ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2010


ეტიუდი

მიყვარს დრო
მარტოობიდან მარტოობამდე, -
დრო ამოსუნთქვა და თან საუკუნე...
თუ განვიკურნე,
მსოფლიო ქაოსს თუ შევერიე,
იქნებ შევიძლო წინაპართა საფლავებამდე
ცრემლის სიმძიმე მივიტანო.
იქნებ მოვახერხო ისიც,
შვილიშვილები ჩემსა და მეუღლეს შორის ჩავისვა,
გვერდით შვილები ამოვიყენო
და თაობებს
ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათი დავუტოვო...
მიყვარს დრო
მარტოობიდან მარტოობამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები