ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვიქტორ ნავარა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2010


ვერ დავივიწყებ

ვერ დავივიწყებ მე შენს თვალებს, ასე ბედნიერს,
თითქოს ფარული მზრუნველობით რომ მუდამ მლოცავს,
ვერ დავივიწყებ შენი ბაგის ჯადოსნურ იერს,
ვერ დავივიწყებ ვერასოდეს იმ პირველ კოცნას.

ვერ დავივიწყებ მე სიმაღლეს შენი სულისას,
მუდამ განმსჭვალულს და მონათლულს ღვთიური გრძნობით,
ვერ დავივიწყებ მე იმ სითბოს შენი გულისას,
სითბოს, რომელიც უსასრულოდ ჩემს გულთან მოდის.

ვერ დავივიწყებ მაგ თითების უკვდავ სინაზეს,
რომელთა ცქერა მუდამ მიღძრავს შეხების სურვილს,
ვერ დავივიწყებ უსასრულო ფიქრსაც იმაზე,
თუ როგორია სიახლოვე მაგ ფაქიზ სულის.

ვერ დავივიწყებ ვერც იმ სურნელს შენი სხეულის,
რომელიც ვარდის სურნელსა ჰგავს, მუდამ მაბრუებს.
ვერც იმ სიხარულს განწირული სულის ეულის,
რომელსაც ერთი შენი სიტყვაც უკან აბრუნებს.

ვერ დაგივიწყებ თუნდ ვიტირო, მუდამ დღედაღამ,
ვერ ვუღალატებ ჩვენს ოცნების უკვდავ ბილიკებს,
ვერ დავივიწყებ სიყვარულის ცრემლს შენს თვალთაგან.
იმ უსპეტაკეს ერთ ცრემლსაც კი ვერ დავივიწყებ.

ვერ დავივიწყებ ვერც შენს ღიმილს სულ შვების მომგვრელს.
ვერ დავივიწყებ მაგ ქაოსურ დალალის  რხევას,
მოგელი  როგორც სატრფოს , როგორც  სულიერ  მოძმეს
ისევე, როგორც მარტოსული ადამი  ევას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები