ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შოთა.ორდენიძე
ჟანრი: იუმორისტული
24 სექტემბერი, 2010


სასაცილო თუ სატირალი?

დროთა ცვლამ და ჟამთა ბრუნვამ, ხალხიც გააბრუა მგონი
ხოდა ჩვენშიც ზოგიერთმა არ დაუდო არვის ტოლი.
  მე ამ ლექსით ძველს და ახალს გავუკეთებ შედარებას,
  დანარჩენი თქვენზე იყოს, აზრის თქმაც და შეჯამებაც.
ძველად თურმე კარგკაცობას აფასებდნენ კაცის გულით,
ახლა მისი ვაჟკაცობა იზომება ჯიბის ფულით,
სქელი ჯიბე კარგი არის, პატივს სცემენ ყველგან თითქმის
ხოლო ვისაც ფული არ აქვს, მასზე სიტყვაც კი არ ითქმის.
    დიდი შრომა სჭირდებოდა ძველ დროს კაცის დიდკაცობს,
    უქნარას და უსარგებლოს აბრალებდნენ დიაცობას.
    ახლა ვისაც ჯიპები ჰყავთ დიდი კაციც იმათ ჰქვიათ,
    მაგრამ თავის დიდკაცობის თვითონაც ვერ გაუგიათ.
    ახლა მრავალ მატყუარას მოვიძიებთ ქალაქში,
    აქეთ ვიღაც აფერისტი იხედება ყავაში,
    იქით კიდევ კიბოს არჩენს, ათასნაირ წამლებს ჰყიდის,
    მოკლედ თავის გასატანად, თითქმის ყველაფერზე მიდის.
    ხოდა სწორედ ამაშია გაჭირვება ჩვენი ერის,
    ყველას თავის მუსიკა აქვს, ყველა თავის ნოტზე მღერის.
რა თქმა უნდა ეს კრიტიკა არ ეხება ყველა ქართველს,
ყველა შრომისმოყვარეს და თავის საქმის კარგად მმართველს.
    იმედი მაქვს დროის გასვლა ძველ რიტმებში დაგვაბრუნებს,
    რაც შეგვემთხვა გვაკმარებს და მეტად აღარ გაგვაბრუებს,
    სანთლის შუქით გაგვინათებს უფსკრულიდან ამოსავალს,
    მე კი კითხვას დაგისვავდით, ვიპოვით კი გამოსავალს?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები