ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირენ_
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2010


შენ

შავბნელ ოთახში ოქროს სხივებს თითებით იჭერ
და მერე ხატავ დასასრულის დასაწყის,ალბათ
უმიზნოდ ეძებ შენს ბალიშზე დარჩენილ სითბოს
მიზანს ისახავ...
  რომ მოვა ჟამი  შენს ოთახში გადაწევ ფარდებს,
  მზე კი შემოვა,დაბრუნდება ისევ ძველი დრო,
გამოფხიზლდება მტვრით შეჭმული ძველი სახლი
და მაშინ მიხვდები,რომ შენს გვერდით გინდა მეც ვიყო.
 
ეგ როიალიც გაგახსენებს შორეულ ჰანგებს,
ყვითელ ფოთლებად დაღვენთილა ოქტომბრის სითბო,
ნეტავ იცოდე,როგორ მინდა შენს კართან ვიდგე
შენ კი არ მკითხო
რატომ წავედი,ანდა მოსვლა რატომ გავბედე,
შემოდგომის მზე ტანზე მჭიდროდ შემოვიხვიე,
შენი ტკივილი ათასფერად რატომ დავხატე
და ეს ფიქრებიც უსასრულოდ შემოვიჩვიე...

შენ კი ზიხარ და ბნელ ოთახში მზის სხივებს იჭერ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები