უსაქმურმა ბაბაჭუამ ქსოვა იცის აჩა–ბაჩა, ერთი ძაფი ალთას მიდის, მეორე კი მიდის ბალთას. ბუტერბროდებს ბებო აჭმევს, თმას უვარცხნის, ტანზე აცმევს, ბოდიში და ღამღამობით ქოთანზედაც ბებო აჯენს. ან სძინავს და კოტრიალობს, ან უაზროდ ბორიალობს. ერთხელ ბებოს აწყენინა, ღამით თავი აძებნინა, თვითონ კარის მეზობელთან ჭორაობდა არხეინად. ბებო ძლიერ გაუჯავრდა, ხან ახტა და ხანაც დახტა, მერე აბგა მოიკიდა, თავის დასთან გადაბარგდა. დარჩა მარტო ბაბაჭუა, მშიერია, რა თქმა უნდა, ჩამოქსოვა აბლაბუდა, აჩა–ბაჩა, აბდა–უბდა. ბევრს ეცადა, როგორ არა! ასეც ხლართა, ისეც ხლართა, მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად ქსელში თვითონ გაიხლართა. ...ახლაც იქ ზის, ბებოს ელის, ის თუ არა, ვინ უშველის?!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ლელა, თქვენი პოეზია შემიყვარდა :) ეს ლექსიც უზომოდ მომეწონა, ძალიან-ძალიან კარგია! უზომოდ კარგი! :) ლელა, თქვენი პოეზია შემიყვარდა :) ეს ლექსიც უზომოდ მომეწონა, ძალიან-ძალიან კარგია! უზომოდ კარგი! :)
17. ბევრს ეცადა, როგორ არა! ასეც ხლართა, ისეც ხლართა, მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად ქსელში თვითონ გაიხლართა. ...ახლაც იქ ზის, ბებოს ელის, ის თუ არა, ვინ უშველის?!
ეს მეც წავიკითხე, მაგრამ ურაკის გაჭედილობის პერიოდში... ასე რომ ვერ (განა არ?) დავაკომენტარე და შევაფასე! :))))))))))))))
მომეწონა ეს ჩურჩუტელა ბაბაჭუა... :))) 5 ბევრს ეცადა, როგორ არა! ასეც ხლართა, ისეც ხლართა, მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად ქსელში თვითონ გაიხლართა. ...ახლაც იქ ზის, ბებოს ელის, ის თუ არა, ვინ უშველის?!
ეს მეც წავიკითხე, მაგრამ ურაკის გაჭედილობის პერიოდში... ასე რომ ვერ (განა არ?) დავაკომენტარე და შევაფასე! :))))))))))))))
მომეწონა ეს ჩურჩუტელა ბაბაჭუა... :))) 5
16. ეს ლექსი თავის დროზე წაკითხული და მოწონებულიც მაქვს, კომენტარი და შეფასების დასმა კი დამრჩენია...
555 ეს ლექსი თავის დროზე წაკითხული და მოწონებულიც მაქვს, კომენტარი და შეფასების დასმა კი დამრჩენია...
555
15. ნათი, გმადლობ კომენტარისთვის, ახლავე ვესტუმრები განათლებულ და წესიერ ობობას:)))) რაც შეეხება, რითმას, კი, ამ ლექსში ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემგან უნდა დავასვენო, მერე ვნახოთ:)))) ნათი, გმადლობ კომენტარისთვის, ახლავე ვესტუმრები განათლებულ და წესიერ ობობას:)))) რაც შეეხება, რითმას, კი, ამ ლექსში ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემგან უნდა დავასვენო, მერე ვნახოთ:))))
14. ნათი, გმადლობ კომენტარისთვის, ახლავე ვესტუმრები განათლებულ და წესიერ ობობას:)))) რაც შეეხება, რითმას, კი, ამ ლექსში ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემგან უნდა დავასვენო, მერე ვნახოთ:)))) ნათი, გმადლობ კომენტარისთვის, ახლავე ვესტუმრები განათლებულ და წესიერ ობობას:)))) რაც შეეხება, რითმას, კი, ამ ლექსში ყველაფერი წესრიგში არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე ჩემგან უნდა დავასვენო, მერე ვნახოთ:))))
13. დიდი შემარცხვენელი ვინმე ყოფილა ეს ბაბაჭუა,ერთადერთი ობობა მის გვარში, სადაც ყველა დანარჩენა ობობა ისე სიმეტრიულად,კოხტად ქსოვს აბლაბუდებს, კუთხეების გასუთფავება დაგენანება ადამიანს. ეს კი, გარდა იმისა, რომ აჩა-ბაჩა ქსოვს, თავის ნაცოდვილარშიც კი იხლართება,მაგრამ ბედი ჰქონია,მაინც ისეთ მშვენიერ ლექსებს "უქსოვენ"...
სამდღიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ,ობობები რომ მოვამრავლოთ საიტზე, (მე-8 კომენტარის ავტორის გულის გასახეთქად) :) მეც მოვიყვან ჩემს ობობას,მაგრამ ის ბაბაჭუასგან განსხვავებით განათლებული და წესიერია... :)
ერთი შენიშვნაც:
" ერთხელ ბებოს აწყენინა, ღამით თავი აძებნინა, თვითონ კარის მეზობელთან ჭორაობდა არხეინად."
ეს სტროფი ბაბაჭუასავით მოიკოჭლებს ცოტა (რითმაში)... ბაბაჭუას რაღა გამოასწორებს,მაგრამ, ამ სტროფს კი შეიძლება მოუაროთ,ძვირფასო ავტორო. :)
სიკეთით და ობობების სიყვარულით ობობათმცოდნე ნ.ჯ. დიდი შემარცხვენელი ვინმე ყოფილა ეს ბაბაჭუა,ერთადერთი ობობა მის გვარში, სადაც ყველა დანარჩენა ობობა ისე სიმეტრიულად,კოხტად ქსოვს აბლაბუდებს, კუთხეების გასუთფავება დაგენანება ადამიანს. ეს კი, გარდა იმისა, რომ აჩა-ბაჩა ქსოვს, თავის ნაცოდვილარშიც კი იხლართება,მაგრამ ბედი ჰქონია,მაინც ისეთ მშვენიერ ლექსებს "უქსოვენ"...
სამდღიანი ლიმიტის ამოწურვის შემდეგ,ობობები რომ მოვამრავლოთ საიტზე, (მე-8 კომენტარის ავტორის გულის გასახეთქად) :) მეც მოვიყვან ჩემს ობობას,მაგრამ ის ბაბაჭუასგან განსხვავებით განათლებული და წესიერია... :)
ერთი შენიშვნაც:
" ერთხელ ბებოს აწყენინა, ღამით თავი აძებნინა, თვითონ კარის მეზობელთან ჭორაობდა არხეინად."
ეს სტროფი ბაბაჭუასავით მოიკოჭლებს ცოტა (რითმაში)... ბაბაჭუას რაღა გამოასწორებს,მაგრამ, ამ სტროფს კი შეიძლება მოუაროთ,ძვირფასო ავტორო. :)
სიკეთით და ობობების სიყვარულით ობობათმცოდნე ნ.ჯ.
12. მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად ქსელში თვითონ გაიხლართა. :)) ეეეს რა კარგი იყოო :D:D:D
უსაყვარლესი ლექსია, უსაყვარლესიიი :-* მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად ქსელში თვითონ გაიხლართა. :)) ეეეს რა კარგი იყოო :D:D:D
უსაყვარლესი ლექსია, უსაყვარლესიიი :-*
11. ძვირფასო ავტორო! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თქვენს მიერ შემოთავაზებული სიტყვის იმ ფორმისა, რაც აღვნიშნე, პირიქით, ვთქვი, იმედია, ეს პრობლემას არ შეუქმნის-მეთქი...რითმაც იხდენს...
ამ გემრიელი ლექსისთვის კი დიდი მადლობა! წავიღებ დღიურში! ძვირფასო ავტორო! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო თქვენს მიერ შემოთავაზებული სიტყვის იმ ფორმისა, რაც აღვნიშნე, პირიქით, ვთქვი, იმედია, ეს პრობლემას არ შეუქმნის-მეთქი...რითმაც იხდენს...
ამ გემრიელი ლექსისთვის კი დიდი მადლობა! წავიღებ დღიურში!
10. დიდი მადლობა ყველას. გიო და ჯინა, რადგან გურულები ხართ, ეს თქვენ:
უკრიმანჭულებს შემოდგომას ეზოში შაშვი, ყანაში სიმინდს ყაბალახი წაუკრავს თავზე, და იზაბელა, ონავარი, როგორც ციცაი, დაუკითხავად აპარულა მეზობლის ნაძვზე. შემთვრალი ქარი ფირალივით გაჭრილა ტყეში, გახელებული მაჭრისაგან ფიშტოს დაიხლის, წამოგორდება ოდის კართან სავსე გიდელი, წვება საღამო, გადამვრალი ყაზილარივითყ:))))))))))
ჯინა, ნამდვილად, აჯენს კუთხურია და არა ლიტერატურული, (ისევე, როგორც ბაბაჭუა), მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ასე დავტოვო:))) დაისს: ეს ბაბაჭუა იმ ხოჭოს შვილი არა,მაგრამ ნათესავი ნამდვილადაა:))))))))) კეთილი სურვილებით:) დიდი მადლობა ყველას. გიო და ჯინა, რადგან გურულები ხართ, ეს თქვენ:
უკრიმანჭულებს შემოდგომას ეზოში შაშვი, ყანაში სიმინდს ყაბალახი წაუკრავს თავზე, და იზაბელა, ონავარი, როგორც ციცაი, დაუკითხავად აპარულა მეზობლის ნაძვზე. შემთვრალი ქარი ფირალივით გაჭრილა ტყეში, გახელებული მაჭრისაგან ფიშტოს დაიხლის, წამოგორდება ოდის კართან სავსე გიდელი, წვება საღამო, გადამვრალი ყაზილარივითყ:))))))))))
ჯინა, ნამდვილად, აჯენს კუთხურია და არა ლიტერატურული, (ისევე, როგორც ბაბაჭუა), მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ ასე დავტოვო:))) დაისს: ეს ბაბაჭუა იმ ხოჭოს შვილი არა,მაგრამ ნათესავი ნამდვილადაა:))))))))) კეთილი სურვილებით:)
9. გიო, ჩემო კარგო! როგორ დავჩაგრავ გურულებს - გურული ვარ თავად! გიო, ჩემო კარგო! როგორ დავჩაგრავ გურულებს - გურული ვარ თავად!
8. ვაიმმმე ობობები... :| ვაიმმმე ობობები... :|
7. ჯინა ნუ ჩაგრავ გურულებს =)). წარმატებები ავტორს ჯინა ნუ ჩაგრავ გურულებს =)). წარმატებები ავტორს
6. უშველე, ბებო, უშველე! რა ვუყოთ, რომ სულელია, ეგებ, დაჭკვიანდეს!..
("აჯენს", ეგებ, სადავო ფორმა იყოს, რადგან კუთხურია - იმერულ-გურული, ლიტ.ფორმაა - სვამს, მაგრამ რითმისთვის გახდა, ალბათ, საჭირო...მგონი, ეს პრობლემას არ შეუქმნის) უშველე, ბებო, უშველე! რა ვუყოთ, რომ სულელია, ეგებ, დაჭკვიანდეს!..
("აჯენს", ეგებ, სადავო ფორმა იყოს, რადგან კუთხურია - იმერულ-გურული, ლიტ.ფორმაა - სვამს, მაგრამ რითმისთვის გახდა, ალბათ, საჭირო...მგონი, ეს პრობლემას არ შეუქმნის)
4. საყვარელი ბაბაჭუა :) საყვარელი ბაბაჭუა :)
2. ბევრს ეცადა, როგორ არა! ასეც ხლართა, ისეც ხლართა, მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად ქსელში თვითონ გაიხლართა.
მარტო ბაჭაჭუები რომ იყვნენ ასეთები, რა გვიჭირდა :)
იმ დებილი მამა ხოჭოს ბავშვია ეს ბაჭაჭუა? :) :) :) ბევრს ეცადა, როგორ არა! ასეც ხლართა, ისეც ხლართა, მაგრამ მაინც ბუზის ნაცვლად ქსელში თვითონ გაიხლართა.
მარტო ბაჭაჭუები რომ იყვნენ ასეთები, რა გვიჭირდა :)
იმ დებილი მამა ხოჭოს ბავშვია ეს ბაჭაჭუა? :) :) :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|