ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გოდერძი ხიმიკაური
ჟანრი: პოეზია
27 სექტემბერი, 2010


ჭიმღა ... ხევსურულ კილოზე

ჭიმღასა თოვდა, თოლები
გახდოდა აცრემლილიო,
მონატრებოდა დაისი
ურ-იაღ-საამ-თბილიო.

ჭიმღას ცას ელვა მოუხდა,
გულს ნაცეკვ-დაკლაკნილიო,
კოხდა კაკალა, სოფელსა
არ გაეკარა ძილიო.

ცას ტყაპუჭ ვერ შაეკერა,
მოხუცს სუდარა თბილიო,
ბოლო ქოფაკიც მამკვდარა
მგელ-დათვზედ დაგეშილიო.

ჭიმღას სალამურ გადატყდა
ხმა ერთობ სიამტკბილიო,
უსურმაგულად დაიქცა
სხვებს ვერ გაეყოთ წილიო.

ჭიმღასა თოვდა, თოლები
გახდოდა აცრემლილიო,

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები