუფისაგან მძაფრ შეტევებს მისი პიროვნებისა და შემოქმედების მიმართ, ეს არის და ეს. უმორჩილესად გიხდი ბოდიშს, თუ წერილის ასე დაწყება შენთვის მიუღებელია. მე შევეცადე შენთან საუბრის ფონზე დამენახებინა ყველასათვის პირადი დამოკიდებულება ურთიერთობის იმ ფორმისადმი, რაიც სამწუხაროდ გამეფებულია აქ, ურაკპარაკზე. ვიმედოვნებ გამიგებ ამ და იმ ნათქვამსაც. ისე კი გთხოვ, კიდე გადაიკითხო იქაური კომენტარი დამშვიდებულმა და თუ ასეთ სულიერ განწყობისასაც დაინახავ ჩემს წერილში რაიმე შეურაცმყოფელს ან საპოლემიკო ფორმისათვის დასაწუნს და ამას არგუმენტით დამისაბუთებ, გპირდები, იმ გვერდზევე, მრავალთა წინასე მოგიბოდიშებ. მერწმუნე მეგობარო, ჩემი წერილის მიზანი შენი დამცირება არ იყო, ასეთის თავში გავლებაც არ შემიძლია. ვიმეორებ, შენთან საუბრის ფონზე, მე მხოლოდ საზოგადოდ იმათ, ვისაც ამბიციურობა, ჭეშმარიტი ხელოვნების ჩაქოლვა-ჩასამარებისაკენ უბიძგებს, შევახსენე, რომ არსებობენ თეთრის და შავის გამრჩევნი,. დიდად გამახარე, რომ მომწერე. ვიმედოვნებ, ჩვენ კიდე მრავალჯერ ვისაუბრებთ ამ ფორმით პოეზიაზე და ლიტერატურაზე საზოგადოდ. კეთილი სურვილებით თენგიზ ლობჟანიძე.
პ.ს. აი მოგწერე, ვზივარ და ვფიქრობ, საჭიროა თუ არა ამ პასუხის იქვე დადება? ვთვლი, რომ საჭიროა, რადგან, მათ, ვინც ის წერილი წაიკითხეს, უნდა წაიკითხონ ესეც, იმიტომ, რომ დაინახონ ჩემი დამოკიდებულება შენდამი. გფარავდეს მამაზეციერი.
24. მერედა, რა საჭიროა ამ ლექსთან დაკავშირებით ავტორის ძიება, თამარ?!.. :))) მაკვირვებ პირდაპირ!!!! კი, მაგრამ რა არის აქ ასე ბუნდოვანი ან გაუგებარი?!. ალიონზე ტოროლის გალობასავით ლაღად და გამჭვირვალედ იკითხება ლექსი!!! :))))
მერედა, რა საჭიროა ამ ლექსთან დაკავშირებით ავტორის ძიება, თამარ?!.. :))) მაკვირვებ პირდაპირ!!!! კი, მაგრამ რა არის აქ ასე ბუნდოვანი ან გაუგებარი?!. ალიონზე ტოროლის გალობასავით ლაღად და გამჭვირვალედ იკითხება ლექსი!!! :))))
23. მიშა, როცა ლექსს ვკითხულობ, მის ავტორს არ უნდა ვეძებდე, "ამ სიტყვის ქვეშ ნეტა რა იგულისხმა-მეთქი"? მორჩა, მეტს აღარაფერს დაგიწერ... :)))))))))))))))))) მიშა, როცა ლექსს ვკითხულობ, მის ავტორს არ უნდა ვეძებდე, "ამ სიტყვის ქვეშ ნეტა რა იგულისხმა-მეთქი"? მორჩა, მეტს აღარაფერს დაგიწერ... :))))))))))))))))))
22. "შეივერცხლნენ" აქ უნდა გაიგოს მკითხველმა, როგორც შემოსვა, შეიმოსნენ, გამდიდრდნენ სულიერ პლანში, რაღაც სიმდიდრე, ვერცხლი მიიღეს, როგორც რამ სულიერი ჯილდო ღვთისაგან!.. ისე კი, ალბათ, ყველა ისე გაიგებს ამ სიტყვას, როგორც ეს მას ხელეწიფების :))) "შეივერცხლნენ" აქ უნდა გაიგოს მკითხველმა, როგორც შემოსვა, შეიმოსნენ, გამდიდრდნენ სულიერ პლანში, რაღაც სიმდიდრე, ვერცხლი მიიღეს, როგორც რამ სულიერი ჯილდო ღვთისაგან!.. ისე კი, ალბათ, ყველა ისე გაიგებს ამ სიტყვას, როგორც ეს მას ხელეწიფების :)))
21. ჯერ გავიცინებ :)))))))))))))))))))))))))
და მერე კი გიპასუხებ, კაი?!... :)))))))))))))))))))) ჯერ გავიცინებ :)))))))))))))))))))))))))
და მერე კი გიპასუხებ, კაი?!... :))))))))))))))))))))
20. "წყალობით შეივერცხლენ" --------> რაღას ნიშნავს? :)
არ მითხრა, ამის გამო ვერცხლის მედლები აიღესო... :))))
"შევერცხლვა" - გაჭაღარავებასთან ასოცირდება, სწრაფი გაჭაღარავება კი - უეცარ ელდასთან და შიშთან, ან უძლიერეს განცდებთან, რომელსაც შიში მაინც თან სდევს...
"წყალობით შეივერცხლენ" -----> შეშინდნენ და ამიტომ გაჭაღარავდნენო? :)))) ველოდები შენეულ ვერსიას! "წყალობით შეივერცხლენ" --------> რაღას ნიშნავს? :)
არ მითხრა, ამის გამო ვერცხლის მედლები აიღესო... :))))
"შევერცხლვა" - გაჭაღარავებასთან ასოცირდება, სწრაფი გაჭაღარავება კი - უეცარ ელდასთან და შიშთან, ან უძლიერეს განცდებთან, რომელსაც შიში მაინც თან სდევს...
"წყალობით შეივერცხლენ" -----> შეშინდნენ და ამიტომ გაჭაღარავდნენო? :)))) ველოდები შენეულ ვერსიას!
19. კაი რაა, თამარ, რა "აწვიმებდა - ის მას მას", ხუმრობ? "))) ეგ სადაური ქართული მოიტანე ამ დედაენის სიწმინდე-შეურყვნელობის ხმალამოღებულმა დამცველმა!!! :)))) კაი რაა, თამარ, რა "აწვიმებდა - ის მას მას", ხუმრობ? "))) ეგ სადაური ქართული მოიტანე ამ დედაენის სიწმინდე-შეურყვნელობის ხმალამოღებულმა დამცველმა!!! :))))
18. ჩვიდმეტნი იყვნენ, ჩვიდმეტსვე ერთად უწია ლოცვამ, ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე, გარდაიცვალნენ როცა!..
ჩვენი ისტორია ერთი დიდი დაუყუჩებელი ტკივილია. ჩვიდმეტნი იყვნენ, ჩვიდმეტსვე ერთად უწია ლოცვამ, ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე, გარდაიცვალნენ როცა!..
ჩვენი ისტორია ერთი დიდი დაუყუჩებელი ტკივილია.
17. მე შემოგთავაზე და შენ მიიღებ თუ არა, შენი საქმისა შენ იცი...
და მაინც: აწვიმდა - ის მას !!!!!
და არა
აწვიმდა - ის მას მას... :)))
მაშინ უნდა იყოს:
აწვიმებდა - ის მას მას...
:))))
მე შემოგთავაზე და შენ მიიღებ თუ არა, შენი საქმისა შენ იცი...
და მაინც: აწვიმდა - ის მას !!!!!
და არა
აწვიმდა - ის მას მას... :)))
მაშინ უნდა იყოს:
აწვიმებდა - ის მას მას...
:))))
16. მადლობა, თამარ, ასეთი ყურადღებიანი კომენტარისთვის!
თუმცა ეგ კომენტარი ნაწილობრივ მოკლებულია სწორ ენობრივ-გრამატიკულ არგუმენტებს!
ჩემს მიერვე უარყიფილი სტროფის პირველ ვარიანტზე, გასაგები მიზეზების გამო, აღარაფერს ვამბობ!
რაც შეეხება "აწვიმდა" ფორმას, ის არ არის ორპირიანი, როგორც ეს შენ არასწორად გეჩვენება! ამ შემთხვევაში "აწვიმდა" მკაცრად სამპირიანი ზმნაა! აწვიმდა - ის მას მას (რუსი, ქართველ ჯარისკაცებს, ტყვიის ცეცხლს)
რაც შეეხება "ცეცხლს", მას მართლაც არ უნდა ქონდეს მრავლობითის ფორმა, ამაში მართალი ხარ! თუმცა მე მაინც შემომაქვს ასეთი ფორმა! ვფიქრობ, კონტექსტიდან გამომდინარე, ის ძალიან ხელოვნურად და უხეშად არ უნდა გამოიყურებოდეს! სტროფის შინაარსობრივ-აზრობრივ წაკითხვაში კი (რომ "წვიმა მოვიდა და იმ ცეცხლს დააწვიმაო" და არა "რუსმა მოიყვანა ცეცხლის წვიმაო"...), ნება მომეცი არ დაგეთანხმო!
მისი შინაარსი არც ისე რთული ამოსაკითხია:
შიდისთან ალყაში მომწყვდეულ ქართველ ჯარისკაცებს რუსებმა ტყვიის ცეცხლი აწვიმეს. მათი დაღუპვა გარდაუვალია. მაგრამ გმირები თვლიან, რომ ღმერთმა მათთვის წყალობა გამოიმეტა, რადგან საშუალება ეძლევათ სამშობლოს შეეწირონ!
ასე, რომ ამ სტროფის შენეულ ვარიანტს, მიუხედავად პატივისცემისა, ვერ მივიღებ :))))
მადლობა, თამარ, ასეთი ყურადღებიანი კომენტარისთვის!

15. 1. შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინათ, რომ არცერთი არ შერცხვეს!.. ------> ორმაგი უარყოფაა! უნდა იყოს "რომ აღარც ერთი შერცხვეს!.."
2. შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინა, წყალობით შეივერცხლნენ: ---------> ????????
მიშა არ მიწყენს, მეც თუ პირდაპირ ვიტყვი სათქმელს:
აზრობრივად I ვერსია უფრო გამართლებული იყო. შეცდომა სხვაგან დავინახე, რომელსაც ყველამ გვერდი აუარა, რატომღაც!
"აწვიმდა" - ორპირიანი ზმნაა: ის მას... "აწვიმა" - სამპირიანია: მან მას ის...
და ცეცხლ-ებ-იც რამდენად გამართლებულია, ვერ გეტყვით! "ცეცხლს" ა რ ა ქ ვ ს მრავლობითი რიცხვი!
ამდენად, "ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს," - ჯერ ხომ გრამატიკულადაა დარღვეული, და ამავე დროს ნიშნავს, რომ "წვიმა მოვიდა და იმ ცეცხლს დააწვიმაო" და არა "რუსმა მოიყვანა ცეცხლის წვიმაო"...
ასე ხომ არ აჯობებდა?
შემოეალყა რუსი მათ, ტყვიის იწვიმა ცეცხლმა, მაგრამ უფალმა უსმინათ და აღარც ერთი შერცხვა:
პატივისცემით...
1. შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინათ, რომ არცერთი არ შერცხვეს!.. ------> ორმაგი უარყოფაა! უნდა იყოს "რომ აღარც ერთი შერცხვეს!.."
2. შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინა, წყალობით შეივერცხლნენ: ---------> ????????
მიშა არ მიწყენს, მეც თუ პირდაპირ ვიტყვი სათქმელს:
აზრობრივად I ვერსია უფრო გამართლებული იყო. შეცდომა სხვაგან დავინახე, რომელსაც ყველამ გვერდი აუარა, რატომღაც!
"აწვიმდა" - ორპირიანი ზმნაა: ის მას... "აწვიმა" - სამპირიანია: მან მას ის...
და ცეცხლ-ებ-იც რამდენად გამართლებულია, ვერ გეტყვით! "ცეცხლს" ა რ ა ქ ვ ს მრავლობითი რიცხვი!
ამდენად, "ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს," - ჯერ ხომ გრამატიკულადაა დარღვეული, და ამავე დროს ნიშნავს, რომ "წვიმა მოვიდა და იმ ცეცხლს დააწვიმაო" და არა "რუსმა მოიყვანა ცეცხლის წვიმაო"...
ასე ხომ არ აჯობებდა?
შემოეალყა რუსი მათ, ტყვიის იწვიმა ცეცხლმა, მაგრამ უფალმა უსმინათ და აღარც ერთი შერცხვა:
პატივისცემით...
14. შესდექ და ყური დაუგდე, დუმილი რასაც გოდებს, რომ როსმე არ დააუგდე და შენც სათქმელი გქონდეს!.. საჭიროა ასეთი შემოძახილები...საჭირო და აუცილებელი... გაიხარე ავტორო...5555 შესდექ და ყური დაუგდე, დუმილი რასაც გოდებს, რომ როსმე არ დააუგდე და შენც სათქმელი გქონდეს!.. საჭიროა ასეთი შემოძახილები...საჭირო და აუცილებელი... გაიხარე ავტორო...5555
13. პატრიოტულია...
ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც, როგორც სჩვევიათ გმირებს, სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!.. პატრიოტულია...
ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც, როგორც სჩვევიათ გმირებს, სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!..
11. ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე, გარდაიცვალნენ როცა!..
ღმერთმა ნათელში ამყოფოთ - "მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს"!
+5!!! ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე, გარდაიცვალნენ როცა!..
ღმერთმა ნათელში ამყოფოთ - "მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს"!
+5!!!
10. მოგესალმები უცნობო დორიან გრეი-ვ. საზოგადოა შენი (ნუ მიწყენ შენობით მომართვას, ვთვლი - მიმართვის ეს ფორმა მეტად აახლოებს ერთ-ურთს ადამიანთ) დასმული კითხვა და ამდენად თავს უფლებას მივცემ, ცოტა რამ ვთქვა შენთვის, გაჩენილი კითხვის განსაქარვებლად და საერთოდ ამ ლექსის შესახებ. აი შეხედე -
შინდისთან ქარიც ჩერდება, ნაბიჯს აღარ დგამს შემდეგს... ქედებს დუმილად ედება და შენც, ქართველო, შესდექ!..
აგვისტოს მერე ასეა... ქარსაც კი ძალას აცლის, ქრონიკის სუსხი და ნავსი იმ ორიათას რვა წლის!..
შესდექ და ყური დაუგდე, დუმილი რასაც გოდებს, რომ როსმე არ დააუგდე და შენც სათქმელი გქონდეს!..
ლექსის პირველი, სამი კუპლეტი გვაწვდის იმ განცდას, რომელიც შინდისში (შინდისთან ქარიც ჩერდება, /ნაბიჯს აღარ დგამს შემდეგს.../ ქედებს დუმილად ედება/... იგი ასეთ განცდას, ოთხ კედელში გამოკეტილი ვერაფრით ვერ მიიღებდა, ეს ცხადია) ყოფნისას რომ დაუფლებია პოეტს. მერე კიდევ ჩემო კეთილო (აქ მიშას პიროვნების ცნობა მაძლევს უფლებას ვთქვა შემდეგი), ეს სამი კუპლეტი ზემოთხსენებულ განცდასთან ერთად აღსავსეა მოძმის სიყვარულით და ჩვენს მომავალ თაობაზე ზრუნვით, რამე თუ ის ტანთგაჟრჟოლება, რომელიც ყოველ ჭეშმარიტ ქართველს დაეუფლებოდა იქ ყოფნისას და რომელიც პოეტს საკუთრივ განუცდია, სახლში კი არ წაუღია მას, მხოლოდ საკუთარი შვილებისათვის გასაცნობერებლად, არამედ ჩვენს - თითოეული ქართველის შვილს (მოავალს) საკენკად მოუბნია, სულის გამაძღარობა რომ იგრძნონ უმსგავსოების აღზევების ჟამს. ... მე კრიტიკოსი არ ვარ, არც მიშას დამცველ-ადვოკატად მიცნობს ვინმე. ის კი ვიცი, რა ყულფშიაც ვყოფ თავს, შენთან ამ საუბარით, უცნობო დორიან გრეი-ვ... მეოთხე კუპლეტი, ჩემი დასანახიდან, ხიდია პირველ სამში ნათქვამსა და დანარჩენში სათქმელს შორის, ანუ, ჩემგან ზემოთ თქმულის შემდგომ, პოეტი ცდილობს. საკუთარი ხედვისა და სულიერი განწყობის ახალი გვერდი გადაუშალოს მკითხველს. იგი უშუალოდ მოვლენაზე იწყებს საუბარს (სხვათაშორის ამან მაფიქრებია, რომ ლექსი მომავალ თაობებზეა გათვლილი, მათთვის დაუმარცხებელი ქართული სულის შენარჩუნებაზე, თორემ ჩვენ, დღევანდელთ, აბა რაში გვჭირდება იმის მოყოლა, თუ რა მოხდა იმ ავბედთ 2008-ის აგვისტოში) და აი, სწორედ ამ ახალ სათქმელს უკავშირდება შენი კითხვაც ძვირფასო, უცნობო დორიან. შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინათ, რომ არცერთი არ შერცხვეს!.. შემოეალყა რუსი მათ, - ანუ ალყაში მოიქცია რუსმა (რუსის ჯარმა) ისინი (შინდისის გმირები). მე მგონია, აქ გაუმართავი და გაუგებარი არაფერია. ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, - გახურებულ-გალღობამდე (ასეთია "ავტომატ კალაშნიკოვი"-საგან გასროლილი ტყვიის ჯერი, რომელშიაც "ტრასირებადი" ტყვიების გარკვეული რაოდენობაა და რომელიც ცეცხლის მფრქვეველია გარკვეული საბრძოლო-ტაქტიკური საჭიროების გამო) მისულ ტყვიას თავზე ისე აყრიდა, როგორც წვიმას. არა მგონია აქაც რაიმე იყოს გაუმართავ-გაუგებარი. მაგრამ უფალმა უსმინათ, რომ არცერთი არ შერცხვეს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უსმინა მათ უფალა და საქციელით მათით, არცერთი მათგანი არ შეარცხვინა. აქაც , ვთვლი, ყველაფერი წესრიგშია.... რადგან ჩემი ამ (ეს კომენტარი აღარაა) წერილის მიზანი შენთან ლექსზე საუბარი და არა მიშას ხოტბა-დიდებაა, აქ დავასრულებ. იმედია აქვე გავიგონებ შენს აზრს ჩემეული ხედვის შესახებ. საბოლოოდ კი, იძულებული ვხდები, აქვე ჩემი მოსაზრებაც დავტოვო მიშასათვის შენს გასაგონად, რადგან არ ვიქნები გულწრფელი პირადად შენთან, თუკი არ ვუთხარი მას ის, რასაც ვეუბნები ხოლმე პირად მიმოწერაში და არა მარტო მას (სხვათა შორის ვთვლი, რომ, თუკი რამე დაინახე ისეთი ლექსში, რომელიც როგორღაც არაისეთია, სჯობს მწერალს ამაზედ პირად მიმოწერაში ესაუბრო და არა სხვა ათასთა გასაგონად და საცქერლად, თორემ მაშინ ეს ყოველივე, მისი გულშემატკივრობის ფარგლებს სცილდება და კრიტიკოსობის ამბიციაზე, ან კიდევ იაფფასიან პოპულიზმზე მეტყველებს უფრო)...
მიშავ, ჩემო კარგო, გრეის მიერ ყურადღებაგამახილებულ კუპლეტს, შემოგბედავ და გეტყვი, რომ გაუმართაობის მე ვერაფერი შევატყე, მაგრამ მთლიანობაში თითქოსდა ყველაზე სუსტი (სუსტი მეთქი ვამბობ სხვა დანარჩენის ფონზე და არა მშრალად ნათქვამი "სუსტი") ადგილია. აი რატომ ვთვლი ასე. შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინათ, რომ არცერთი არ შერცხვეს!.. მიაქცე ყურადღება, მაგრამ უფალმა უსმინათ, რომ არცერთი არ შერცხვეს. ზემოთ რომ გქონდეს ნახსენები იმის თაობაზე, - რადგან ლომები ალყაში მოექცნენ და მიხვდნენ რომ მდგომარეობა გამოუვალია, სარწმუნოა, რომ ისინი პირჯვარს გადაიწერდნენ, უფალს შემწეობას, სიცოცხლეში, ყოველივე ნებით თუ უნებლიეთ ჩადენილი ცოდვისათვის პატიებას შესთხოვდნენ და საბოლო ბრძოლაში ასე გადაეშვებოდნენ გულ-მკერდ გამართულები, თავი და გორი რომ არ შეერცხვინათ. მაგრამ ამაზე ზემოთ არაფერია ნათქვამი და შესაძლოა მკითხველი გაურკვევლობამ მოიცვას, ვერ აღიქვას ის, რასაც მე და შენ აღვიქვამდით, კერძოდ, - რომ ისინი ზემოთ ჩემგან თმულს აუილებლად მოიმოქმედებდნენ და ამიტომაც - მაგრამ უფალმა უსმინათ. ვიმედოვნებ მიმიხვდი იმას, რასაც ვსურვობ გადმოგცე სათქმელში მთიელო. შემოქმედებით და ცხოვრებისეულ წარმატებებს გისურვებ ჩემო კარგო. მამაზეციერი იყოს შენი შემწე და მფარველი ყოველ კეთილ წამოწყებაში.
პ.ს. დორიან გრეი-ვ, სამწუხაროდ, აქ ნაწერის გამუქება არ არის შესაძლებელი და ამდენად მანძილით გამოვყავი ჩვენს საუბართან არაფრით, გარდა ერთისა, დაკავშირებული სათქმელი მიშასადმი. კერძოდ, მისი აქ დადბით შევეცადე დამენახებინა შენთვის, თუ როგორი უნდა იყოს მიმართვა მწერლისადმი, მისი ლექსის ავკარიანობაზედ საუბრისს. როდესაც ასე ხდება, მერწმუნე, მაშინ ლექსიც(თუ ეს მართლა აწიროა) გაიმართება, პოეზიის ქართული საგანძურიც მარგალიტებით შეივსება და მოავალიც გადარჩება ჩვენი დაბეჩავებული, მაგრამ სულგაუტეხავი სამშობლოსი... მჯერა, თუ, შენც ამ სულისკვეთებით არსებობ და გიღვიის ქართულ მკერდში გული, ვიმედოვნებ, რომ ჩემს წერილს ჭკუის სწავლებად კი არა, დარიგებად მიიღებ. უფალი იყოს მარად შენთან...
ისევ შენ მიშავ. ნუ მიწყენ ჩემო კარგო, შენი კარ-მიდამო რომ გავიხადე სხვათათვის აზრის გადასაცემად. კეთილი სურვილებით. მოგესალმები უცნობო დორიან გრეი-ვ. საზოგადოა შენი (ნუ მიწყენ შენობით მომართვას, ვთვლი - მიმართვის ეს ფორმა მეტად აახლოებს ერთ-ურთს ადამიანთ) დასმული კითხვა და ამდენად თავს უფლებას მივცემ, ცოტა რამ ვთქვა შენთვის, გაჩენილი კითხვის განსაქარვებლად და საერთოდ ამ ლექსის შესახებ. აი შეხედე -

ისევ შენ მიშავ. ნუ მიწყენ ჩემო კარგო, შენი კარ-მიდამო რომ გავიხადე სხვათათვის აზრის გადასაცემად. კეთილი სურვილებით.
9. რამდენადმე გამართულია!!! :))) რამდენადმე გამართულია!!! :)))
8. შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინათ, რომ არცერთი არ შერცხვეს!..............ეს რამდენად გამართულია? შემოეალყა რუსი მათ ტყვიის აწვიმდა ცეცხლებს, მაგრამ უფალმა უსმინათ, რომ არცერთი არ შერცხვეს!..............ეს რამდენად გამართულია?
6. გაიხარეთ მიშაბატონო!
5
მოკითხვები!
გაიხარეთ მიშაბატონო!
5
მოკითხვები!
5. მე ძალიან მძაფრი განცდები და ემოციები - ტკივილი ან სიხარული - მაწერინებს ხოლმე ლექსებს, ბ ა კ უ რ ბ ა ტ ო ნ ო!!! თემებს დიდ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ!!! მთავრია, რას ვფიქრობ, რაზე ვფიქრობ, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ბოლო წლები, თვეები, დღეები და ლექსი უეცრად, ჩემდუნებურად დაიბადება ხოლმე!!
მოკითხვები ჩემგანაც, რიხიანო გურულო!!! :)))
მე ძალიან მძაფრი განცდები და ემოციები - ტკივილი ან სიხარული - მაწერინებს ხოლმე ლექსებს, ბ ა კ უ რ ბ ა ტ ო ნ ო!!! თემებს დიდ მნიშვნელობას ვერ ვანიჭებ!!! მთავრია, რას ვფიქრობ, რაზე ვფიქრობ, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ბოლო წლები, თვეები, დღეები და ლექსი უეცრად, ჩემდუნებურად დაიბადება ხოლმე!!
მოკითხვები ჩემგანაც, რიხიანო გურულო!!! :)))
4. აგვისტოს მერე ასეა... ქარსაც კი ძალას აცლის, ქრონიკის სუსხი და ნავსი იმ ორიათას რვა წლის!..
ეჰ!:(
აგვისტოს მერე ასეა... ქარსაც კი ძალას აცლის, ქრონიკის სუსხი და ნავსი იმ ორიათას რვა წლის!..
ეჰ!:(
3. ვახ ასეთ რამეებზე ვერაფრით მეწერინება ხოლმე!
და მივესალბები ყველას, ვისაც შეუძლია ასეთებზე ლექსები წეროს!
ეს აუცილებელია!
გაიხარე მიშა! ვახ ასეთ რამეებზე ვერაფრით მეწერინება ხოლმე!
და მივესალბები ყველას, ვისაც შეუძლია ასეთებზე ლექსები წეროს!
ეს აუცილებელია!
გაიხარე მიშა!
2. კიდევ ერთი ლამაზი საგალობელი ჩვენი ბიჭების გმირობას...
წმინდაა ეს ადგილები, ყველგან სისხლებად ჟონავს, ძვლები შინდისის გმირების და მხილველსა გვრის ჟრჟოლას!..
გამაჟრჟოლა...
ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც, როგორც სჩვევიათ გმირებს, სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!..
ვდუმვარ...
კიდევ ერთი ლამაზი საგალობელი ჩვენი ბიჭების გმირობას...
წმინდაა ეს ადგილები, ყველგან სისხლებად ჟონავს, ძვლები შინდისის გმირების და მხილველსა გვრის ჟრჟოლას!..
გამაჟრჟოლა...
ჰოდა, აღსრულდნენ კიდევაც, როგორც სჩვევიათ გმირებს, სულებს ცა უძღვნის დიდებას, მიწა უკოცნით პირებს!..
ვდუმვარ...
1. კარგი და პატრიოტული ლექსია!!!
:( სამწუხარო რეალობაა ასახული...
ღმერთმა გვაშოროს მსგავსი ომი კიდევ... კარგი და პატრიოტული ლექსია!!!
:( სამწუხარო რეალობაა ასახული...
ღმერთმა გვაშოროს მსგავსი ომი კიდევ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|