“პეიზაჟი ვარ,” თქვა კაცმა, “პეიზაჟი და იქ მოსეირნე ადამიანი. საშინელი კლდეებია იმ ადგილებში, და ველები, ყავისფერი ერთფეროვნებით თავისებურად კმაყოფილი. განსაკუთრებით უჩვეულო მიწისქვეშა მღვიმეებია, უცაბედად შიშისმომგვრელი, მცირე ზომის და სახიფათო სიღრმეების.” “ვიცი,” თქვა ქალმა. “როცა ვაპირებ გავისეირნო საკუთარ თავში, თითქოს ერთ-ერთი მშვენიერი საღამო იყოს, გულმავიწყობით, ადრე თუ გვიან მივადგები ადგილს, სადაც ისლი და თეთრი ყვავილების ბუჩქები, ალბათ ტეგანი, საზღვარს მონიშნავს და ვიცი, რომ იმის იქით მხოლოდ ჭაობია, რომ შეუძლია ჩაგითრიოს და მობუყბუყე ლაფში დაგახრჩოს.” “ერთი ბებერი ძაღლი გვყავდა,” თქვა კაცმა, “როცა პატარა ბიჭი ვიყავი, კარგი ძაღლი, მოსიყვარულე. ოღონდ თავზე ჰქონდა იარა. თუ შემთხვევით შეეხებოდი, უცებ ყეფით მოგახტებოდა და გიკბენდა. ერთ ბავშვს უკბინა, მოუწიათ ვეტერინართან წაეყვანათ და მოეკლათ.” “არავინ იცის, ეს სადაა,” თქვა ქალმა, “და შემთხვევითაც ვერ შეეხება. ჩემი მიწაწყლის შიგნითაა, და მხოლოდ თვითონ, როცა ცხოვრების გზას გავდივარ, ჩაფიქრებული, ჩემს ბორცვებს ვკვეთავ, და საკუთარი ტყის ხავსზე მძინავს, მხოლოდ მე თვითონ გაუფრთხილებლად ვეხები მას, და საკუთარი თავისკენ ვხტები – “ “ან უკან იხევ ზუსტად დროზე.” “ჰო, ასე ვსწავლობთ, რომ შიში არა, ტკივილია, რაზეც ვსაუბრობთ: ეს ადგილები ჩვენს შიგნით, როგორც შენი ძაღლის იარა, სამუდამო ჭრილობებია და დრო მათ ვერასდროს, ვერასდროს კურნავს.”
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. http://www.youtube.com/watch?v=iO7ySn-Swwc&list=FLPcNBlsjnEDJa_Bwc8jMzuw&index=2 http://www.youtube.com/watch?v=iO7ySn-Swwc&list=FLPcNBlsjnEDJa_Bwc8jMzuw&index=2
18. აქ ზედმეტი არაფერია და საერთოდაც საუკუნის ლექსია ეს :| აქ ზედმეტი არაფერია და საერთოდაც საუკუნის ლექსია ეს :|
17. საკმაოდ საინტერესო მეჩვენა საკუთარ მე-ში "არქეოლოგიური გათხრები"... ადგილ-ადგილ რაღაცეები მეზედმეტა, თუმცა, საერთო ჯამში მომეწონა, განწყობაც მოიტანა და ფსიქოლოგიურ სიღრმეშიც "მაყვინთინა"... საკმაოდ საინტერესო მეჩვენა საკუთარ მე-ში "არქეოლოგიური გათხრები"... ადგილ-ადგილ რაღაცეები მეზედმეტა, თუმცა, საერთო ჯამში მომეწონა, განწყობაც მოიტანა და ფსიქოლოგიურ სიღრმეშიც "მაყვინთინა"...
16. მადლობა ამ ნაწერისთვის.. მადლობა ამ ნაწერისთვის..
15. კრისტიან მსიამოვნებ როდესაც გკითხულობ, ნაღდად სხვა განზომილებაა, გაქვს ჩავარდნები მაგრამ ეგ ჩავარდნებიც საერთოდ სხვა განზომილებაში ხდება, მოკლედ კარგი მწერალი ხარ შენ, ძალიან, ამისთვის დაბადებული. კრისტიან მსიამოვნებ როდესაც გკითხულობ, ნაღდად სხვა განზომილებაა, გაქვს ჩავარდნები მაგრამ ეგ ჩავარდნებიც საერთოდ სხვა განზომილებაში ხდება, მოკლედ კარგი მწერალი ხარ შენ, ძალიან, ამისთვის დაბადებული.
14. “ან უკან იხევ ზუსტად დროზე.” “ჰო, ასე ვსწავლობთ, რომ შიში არა, ტკივილია, რაზეც ვსაუბრობთ"
ვსწავლობთ?! .. “ან უკან იხევ ზუსტად დროზე.” “ჰო, ასე ვსწავლობთ, რომ შიში არა, ტკივილია, რაზეც ვსაუბრობთ"
ვსწავლობთ?! ..
13. ეს ადგილები ჩვენს შიგნით, როგორც შენი ძაღლის იარა, სამუდამო ჭრილობებია და დრო მათ ვერასდროს, ვერასდროს კურნავს.
ვერასდროს ვერასდროს კურნავს... :) ეს ადგილები ჩვენს შიგნით, როგორც შენი ძაღლის იარა, სამუდამო ჭრილობებია და დრო მათ ვერასდროს, ვერასდროს კურნავს.
ვერასდროს ვერასდროს კურნავს... :)
12. თუ საკუთარ თავს კარგად არ იცნობ ვერასდროს მიიღებ სიამოვნებას სხვისგან ეს ასოციაცია გამოიწვია ჩემში რატომღაც
თუ საკუთარ თავს კარგად არ იცნობ ვერასდროს მიიღებ სიამოვნებას სხვისგან ეს ასოციაცია გამოიწვია ჩემში რატომღაც
11. თუ საკუთარ თავს კარგად არ იცნობ ვერასდროს მიიღებ სიამოვნებას სხვისგან ეს ასოციაცია გამოიწვია ჩემში რატომღაც
თუ საკუთარ თავს კარგად არ იცნობ ვერასდროს მიიღებ სიამოვნებას სხვისგან ეს ასოციაცია გამოიწვია ჩემში რატომღაც
10. "გავისეირნო საკუთარ თავში"- საინტერესოა ეს ფრაზა! "გავისეირნო საკუთარ თავში"- საინტერესოა ეს ფრაზა!
7. ყოველთვის ველოდები შემდეგს ყოველთვის ველოდები შემდეგს
6. მომეწონაა
555 მომეწონაა
555
5. ამისთვის შემოვედი...
"...როგორც შენი ძაღლის იარა...როგორც შენი ძაღლის იარა..."
ამისთვის შემოვედი...
"...როგორც შენი ძაღლის იარა...როგორც შენი ძაღლის იარა..."
3. შიგნით შეყავხარ, სულის სიღრმეებისაკენ, ფსიქო-ლირიულ ლაბირინთში... იქ კი ყოველთვის საინტერესოა!... 555 შიგნით შეყავხარ, სულის სიღრმეებისაკენ, ფსიქო-ლირიულ ლაბირინთში... იქ კი ყოველთვის საინტერესოა!... 555
2. aq finalur nawilze merxeva yovel wakiTxvaze! aq finalur nawilze merxeva yovel wakiTxvaze!
1. ..
ძალიან მაგარია..
მხოლოდ.. მგონი.. "ბორცვებს ვკვეთ".. ამ კონტექსტში.. ზუსტად არ ვიცი.. ..
ძალიან მაგარია..
მხოლოდ.. მგონი.. "ბორცვებს ვკვეთ".. ამ კონტექსტში.. ზუსტად არ ვიცი..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|