მოსწავლეობისას და სტუდენტობისასაც ვკითხულობდი და ვუყურებდი გოდერძი ჩოხელის კოლორიტულსამყაროიან პროზასა და ფილმებს და ერთი სული მქონდა, როგორმე გამეცნო მათი საოცრად ნიჭიერი ავტორი. რომანმა 'მგელმა" და ფილმმა "ადამიანთა სევდამ" ხომ სულ გადამიყვანა ჭკუიდან, შემითრია, შემისრუტა, შემიხვია თავის ბურუსიანსა და იდუმალ გარსში.
* * *
გასული საუკუნის 90-იანი წლები იყო, ერთხელაც, "შატილობაზე" წავედით უნივერსიტეტის სტუდენტები.
საათენგენობოდ, რელიგიური დღესასწაულების შენაცვლების მიზნით, დიდ და პომპეზურ სახალხო ზეიმს აწყობდნენ ხოლმე კომუნისტები ამ "შატილობისას". მთელი საქართველოს მასშტაბით მიიწვევდნენ სტუმრებს. ავიდოდნენ, დასცემდნენ კარვების ტყეს, გამართავდნენ კონცერტს, დაანთებდნენ კოცონს, წარმოთქვამდნენ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს მათსავე მიერ ხალხისაგან გამოცლილ ხევსურეთში, იღრევებდნენ, მოფენდნენ არღუნის წყალ-ჭალას ქალაქური ნაგვით და დაეშვებოდნენ მეორე დღეს ისევ დედაქალაქისაკენ.
"შატილობის" მეორე დილაა. მე, სევარიონ ნადირაძეს და პავლე ასპანიძეს, პახმელიაზე მყოფებს, რომელიღაც კარავში გვეღვიძება. ჩვენი მეოთხე მეგობარი, ბერდია (ტრისტან) არაბული არ ჩანს არსად. გამოვდივართ კარვიდან და ნისლახვეული შატილის საკვირველებას შევცქერით. უცებ ქვემოდან, მეზობელი კარვიდან, ბერდია მეძახის. თავადაც პახმელიაზეა. ისიც "საკბილოს" ეძებს.
მივედი. მივესალმე.
- წამოდი, გოდერძისთან წავიდეთ, აქვე, ქვედა კარავშია სადღაც, მივაგნებ, არაყი ექნება, - მეუბნება და ჩემს დაუყონებლივ თანხმობასაც იღებს.
გზაზე გადავდივართ და ქვევითკენ მივუყვებით. ვლაზღანდარობთ. ისეთი საამური დილაა, რომ მკვდარს გააცოცხლებს. ცისკენ აწვდილი კლდეები პრეისტორიულ უხუცესებს გვანან, თითქოს რაღაც ძველი და იდუმალი ისტორიების მოყოლას რომ ლამობენ ყოველი გამვლელისთვის. ცა ისეთი ლურჯი და გამჭვირვალეა, რომ იფიქრებ თავად ღმერთს მოუპირქვავებია თავისი მზერა დედამიწისკენო. შესამჩნევი სიგრილე სახეს სასიამოვნოდაც კი ელამუნება.
ბევრი არ გაგვივლია. ვხედავ, გზაზე ვიღაც საშუალო ტანისა და სიმაღლის, "ბუშლატიანი", მოშილიფებულ-მოტვრიანებულშარვლიანი კაცი მოდის არეული ნაბიჯით. ეტყობა პახმელიაზეა, ან სულაც უკვე 'შებრუნებული" - მოუსწრია საპახმელიოს მიღება. სახე უცინის კეთილი ღიმილით, მზერაში თითქოს მზე უდგას.
- აი, გოდერძიც, - ამბობს ბერდია და ერთმანეთს ესალმებიან. გვაცნობს მე და გოდერძის ერთმანეთს.
გაკვირვებული, გასახტავებული ვრჩები: მაშინ მწერლები ერთობ გაზულუქებულები იყვნენ, ლამის ლოგინებშიც კი შარვალ-კოსტუმიან-ჰალსტუხიანები იძინებდნენ. ჩვეულებრივ მოკვდავთათვის თავის გაყადრებაზე ხომ საუბარიც არ შეიძლებოდა. ამპარტავნებისა და ცუდმედიდურობის ბაცილა ერთნაირად ედებოდა დიდსაც და პატარასაც. ის კი, გოდერძი ჩოხელი, ეს პოპულარული კაცი, ისე სადად, მარტივად და უბრალოდ გამოიყურებოდა, რომ უნებურად სიყვარულითა და აღფრთოვანებით განგაწყობდა მისი პიროვნების მიმართ.
სუფრასთანაც მან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა თავისი ინტელექტითა და ნაკლები ხმაურით, იუმორით, გულის სითბოთი, რომელიც თითქოს სხეულში ვერ ეტეოდა და, მზის სხივებივით, ადამიანებისაკენ გამოიფრქვეოდა.
შატილიდან დედაქალაქში ჩამოსულმა იქაური შთაბეჭდილებები ლექსად დავწერე. ლექსი, რა თქმა უნდა, გოდერძი ჩოხელს ეძღვნებოდა:
შატილობა
გოდერძი ჩოხელს
ცაზე სინაზე გაწვა ბალღური, არსად ღრუბლების შავი მანდილი, სევდიან ლექსებს მღერის არღუნი, ცრემლიან თვალებს იწმენდს შატილი!..
ამოდის მთვარე - ვარსკვლავთ წაწალი, ჩამოურიგებს მთებს ვერცხლის ჩოხებს, ჩვენთან მოიყვანს ძმობის ბაწარი, მგლებში ჩავარდნილ გოდერძი ჩოხელს!..
და დამთვარდება იქ შატილობა, სად დაიწყება ბილწთა დღეობა, რომ არ გამრთელდეს ისევ ჭრილობა და კვლავ არ იგრძნოს გულმა ტყვეობა!..
* * *
უკვე დამთავრებული მაქვს უნივერსიტეტი, ინსტიტუტში ვმუშაობ, დაცოლ-შვილებული ვარ და ვარკეთილში ვცხოვრობ.
ტრისტან მახაურმა ვაჟაობაზე დამპატიჟა ჩარგალში - რას არ წავიდოდი!
ვაჟაობამ, თუმცა ცოტა უღიმღამოდ, მაგრამ მაინც ჩვეულ რიტმში ჩაიარა. ბანკეტი სტუმრებისთვის მაღაროსკარში, მწერლისა და მკვლევარის, კარგი და აქტიური ფშაველი კაცის ირაკლი გოგოლაურის სახლში გაიშალა.
გოდერძიც იქაა. ასეთი მოკრძალებული ადამიანი ალბათ, ცოტა თუა იმ კრებულში, ლამის ბოლო მივიდა სუფრასთან. ახლო-ახლო ვსხედვართ, სვამს და ხალისობს, ყვება საინტერესო, კურიოზულ ამბებს თავისი სარეჟისორო მოღვაწეობიდან და გულიანად გვაცინებს. არეულობის დროა, სამხედრო-კრიმინალური გადატრიალების შემდგომი პერიოდი და სევდა მაინც გამოერევა ხომე მის ნალაპარაკევში, ვატყობ, უკმაყოფილოა არსებული რეალობით, თუმცა რადიკალურად არ გამოხატავს სათქმელს - სევდით ებრძვის სამშვინველში ჩაგუბებულ უკმაყოფილოებას...
დედაქალაქისაკენ მომავლები ავტობუსის უკანა სავარძელზე ვსხედვართ და ჩემს მიერ მასპინძლის სახლიდან წამოღებული ღვინის სმას ვაგრძელებთ.
თბილისში გვიან ჩამოვდივართ. მე მას ჩემთან, სახლში ვეპატიჟები. მეთანხმება. შინ მისულებს ბევრი აღარ დაგვილევია, ისედაც უკვე საკმაოდ მთვრალები ვართ. ვიძინებთ.
მეორე დილით მაცივრიდან ღვინო გამომაქვს და პახმელიაზე გამოვდივართ. საოცრად კმაყოფილია ჩემს ოჯახში სტუმრობით, ენაწყლიანობს. ეფერება ბავშვებს.
ბოლოს მეტროსკენ ვაცილებ. სანამ მეტროსთან მივალთ, "ხრუშჩოვკები" უნდა გავიაროთ, რომლებშიც იმ პერიოდში რატომღაც უდიდესი უმრავლესობა სომხები ცხოვრობდნენ. სიარულში სწორედ ამის შესახებ ველაპარაკები . უცებ ერთი კორპუსის სადარბაზოდან პატარა ჯიშის ძაღლი გამოხტება და ისეთი გაკაპასებით უყეფს გოდერძის, რომ ლამის ზედ შეახტეს:
- უყურე ამას, - ამბობს ის ღიმილით, - სომხის ძაღლიც კი მერეკება თბილისიდან!..
ორივეს გულიანად გვეცინება.
ჩავდივართ მეტროში. გოდერძი მთელ მუჭა ჟეტონებს ყიდულობს, ერთ ცალს თავისთვის იტოვებს, დანარჩენს კი მე მაჩეჩებს, ჯიბეში მიყრის და ჩემს უარსა და გაოცებას არაფრად აგდებს:
- გქონდეს, ერთ კვირას მაინც გეყოფა სასიარულოდ...
* * *
დიღმის მასივში, საავადმყოფოებისაკენ, მივდივართ მე და სევარიონ ნადირაძე რაღაც საქმეზე მანქანით. გავიხედე და ვხედავ გზაზე ვიღაცას კრემისფერი 08 გაუჩერებია, კაპოტი აუხდია და რაღაცას ჩალიჩობს. დავაკვირდი - გოდერძი ჩოხელია. ჩვენ მაშინვე გვერდზე მივუყენეთ ჩვენი მანქანა, გადმოვედით, მივესალეთ ერთმანეთს, ვკითხეთ, რა პრობლემა ქონდა.
გაუხარდა ჩვენი დანახვა, გაიცინა და ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა თქვა:
- არ ვიცი რა ჭირს ამ უპატრონოს, აღარ იქოქება. ეგრეა, ბალღს მიყავს ხოლმე, გააფუჭებს რაღაცას, მოვა, გააჩერებს და მერე სადმე შუა გზაში გამომიხტება თავის დროზე გამოუსწორებელი ზადი. არადა, მე ამისა არაფერი ვიცი, ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ავხადე ეს კაპოტიც...
სამივეს გვეღიმება.
ჩვენ თავადაც დიდი ვერაფერი მცოდნეები ვიყავით ავტომობილის, თუმცა მაინც შევნიშნე, რომ იქნებ "ბენზონასოსის" ბრალია მეთქი!
რაკი მისი შეკეთება არ შეგვეძლო, ყველაზე იოლი გამოსავალი მოვძებნეთ. გოდერძი მნქანაში ჩავსვით, ჩვენ კი მივაწექით და მანქანაც დაიქოქა...
გაუხარდა და ახლა როგორ!
- წამოდით, სახინკლეში შევიდეთ, - გვეპატიჟებოდა გულიანად, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე გვქონდა და თავის გზას გავუყევით. მადლობებით გვაცილებდა, - იქნებ სახლში მაინც შემომიაროთ როდისმე...
* * *
თვითმკვლელობის მცდელობა ქონდა გოდერძი ჩოხელსო, რომ თქვეს, ტანში გამცრა - რა გულგრილები ვართ, სადამდე შეგვიძლია მივიყვანოთ ადამიანი!
დიდხანს არ გამომდიოდა შეგნებიდან ეს ინციდენტი და სულ გოდერძი ჩოხელის სულიერ ნატურას დასჩერებოდა ჩემი თვალთახედვა. ბოლოს ასეთი დასკვნა გამოვიტანე ჩემთვის: მისი ეს უკიდურესი დეპრესია ძირითადად, ალბათ, საქართველოში დატრიალებულმა ბოლო ტრაგიკულმა ამბებმა და ურთულესმა საყოფა-ცხოვრებო გარემომ განაპირობა-მეთქი და დავწერე მეორე ლექსი, რომელიც კვლავ გოდერძის მიეძღვნა და რომელშიც დავსვი კითხვა - იყო ეს თვითმკვლელობის მცდელობა, თუ ჩვენ ვკლავდით მასო:
მკვლელობა
გოდერძი ჩოხელს
თვითმკვლელობები გახშორდა ჩვენში, მწერალთა შორის, სიცოცხლის პინას არყოფნის მსუბუქი პინა წონის... სინათლე ვეღარ ჩანათის სულში სიბნელის ტევრებს, უჭირთ პოეტებს ცხოვრება, შიმშილით ღამის მთევრებს! უიმედობა გარემოს ისე იპყრობს და გარსავს, როგორც არაფერს არასდროს, ალბათ, არა-რა არსად. პოეტის ნერვი სუსტია, სათუთია და ნაზი, პოეტს სამშობლოს ტკივილი ზედ გულის ფსკერზე აზის. განიცდის მისი არსება დაკარგულსა და გაძრცვილს, წართმეულ თავისუფლებას - უმაღლეს ჯილდოს კაცის. მამულ-წყალს გასაჩუქრებულს, თუ მიტაცებულ მიწებს, ქვეყნის ყოველი უკუსვლა პოეტს დუელში იწვევს. მათხოვრის ძონძში ასხმული გზებზე ბავშვები მწერალს აღარ ანებებს სამზეო-წუთისოფლისთვის ცქერას. აუტანელი გარემო, გაუსაძლისი ჟამი შხამს და სამსალას თავაზობს თავის უძირო ჯამით. და ვეღარ უძლებს მსუბუქი ნერვი საწუხარს ამდენს, თავადაც უნდა შეძლებით ამირან-გმირს რომ გავდეს. მაგრამ მარტივი გზით მიდის, უმოკლეს ბილიკს ირჩევს, მიჰყვება კუპრის მდინარეს, უსვამს შავტარა ნიჩბებს. თავს იკლავს, ჯოჯოხეთიდან კვლავ ჯოჯოხეთში მიდის, არ უნდა, მაგრამ გაქცევის ნდომა ღრმაა და დიდი. რადგან ამსოფლად ყველასთვის თითქოს ზედმეტი არის, რადგან არავის ჭირდება მისი სიტყვა და ქნარი. გონება ვეღარ ერევა, გონება ვეღარ განსჯის ზაფრსა და უსაზღვროებას უკიდეგანო ტანჯვის. და წყდება ძაფი სიცოცხლის თუმცა საკუთარ ხელით, დიდ კითხვად შემობრუნდება: მაინც ვინ არის მკვლელი?..
* * *
გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების ამბავი საზღვარგარეთ მყოფს მომწვდა და მძიმედაც ჩამითუთქა სულ-გული.
მე მიყვარდა ეს ადამიანი, ეს პიროვნება, ეს მწერალი, ეს პოეტი, ეს რეჟისორი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ რომ ეცოცხლა, უამრავ ღირებულს შემატებდა ჩვენს სულიერ საგანძურს, ჩვენს კულტურას.
ახლა, მცხეთაში რომ ვარ, შევივლი ხოლმე დედათა მონასტერში მის საფლავზე, დავანთებ ერთფეხ სანთელს და უფალს მისი კრავივით დიდებული და მართალი სულის ლხენას ვთხოვ!
მჯერა, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვა და საიქიო ნეტარებას გვრის გოდერძი ჩოხელს - ამ ნაადრევად ჩაფერფლილ შემოქმედსა და მამულიშვილს!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
45. გუდამაყრელნი (გოდერძი ჩოხელს)
მთები ამღერდნენ, როგორც მაყრები, მიაგელვებენ მხედრები რაშებს. ერთად იბრძვიან გუდამაყრელნი, ხმლით შუაზე ჰკვეთენ თვით ყიზილბაშებს. მთებიც ამღერდნენ, როგორც მაყრები, ცაზე ცისკარი ვხედავ, ინთება. მღერის მინდია გუდამაყრელი, მამულს სიცოცხლე! გმირებს დიდება!
ეს იყო პირველი ლექსი, რომელიც ამ ახალ 2011 წელს დავწერე და იყოს აქ, გოდერძის თემაში, რამეთუ ეს ლექსი გოდერძის ეძღვნება-გუდამაყრელ მინდიას. :) გუდამაყრელნი (გოდერძი ჩოხელს)
მთები ამღერდნენ, როგორც მაყრები, მიაგელვებენ მხედრები რაშებს. ერთად იბრძვიან გუდამაყრელნი, ხმლით შუაზე ჰკვეთენ თვით ყიზილბაშებს. მთებიც ამღერდნენ, როგორც მაყრები, ცაზე ცისკარი ვხედავ, ინთება. მღერის მინდია გუდამაყრელი, მამულს სიცოცხლე! გმირებს დიდება!
ეს იყო პირველი ლექსი, რომელიც ამ ახალ 2011 წელს დავწერე და იყოს აქ, გოდერძის თემაში, რამეთუ ეს ლექსი გოდერძის ეძღვნება-გუდამაყრელ მინდიას. :)
43. წავიკითხე ეს ესკიზიც... "მე მიყვარდა ეს ადამიანი, ეს პიროვნება, ეს მწერალი, ეს პოეტი, ეს რეჟისორი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ რომ ეცოცხლა, უამრავ ღირებულს შემატებდა ჩვენს სულიერ საგანძურს, ჩვენს კულტურას.მცხეთაში რომ ვარ, შევივლი ხოლმე დედათა მონასტერში მის საფლავზე, დავანთებ ერთფეხ სანთელს და უფალს მისი კრავივით დიდებული და მართალი სულის ლხენას ვთხოვ!მჯერა, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვა და საიქიო ნეტარებას გვრის გოდერძი ჩოხელს - ამ ნაადრევად ჩაფერფლილ შემოქმედსა და მამულიშვილს!"
წავიკითხე ეს ესკიზიც... "მე მიყვარდა ეს ადამიანი, ეს პიროვნება, ეს მწერალი, ეს პოეტი, ეს რეჟისორი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ რომ ეცოცხლა, უამრავ ღირებულს შემატებდა ჩვენს სულიერ საგანძურს, ჩვენს კულტურას.მცხეთაში რომ ვარ, შევივლი ხოლმე დედათა მონასტერში მის საფლავზე, დავანთებ ერთფეხ სანთელს და უფალს მისი კრავივით დიდებული და მართალი სულის ლხენას ვთხოვ!მჯერა, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვა და საიქიო ნეტარებას გვრის გოდერძი ჩოხელს - ამ ნაადრევად ჩაფერფლილ შემოქმედსა და მამულიშვილს!"
42. გაუმარჯოს ელგუჯას! და მოკითხვები! "ცისკარზე" ჩემი ფუნაგორია გემახსოვრება შენ :) ამიტომ, იცი, ცხოვრებაში თავისით არასოდეს მივდგომივარ მის კარებს! თუ წაიღებთ და დაბეჭდავთ, მხოლოდ მადლობას თუ ვიტყვი! აქ სხვა მსგავსი ესკიზებიც მიდევს!.. გაუმარჯოს ელგუჯას! და მოკითხვები! "ცისკარზე" ჩემი ფუნაგორია გემახსოვრება შენ :) ამიტომ, იცი, ცხოვრებაში თავისით არასოდეს მივდგომივარ მის კარებს! თუ წაიღებთ და დაბეჭდავთ, მხოლოდ მადლობას თუ ვიტყვი! აქ სხვა მსგავსი ესკიზებიც მიდევს!..
41. ,,ცისკრისთვის'' გემეტება? ,,ცისკრისთვის`` გემეტება?
40. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია... :( ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია... :(
39. ლამაზი მოგონებაა შესანიშნავ ადამიანზე. ლექსიც როგორ კარგად გამოხატავს იმ დიდ გულისტკივილს, რაც იმ საშინელ მოვლენას ახლდა.
ჩემდა საბედნიეროდ, მეც მქონდა ამ საოცარ ადამიანთან ერთადერთხელ შეხვედრის ბედნიერება და არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება იგი. უბრალოდ, დაუვიწყარი იქნება ყოველთვის ქართველთათავის ეს სახელი და გვარი - გოდერძი ჩოხელი! ლამაზი მოგონებაა შესანიშნავ ადამიანზე. ლექსიც როგორ კარგად გამოხატავს იმ დიდ გულისტკივილს, რაც იმ საშინელ მოვლენას ახლდა.
ჩემდა საბედნიეროდ, მეც მქონდა ამ საოცარ ადამიანთან ერთადერთხელ შეხვედრის ბედნიერება და არასოდეს, არასოდეს დამავიწყდება იგი. უბრალოდ, დაუვიწყარი იქნება ყოველთვის ქართველთათავის ეს სახელი და გვარი - გოდერძი ჩოხელი!
38. მშვენივრად წერთ +5 მშვენივრად წერთ +5
37. მზერაში თითქოს მზე უდგას- არაჩვეულებრია... "მეტი ნათელი! მეტი ნათელი! მეტი ნათელი!!!"--- რატომღაც ტოლსტოის უკანასკნელი სიტყვები გამახსენდა... მზერაში თითქოს მზე უდგას- არაჩვეულებრია... "მეტი ნათელი! მეტი ნათელი! მეტი ნათელი!!!"--- რატომღაც ტოლსტოის უკანასკნელი სიტყვები გამახსენდა...
36. თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, თვალები არ ამომთხაროთ, ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ. რა ვიცი, იქნებ, თვალები სამარეშიაც დამჭირდეს, უთვალოდ მნახოს დედამა, ცხარე ცრემლებით ატირდეს. თუ მკვდარი მნახოთ, ყორნებო, ერთსა გთხოვთ, თქვენი ჭირიმეთ: როგორც არ უნდა გშიოდეთ, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, თვალები არ ამომთხაროთ, ეს ვაჟკაცობა იტვირთეთ. რა ვიცი, იქნებ, თვალები სამარეშიაც დამჭირდეს, უთვალოდ მნახოს დედამა, ცხარე ცრემლებით ატირდეს.
35. ძალიან მომეწონა, თბილი და მონატრებული ხსოვნისთვის, გოდერძი ჩოხელი დიდი პიროვნება იყო,რომელსაც ბედი თუ უბედობა,,თან დასდევდა სევდა, მადლობთ ილტოსპირელო, გაიხარე +5 ძალიან მომეწონა, თბილი და მონატრებული ხსოვნისთვის, გოდერძი ჩოხელი დიდი პიროვნება იყო,რომელსაც ბედი თუ უბედობა,,თან დასდევდა სევდა, მადლობთ ილტოსპირელო, გაიხარე +5
34. შესანიშნავი მოგონებაა დიდი ადამიანის!
555555555555555 შესანიშნავი მოგონებაა დიდი ადამიანის!
555555555555555
33. ბატონო მიხეილ, ცრემლები მომგვარა ამ არაჩვეულებრივმა ესკიზებმა "ჩვენი გოდერძი ჩოხელის" შესახებ... გამახსენა მისი თითოეული ნაწარმოები და ფილმი... ალბათ შეუძლებელია ისე გიყვარდეს ადამიანს სამშობლო,როგორც "ჩვენს გოდერძი ჩოხელს" უყვარდა... მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ... დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი ესკიზებისთვის... მართლაც ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ... გაიხარეთ! ბატონო მიხეილ, ცრემლები მომგვარა ამ არაჩვეულებრივმა ესკიზებმა "ჩვენი გოდერძი ჩოხელის" შესახებ... გამახსენა მისი თითოეული ნაწარმოები და ფილმი... ალბათ შეუძლებელია ისე გიყვარდეს ადამიანს სამშობლო,როგორც "ჩვენს გოდერძი ჩოხელს" უყვარდა... მისი შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი ვარ... დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი ესკიზებისთვის... მართლაც ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ... გაიხარეთ!
32. გოდერძი ჩოხელი ყოველთვის ხსოვნაში იქნება, ერთი ფრაზა გამახსენდა: "რატომ უნდა მოკვდეს ადამიანი, იმის გასაგებად რომ ის ცოცხალია" ++++++++++++++++++++++++++ გოდერძი ჩოხელი ყოველთვის ხსოვნაში იქნება, ერთი ფრაზა გამახსენდა: "რატომ უნდა მოკვდეს ადამიანი, იმის გასაგებად რომ ის ცოცხალია" ++++++++++++++++++++++++++
31. რაღაცნაირად ემოციური და სულიდან ამოსული ნაწერია.. +2 დავწერე და დადებითი ემოციებით შევსებულმა მადლობა გადაგიხადეთ :* რაღაცნაირად ემოციური და სულიდან ამოსული ნაწერია.. +2 დავწერე და დადებითი ემოციებით შევსებულმა მადლობა გადაგიხადეთ :*
30. ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ და ბედნიერად გიმყოფოთ მეგობრები!ამქვეყნიდან წასულებს, ხსოვნა და ნათელში ყოფნა!გმადლობთ! ღმერთმა დიდხანს გიცოცხლოთ და ბედნიერად გიმყოფოთ მეგობრები!ამქვეყნიდან წასულებს, ხსოვნა და ნათელში ყოფნა!გმადლობთ!
29. მართლა ბედნიერი ადამიანი ხართ, პირადად რომ იცნობდით ჩვენი დროის გუდამაყრელ მინდიას. ამ მშვენიერი ესკიზებისათვის დიდი მადლობა...კიდევ ერთი ლამაზი წახნაგი დამანახე ჩემი უსაყვარლესი მწერლისა...
ჩემი აზრით, სიცოცხლეში გოდერძი ჩოხელს არ ჰქონია იმხელა აღიარება და დაფასება, როგორსაც იმსახურებდა. საკურსო ნაშრომი უნდა დაგვეწერა ერთ რომელიმე თანამედროვე მწერალზე. მე ჩოხელის შემოქმედება ავირჩიე და იმ დღიდან მეც ნაძვივით ამომეზარდა მხრებზე მისდამი სიყვარული. ჩემს ნაშრომს "გუდამაყრელი მინდია" ვუწოდე და ლექტორს წარვუდგინე. სასაცილოდ არ ეყო: " მეტი ნორმალური მწერალი ვერავინ ნახეო?" გული ჩამწყდა. იმავე დღეს გავიგე გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების ამბავიც. მე რომ მის სამყაროში ასე ღრმად არ ჩამეხედა,იქნებ არ მომკვდარიყო_თქო, თავი დავიდანაშაულე. მეორე დღეს ლექტორმაც თითქმის იგივე მითხრა: "ცუდი ხელი გქონია, ჩემზე არასდროს არაფერი დაწეროო!"
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ გიყვართ "ჩემი გოდერძი ჩოხელი"... მართლა ბედნიერი ადამიანი ხართ, პირადად რომ იცნობდით ჩვენი დროის გუდამაყრელ მინდიას. ამ მშვენიერი ესკიზებისათვის დიდი მადლობა...კიდევ ერთი ლამაზი წახნაგი დამანახე ჩემი უსაყვარლესი მწერლისა...
ჩემი აზრით, სიცოცხლეში გოდერძი ჩოხელს არ ჰქონია იმხელა აღიარება და დაფასება, როგორსაც იმსახურებდა. საკურსო ნაშრომი უნდა დაგვეწერა ერთ რომელიმე თანამედროვე მწერალზე. მე ჩოხელის შემოქმედება ავირჩიე და იმ დღიდან მეც ნაძვივით ამომეზარდა მხრებზე მისდამი სიყვარული. ჩემს ნაშრომს "გუდამაყრელი მინდია" ვუწოდე და ლექტორს წარვუდგინე. სასაცილოდ არ ეყო: " მეტი ნორმალური მწერალი ვერავინ ნახეო?" გული ჩამწყდა. იმავე დღეს გავიგე გოდერძი ჩოხელის გარდაცვალების ამბავიც. მე რომ მის სამყაროში ასე ღრმად არ ჩამეხედა,იქნებ არ მომკვდარიყო_თქო, თავი დავიდანაშაულე. მეორე დღეს ლექტორმაც თითქმის იგივე მითხრა: "ცუდი ხელი გქონია, ჩემზე არასდროს არაფერი დაწეროო!"
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ გიყვართ "ჩემი გოდერძი ჩოხელი"...
28. მშვენიერია, გაიხარე 55555 მშვენიერია, გაიხარე 55555
27. "პახმელიაზე მყოფებს, რომელიღაც კარავში გვეღვიძება." :D:D:D
ვერ ვითმენ რაა :D ამაზე ნანა გაბუნიას (პიკოლოს) მონაყოლი გამახსენდა :D:D:D იმ სუფრაზე მყოფები კი მიხვდებიან რააც :D :-P ;) არა რაა!!! :D ნაჩვევი ყოფილხარ სხვის კარვებში გაღვიძებას :D:D:D
და ეს? :-O "ისიც "საკბილოს" ეძებს" :-O (ანუ, ორი "საკბილოს" მაძიებელი გაერთიანდა!!!)
მთებში, პახმელიაზე "საკბილოს" ძებნაა? :-? შეიძლება "საყელო" კი ყოფილიყო... ნუ, არყის სახით :-P ყელი რომ გაგესველებინათ, მაგარამ "საკბილოო"??? :-? ეხლა, შვლის ნუკრს თქვენ ვერ მოინადირებდით, "კბილი" რომ გაგეკრათ და... :-? ნუ რა ვიცი... რა ვიცი... მომიტევოს ავტორმა :D მეც "პახმელიაზე " ვარ და "საკბილო"-დ ეს შემრჩააა :D:D:D "პახმელიაზე მყოფებს, რომელიღაც კარავში გვეღვიძება." :D:D:D
ვერ ვითმენ რაა :D ამაზე ნანა გაბუნიას (პიკოლოს) მონაყოლი გამახსენდა :D:D:D იმ სუფრაზე მყოფები კი მიხვდებიან რააც :D :-P ;) არა რაა!!! :D ნაჩვევი ყოფილხარ სხვის კარვებში გაღვიძებას :D:D:D
და ეს? :-O "ისიც "საკბილოს" ეძებს" :-O (ანუ, ორი "საკბილოს" მაძიებელი გაერთიანდა!!!)
მთებში, პახმელიაზე "საკბილოს" ძებნაა? :-? შეიძლება "საყელო" კი ყოფილიყო... ნუ, არყის სახით :-P ყელი რომ გაგესველებინათ, მაგარამ "საკბილოო"??? :-? ეხლა, შვლის ნუკრს თქვენ ვერ მოინადირებდით, "კბილი" რომ გაგეკრათ და... :-? ნუ რა ვიცი... რა ვიცი... მომიტევოს ავტორმა :D მეც "პახმელიაზე " ვარ და "საკბილო"-დ ეს შემრჩააა :D:D:D
26. ბევრი თვითმხილველისგან მსმენია გოდერძი ჩოხელის შესახებ... მაგრამ ასე საინტერესოდ დანახულ-მოყოლილი არავისგან... ლექსები, როგორც ყოველთვის! შეუდარებელი! 555! ბევრი თვითმხილველისგან მსმენია გოდერძი ჩოხელის შესახებ... მაგრამ ასე საინტერესოდ დანახულ-მოყოლილი არავისგან... ლექსები, როგორც ყოველთვის! შეუდარებელი! 555!
25. მიხარია, რომ კიდევ ახსოვთ გოდერძი ჩოხელი და სანამ ქართველთა გენი მას არ დაივიწყებს იცოცხლებს ერი!!! მიშა მადლობა შენ მისი გახსენებისთვის!!! გაიხარე შენა!!! მიხარია, რომ კიდევ ახსოვთ გოდერძი ჩოხელი და სანამ ქართველთა გენი მას არ დაივიწყებს იცოცხლებს ერი!!! მიშა მადლობა შენ მისი გახსენებისთვის!!! გაიხარე შენა!!!
24. ძალიან საინტერესო და თავმდაბალი ადამიანი იყო გოდერძი ჩოხელი.ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება და უდიდეს პატივს ვცემ.თქვენც დიდი ადამიანი ბრძანდებით ბატონო მიშა.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ასეთი თბილი გახსენებისთვის. ძალიან საინტერესო და თავმდაბალი ადამიანი იყო გოდერძი ჩოხელი.ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება და უდიდეს პატივს ვცემ.თქვენც დიდი ადამიანი ბრძანდებით ბატონო მიშა.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ასეთი თბილი გახსენებისთვის.
23. მაგრამ მარტივი გზით მიდის, უმოკლეს ბილიკს ირჩევს, მიჰყვება კუპრის მდინარეს, უსვამს შავტარა ნიჩბებს. თავს იკლავს, ჯოჯოხეთიდან კვლავ ჯოჯოხეთში მიდის, არ უნდა, მაგრამ გაქცევის ნდომა ღრმაა და დიდი. 555 მაგრამ მარტივი გზით მიდის, უმოკლეს ბილიკს ირჩევს, მიჰყვება კუპრის მდინარეს, უსვამს შავტარა ნიჩბებს. თავს იკლავს, ჯოჯოხეთიდან კვლავ ჯოჯოხეთში მიდის, არ უნდა, მაგრამ გაქცევის ნდომა ღრმაა და დიდი. 555
22. ილტოსპირელო, ეს რა დიდი გულით დაგიწერია ამ დიდ ადამიანზე! რა ლამაზი, სევდიანი, მართალი მოგონებებია, "უკან" დამაბრუნა და ბევრი სახეები გამიცოცხლა... ლექსებიც რა საოცრად თბილი, ჩემთვის კი პირველ ლექსს უფრო გამოვარჩევდი. გაიხარე:) ილტოსპირელო, ეს რა დიდი გულით დაგიწერია ამ დიდ ადამიანზე! რა ლამაზი, სევდიანი, მართალი მოგონებებია, "უკან" დამაბრუნა და ბევრი სახეები გამიცოცხლა... ლექსებიც რა საოცრად თბილი, ჩემთვის კი პირველ ლექსს უფრო გამოვარჩევდი. გაიხარე:)
21. რა ბედნიერებაა პირადად რომ იცნობდით ამ წმინდა და ღირსეულ ადამიანს. რა ბედნიერებაა პირადად რომ იცნობდით ამ წმინდა და ღირსეულ ადამიანს.
20. გაიხასრე, მიშა! ძალიან მიყვარდა მეც გოდერძი ჩოხელი, თუმცა პირადად არ ვიცნობდი. 5 გაიხასრე, მიშა! ძალიან მიყვარდა მეც გოდერძი ჩოხელი, თუმცა პირადად არ ვიცნობდი. 5
19. რადგან ამსოფლად ყველასთვის თითქოს ზედმეტი არის, რადგან არავის ჭირდება მისი სიტყვა და ქნარი.
გოდერძი ჩოხელის მისამართით ამის თქმა უზედმეტესია. არც დაფასება და არც სიყვარული არ კლებია მის პიროვნებას და შემოქმედებას.
ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც უნდა ნუ დაიჯერებს: მიცვალებულ გოდერძი ჩოხელს სახე ვარდისფერი ქონდა
რადგან ამსოფლად ყველასთვის თითქოს ზედმეტი არის, რადგან არავის ჭირდება მისი სიტყვა და ქნარი.
გოდერძი ჩოხელის მისამართით ამის თქმა უზედმეტესია. არც დაფასება და არც სიყვარული არ კლებია მის პიროვნებას და შემოქმედებას.
ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც უნდა ნუ დაიჯერებს: მიცვალებულ გოდერძი ჩოხელს სახე ვარდისფერი ქონდა
18. რადგან ამსოფლად ყველასთვის თითქოს ზედმეტი არის, რადგან არავის ჭირდება მისი სიტყვა და ქნარი. გონება ვეღარ ერევა, გონება ვეღარ განსჯის ზაფრსა და უსაზღვროებას უკიდეგანო ტანჯვის.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სპეტაკი სული,თქვენ კი მადლობა ........ რადგან ამსოფლად ყველასთვის თითქოს ზედმეტი არის, რადგან არავის ჭირდება მისი სიტყვა და ქნარი. გონება ვეღარ ერევა, გონება ვეღარ განსჯის ზაფრსა და უსაზღვროებას უკიდეგანო ტანჯვის.
ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სპეტაკი სული,თქვენ კი მადლობა ........
17. გოდერძი ჩოხელიცა და რევაზ ინანიშვილიც ჩემი უსაყვარლესი მწერლები არიან. ძალიან ახლოს დგანან ჩემს სულთან. პირველ რიგში, სულმართალი და ვეებერთელა სიყვარულის მატარებელი ადამიანები იყვნენ, მუდამ სიკეთის ძიებაში გაფაციცებულნი, მოსაფერებლები, ,,დიდი ბავშვები''. ბედნიერი ბრძანდებით, გოდერძი ჩოხელს ასე ახლოს რომ იცნობდით! დრო მრავალ საუკეთესო შემოქმედს წარმოაჩენს მომავალშიც და თუ პირფერობაში არ ჩამითვლით, ამ მოგონების ავტორიც ერთ-ერთი მათგანია.(უკვე , აწმყოშივე). დიდი მადლობა! საუკეთესო სურვილებით გოდერძი ჩოხელიცა და რევაზ ინანიშვილიც ჩემი უსაყვარლესი მწერლები არიან. ძალიან ახლოს დგანან ჩემს სულთან. პირველ რიგში, სულმართალი და ვეებერთელა სიყვარულის მატარებელი ადამიანები იყვნენ, მუდამ სიკეთის ძიებაში გაფაციცებულნი, მოსაფერებლები, ,,დიდი ბავშვები``. ბედნიერი ბრძანდებით, გოდერძი ჩოხელს ასე ახლოს რომ იცნობდით! დრო მრავალ საუკეთესო შემოქმედს წარმოაჩენს მომავალშიც და თუ პირფერობაში არ ჩამითვლით, ამ მოგონების ავტორიც ერთ-ერთი მათგანია.(უკვე , აწმყოშივე). დიდი მადლობა! საუკეთესო სურვილებით
16. მეც ძალიან მიყვარს გოდერძი ჩოხელი. საინტერესო იყო ჩემთვის ამ მოგონებების კითხვა მეც ძალიან მიყვარს გოდერძი ჩოხელი. საინტერესო იყო ჩემთვის ამ მოგონებების კითხვა
15. სოლე.-ს!
ამ ზაფხულს დიდი ტრაგედია მოხდა პირიქ ხევსურეთში. იქ ერთი გარდაცვლილთაგანი ბერდია არაბულიც იყო (ღმერთმა ყველა აცხონოც!), ოღონდ ის ბერდია არაბული, რომელზეც მე ვყვები არის ჩემ ი მეგობარი ბარისახოელი ბერდია (ტრისტან) არაბული, არმენოლოგი, პოეტი და აწ სასაზღვრო ჯარების ოფიცერი. იგი ამჟამად საღ-სალამათია და ღმერთმა კარგადაც ამყოფოს ყოველთვის თავის ცოლ-შვილთან ერთად. სოლე.-ს!
ამ ზაფხულს დიდი ტრაგედია მოხდა პირიქ ხევსურეთში. იქ ერთი გარდაცვლილთაგანი ბერდია არაბულიც იყო (ღმერთმა ყველა აცხონოც!), ოღონდ ის ბერდია არაბული, რომელზეც მე ვყვები არის ჩემ ი მეგობარი ბარისახოელი ბერდია (ტრისტან) არაბული, არმენოლოგი, პოეტი და აწ სასაზღვრო ჯარების ოფიცერი. იგი ამჟამად საღ-სალამათია და ღმერთმა კარგადაც ამყოფოს ყოველთვის თავის ცოლ-შვილთან ერთად.
14. "მჯერა, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვა და საიქიო ნეტარებას გვრის გოდერძი ჩოხელს - ამ ნაადრევად ჩაფერფლილ შემოქმედსა და მამულიშვილს"...გაიხარე მეგობარო, ნამდვილი შემოქმედის ბედიც ასეთია რაც დრო გადის უფრო აქტუალური თემა ხდება, მისი პიროვნება და შემოქმედება. და არა პირიქით. მაგალითები ორივეგან თავსაყრელადაა. "მჯერა, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვა და საიქიო ნეტარებას გვრის გოდერძი ჩოხელს - ამ ნაადრევად ჩაფერფლილ შემოქმედსა და მამულიშვილს"...გაიხარე მეგობარო, ნამდვილი შემოქმედის ბედიც ასეთია რაც დრო გადის უფრო აქტუალური თემა ხდება, მისი პიროვნება და შემოქმედება. და არა პირიქით. მაგალითები ორივეგან თავსაყრელადაა.
13. ხანდახან როგორ გვჭირდება ასეთი აზრების ნავსაყუდელი, სულის მოსაბრუნებლად... გმადლობთ. ხანდახან როგორ გვჭირდება ასეთი აზრების ნავსაყუდელი, სულის მოსაბრუნებლად... გმადლობთ.
12. კარგი წერილია,ილტოსპირელო! განსაკუთრებით მომეწონა რომ გოდერძის"ჩემი გოდერძი ჩოხელი" უწოდეთ.აქედან უკვე ჩანს თქვენი სიყვარული ამ დიდი ქართველის მიმართ და რაც მასთან გაკავშირებდათ,მხოლოდ თქვენია.გმადლობთ,რომ გაგვიზიარეთ. გოდერძის თვითმკვლელობის მცდელობისაცა და გარდაცვალების ამბავიც, მეც უცხოეთში გავიგე და შემძრა. თუ არ ვცდები ამ ზაფხულს,წერილში ნახსენები,თქვენი ერთერთი მეგობარიც, ბერდია არაბული, დაიღუპა ავტოკატატასტროფაში?! ძალიან მინდა ვცდებოდე, რადგან მას ვიცნობდი და რომც არ მცნობოდა გული მაინც მეტკინებოდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევის გამო. 17წლის ვიყავი, 1983წელს( თუ არ მეშლება წელი),ბარისახოში მისი პოეზიის საღამო ჩატარდა და რეცენზენტის,(რომელიც სამწუხაროდ კარგად ვერ ჩაწვდა მის შემოქმედებას), ოპონენტი ვიყავი.იქ გატარებული ორი დღე დაუვიწყარი დარჩა ჩემთვის.თუ რა თქმაუნდა,საუბარია ტრისტან ბაბურაულზე,იგივე ბერდია არაბულზე. კარგი წერილია,ილტოსპირელო! განსაკუთრებით მომეწონა რომ გოდერძის"ჩემი გოდერძი ჩოხელი" უწოდეთ.აქედან უკვე ჩანს თქვენი სიყვარული ამ დიდი ქართველის მიმართ და რაც მასთან გაკავშირებდათ,მხოლოდ თქვენია.გმადლობთ,რომ გაგვიზიარეთ. გოდერძის თვითმკვლელობის მცდელობისაცა და გარდაცვალების ამბავიც, მეც უცხოეთში გავიგე და შემძრა. თუ არ ვცდები ამ ზაფხულს,წერილში ნახსენები,თქვენი ერთერთი მეგობარიც, ბერდია არაბული, დაიღუპა ავტოკატატასტროფაში?! ძალიან მინდა ვცდებოდე, რადგან მას ვიცნობდი და რომც არ მცნობოდა გული მაინც მეტკინებოდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევის გამო. 17წლის ვიყავი, 1983წელს( თუ არ მეშლება წელი),ბარისახოში მისი პოეზიის საღამო ჩატარდა და რეცენზენტის,(რომელიც სამწუხაროდ კარგად ვერ ჩაწვდა მის შემოქმედებას), ოპონენტი ვიყავი.იქ გატარებული ორი დღე დაუვიწყარი დარჩა ჩემთვის.თუ რა თქმაუნდა,საუბარია ტრისტან ბაბურაულზე,იგივე ბერდია არაბულზე.
11. გოდერძი ჩოხელი გენიოსია. მომეწონა ეს ნაწარმოები. გოდერძი ჩოხელი იმსახურებს, რომ საქართველომ მიაგოს ყოველთვის უდიდესი პატივი გოდერძი ჩოხელი გენიოსია. მომეწონა ეს ნაწარმოები. გოდერძი ჩოხელი იმსახურებს, რომ საქართველომ მიაგოს ყოველთვის უდიდესი პატივი
10. ჩოხელი უკვე დარჩ ისტორიას როგორც მარადიულად ცოცხალი ხელოვანი ადამიანი.....
ასეა დიადი ადამიანები კვდებიან უცნაურად უბადრუკად საცოდავათ.........
პატივისცემით ”დიადი ბლაგვიუს პირველი ” ჩოხელი უკვე დარჩ ისტორიას როგორც მარადიულად ცოცხალი ხელოვანი ადამიანი.....
ასეა დიადი ადამიანები კვდებიან უცნაურად უბადრუკად საცოდავათ.........
პატივისცემით ”დიადი ბლაგვიუს პირველი ”
9. თავს იკლავს, ჯოჯოხეთიდან კვლავ ჯოჯოხეთში მიდის,
რადგან არავის ჭირდება მისი სიტყვა და ქნარი.
+5!!!
კარგი მოგონებაა!
თავს იკლავს, ჯოჯოხეთიდან კვლავ ჯოჯოხეთში მიდის,
რადგან არავის ჭირდება მისი სიტყვა და ქნარი.
+5!!!
კარგი მოგონებაა!
8. კაია კაი, ხუთი დავსწერედა იცოდე.5 კაია კაი, ხუთი დავსწერედა იცოდე.5
7. ძალიან საინტერესო იყო ის,რაც წავიკითხე.მინდა მომავალმა თაობამ არ დაივიწყოს ეს მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი! მადლობთ ბატონო მიშა ამ ყველაფრისთვის!!! არაჩვეულებრივი ლექსებია. მიხარია,რომ თქვენ არსებობთ!!! მიყვარხართ ძალიან!!! ძალიან საინტერესო იყო ის,რაც წავიკითხე.მინდა მომავალმა თაობამ არ დაივიწყოს ეს მართლა არაჩვეულებრივი ადამიანი! მადლობთ ბატონო მიშა ამ ყველაფრისთვის!!! არაჩვეულებრივი ლექსებია. მიხარია,რომ თქვენ არსებობთ!!! მიყვარხართ ძალიან!!!
6. მიშავ, მეგობარო. კარგი ადამიანი ხარ შენ, ფეხით თხემამდის ქართველი. მზრუნველიცა ხარ და მოერთგულე ერის. მე მითქვამს და მუდამ ვიტყვი - ღანიშაანთ შვილი, მთელი საქართველოს რომ ხარ შვილი. წარმატებები. გფარავდეს მამაზეიერი. მიშავ, მეგობარო. კარგი ადამიანი ხარ შენ, ფეხით თხემამდის ქართველი. მზრუნველიცა ხარ და მოერთგულე ერის. მე მითქვამს და მუდამ ვიტყვი - ღანიშაანთ შვილი, მთელი საქართველოს რომ ხარ შვილი. წარმატებები. გფარავდეს მამაზეიერი.
5. მე მიყვარდა ეს ადამიანი, ეს პიროვნება, ეს მწერალი, ეს პოეტი, ეს რეჟისორი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ რომ ეცოცხლა, უამრავ ღირებულს შემატებდა ჩვენს სულიერ საგანძურს, ჩვენს კულტურას.
მართლაც... მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ სიცოცხლის ძალას, როცა სიკვდილი შეგვატორტმანებს!:( მე მიყვარდა ეს ადამიანი, ეს პიროვნება, ეს მწერალი, ეს პოეტი, ეს რეჟისორი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ რომ ეცოცხლა, უამრავ ღირებულს შემატებდა ჩვენს სულიერ საგანძურს, ჩვენს კულტურას.
მართლაც... მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ სიცოცხლის ძალას, როცა სიკვდილი შეგვატორტმანებს!:(
4. ძალიან მომეწონა... ზუსტად ისეა დანახული გოდერძი ჩოხელის პიროვნება, როგორიც სინამდვილეში იყო...
ორივე ლექსი ძალიან მომეწონა...
"ახლა, მცხეთაში რომ ვარ, შევივლი ხოლმე დედათა მონასტერში მის საფლავზე, დავანთებ ერთფეხ სანთელს და უფალს მისი კრავივით დიდებული და მართალი სულის ლხენას ვთხოვ!
მჯერა, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვა და საიქიო ნეტარებას გვრის გოდერძი ჩოხელს - ამ ნაადრევად ჩაფერფლილ შემოქმედსა და მამულიშვილს!"
რა ლამაზი სიტყვებია, ღმერთმა გაგახაროთ, ილტოსპირელო!
ძალიან მომეწონა... ზუსტად ისეა დანახული გოდერძი ჩოხელის პიროვნება, როგორიც სინამდვილეში იყო...
ორივე ლექსი ძალიან მომეწონა...
"ახლა, მცხეთაში რომ ვარ, შევივლი ხოლმე დედათა მონასტერში მის საფლავზე, დავანთებ ერთფეხ სანთელს და უფალს მისი კრავივით დიდებული და მართალი სულის ლხენას ვთხოვ!
მჯერა, რომ ღმერთს ესმის ჩემი ლოცვა და საიქიო ნეტარებას გვრის გოდერძი ჩოხელს - ამ ნაადრევად ჩაფერფლილ შემოქმედსა და მამულიშვილს!"
რა ლამაზი სიტყვებია, ღმერთმა გაგახაროთ, ილტოსპირელო!
3. ილტოსპირელს მოკითხვა!
ილტოსპირელს მოკითხვა!
2. ეეხ, ჩემო ძმაო, მაინც ბედნიერი კაცი ყოფილხარ პირადად რომ გცნობებია ჩოხის შვილი! ეეხ, ჩემო ძმაო, მაინც ბედნიერი კაცი ყოფილხარ პირადად რომ გცნობებია ჩოხის შვილი!
1. გოდერძი ჩოხელი მაგარი იყო! 21-ე საუკუნის ვაჟა იყო! ღმერთმა ნათელში ამყოფოს! გოდერძი ჩოხელი მაგარი იყო! 21-ე საუკუნის ვაჟა იყო! ღმერთმა ნათელში ამყოფოს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|