ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირენ_
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2010


სიზმარი

მიდიხარ,მოდიხარ,ბოლთას სცემ ოთახს და
ფანჯრიდან ფანჯრამდე მოკლდება მანძილი.
სიზმარი, რომელიც შენ გუშინ გესიზმრა,
სიზმარი,რომელიც შენ დილით დახატე..
რომ თითქოს შენს ბაღში მოთოვა ვარდისფრად,
ზღვისფერ ჰორიზონტს მერცხლები ფარავდნენ..
ის ქალი,რომელიც ოდესღაც გიყვარდა,
მოვიდა შენთან და შენ კი არ ნახე...
ქარმა დარაბები უღმერთოდ გილეწა,
შპალერმა ოთახში ფერები იცვალა,
ხელები,რომლებსაც შენ ასე ეტრფოდი,
თითები,რომლებიც შენ ასე გიყვარდა
ესვენა უხმოდ და უბრალოდ მიყავდა
დინებას შორს შენგან...
შორს შენი სიზმრისგან...
მიდიხარ,მოდიხარ ბოლთას სცემ ოთახს და
ფერები დაკარგეს ოთახში კედლებმა,
  ქალი,რომელიც ოდესღაც გიყვარდა
  წავიდა უშენოდ წუხელის სიზმრიდან

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მიშო მეშვილდიშვილი ვულოცავთ დაბადების დღეს