ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პროზა
30 სექტემბერი, 2010


ფანჯრიდან დანახული თბილისის ზამთარი

(ჩანახატი)

      ირიბად თოვს... ძალიან სწრაფად და თავგამეტებით მოდიან ვარსკვლავა ფიფქები... ფანჯრიდან ვიყურები და შენზე ვფიქრობ... მინდა შენც აქ იყო და ჩემთან ერთად დაინახო, რომ ისე არაფერს უხდება თოვლი, როგორც ნაძვებს... ასე მგონია თეთრი, კუწუბოებაპრეხილი კაბები აცვიათ და სადაცაა აცეკვდებიან...
      ძალიან ლამაზია ფანჯრიდან დანახული თბილისის ზამთარი, მაგრამ ბეღურები მეცოდებიან ყველაზე მეტად... ალბათ გათოშილი აქვთ პაწია ფეხუნები... პურის ნაჭრებს ვუყრი ფანჯრიდან და გუნდად ესევიან ნაწყალობევს...
    ისევ რაფაზე ვარ დაყრდნობილი და გარეთ, თოვლში, მხოლოდ შენთან ერთად სეირნობა მინდა, მაგრამ რაკი უსასრულოდ შორს ხარ, ვიხსენებ რომ ყველაზე მეტად ამ თოვლივით თეთრი ფერი გიყვარს...
    აი ახლა, ნეტავ ხედავდე, ბავშვებს ფუმფულა ცუგა გამოუბამთ მარხილზე, მისრიალებენ და ცუგასაც სხვა რა გზა აქვს, მისდევს ბუთქუნა თათებით... რა საყვარელი სურათია...
. . . . . . . . . . . . . . . . .
მამას ლექსს წაგიკითხავ, მე რომ დამიწერა:

ზამთარი ჩვენში ეშხში შესულა,
ხაშური თოვლმა უკვე მოფარა,
მაშ შენ რადა ხარ ასე ჭრელჭრულა,
ჩემი იმედის სინდიოფალავ.

      თბილისის ზამთარიც ეშხშია შესული და ამ თოვლიან სიცივეში, მაინც შენარჩუნებული სულის ჭრელაჭრულა ფერებით გეფერები ძალიან, ძალიან შორიდან, შენი საყვარელი თეთრი ქალაქიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები