ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენი-ანი
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2010


უსათაურო..

პატარაობაში მსახიობობაზე ვოცნებობდი..
მომწონდა პაპარაცებს გაქცეული ცნობილი სახეები და წითელ ხალიჩაზე მოსიარულე ბარბები..
ჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა, სარკესთან საკუთარ თავს ვეთამაშებოდი, დედას მაღალქუსლიანებს ვამტვრევდი და პომადას ყურებამდე ვისვამდი..
არ მომწონდა ღიპიანი, მთვრალი ბიძიები..
დიდ ბიჭებს, უმეტესად კი ჩემი ძმის მეგობრებს სიხარულით ვაჩვენებდი ჩემს ზიზიებს და ბრიალა თვალებით სიამოვნებით შევყურებდი, თუ როდის ჩამისვამდნენ კალთაში..
აფერისტიც ვიყავი, ბუზისგან სპილოს გადაქცევა - ბავშვობიდან მომყვება))
ცოტა ჯიუტი და გატუტუცებული კი - ნამდვილად ვიყავი..
რუსულ ბაღში დავდიოდი და პირველ სიყვარულს იურა ერქვა, სერიალის მთავარ გმირებს ვთამაშობდით სულ და მომწონდა, ვფიქრობდი, დიდ სცენაზე არაჩვეულკებრივი პარტნიოები ვიქნებით-მეთქი..
ბაღის მერე სასკოლო ცხოვრება დაიწყო..
საოცარ ნულს ვწერდი, ნათურისგან ძნელად თუ გაანსხვავებდით..
პიანონოზე 3-ჯერ შემიყვანა საყვარელმა ბებომ და ნოტების სახელწოდების გარდა, ვერცერთხელ ვერაფერი ვისწავლე
რადგან უბრალოდ არ მინდოდა..
”დურაკას”თამაში სხვისი ხათრით მინიმუმ 10-ჯერ მაქვს ”ნასწავლი”, რადგან ესეც არ მინდოდა, სახელის გამო დავიწუნე ღრმა ბავშვობაში..
საახალწლოდ ქაღალდებისგან ფიფქების გამოჭრა მომწონდა, მერე ფანჯარაზე გაკვრა, ამის შემდეგ კი ბებოს გაუთავებელი ლანძღვა, მიმხმარი წებოს გამო..
ზაფხულში სახლი მავიწყდებოდა და უნდა გენახათ როგორ ველოდი გათენებას.
მახსოვს, მეზობელს თავში ქვა ვესროლე, მხოლოდ იმიტომ რომ სიფათზე არ მომწონდა..
სულ არ მიცდია თავის გატეხვა..
როცა ჩემს ახალ მეზობელ გოგონას, დავანახე ბიჭი, რომლის ცისფერი თვალები, ქერა თმა  და ფაქტი რომ ”დიდი ბიჭი იყო” მიზიდავდა, მის რეაქციაზე - ”უი, მეც მომწონს” ძლიერ გავბრაზდი და იმის შემდეგ ვცდილობდი, არავისთვის დამეთმო..
შემდეგ როცა, ის ვიღაც დიდ გოგოსთან ერთად დავინახე, პირველი იმედგაცრუება მაშინ მეწვია..))
ცოტა მოზრდილ ასაკში,წინასთან შედარებით სერიოზული და ხანგრძლივი გრძნობა 11 წლის ასაკში ვიგრძენი..და დღემდე მომწონს ”ზდაროვი” ბიჭები..
მეორე იმედგაცრუება 14 წლის ასაკში მეწვია, ახალი წლის ღამეს.. და ჩემი გადაწყვეტილებით ყველაფერი ძველი, ძველ წელს გავატანე და ტვინი გამოვირეცხე..ამის შემდეგ ძველ დღიურებს სიამოვნებით ჩავუჯდები და ფრაზაზე: ”ის ხუთოსანია, მაგრამ ძალიან მოუსვენარი” - ტკბილად ვიღიმი..
2 წლის წინ, მე და ჩემი მეგობარი მოგონებებს რომ ვიხსენებდით, ნათლად მახსოვდა თითოეული დეტალი, ახლა კი - მხოლოდ ძირითადი მახსოვს და არ მჯერა თუ ეს ჩემი მოგონებებია, ახლა მგონია ვიღაცას გადახდა და მე ისტორია მოვისმინე-მეთქი..
რა ადვილად შლის დრო მეხსიერებას..
ჩემი მოგონებების სკივრში ჯერ კიდევ ბევრი ადგილია და ამჟამად განვითარებულ მოვლენებსაც სიამოვნებით უმალ მოვათავსებდი იქ..
ახლა ვხვდები რომ გავიზარდე, ოღონდ არა ბოლომდე, და დროის გასვლის შემდეგ ხასიათი, გარეგნობა, ჩვევები და სულიერი მდგომარეობა კიდევ შემეცვლება..
ხანდახან ჩემი ხასიათიც მაოცებს და ფაქტი, რომ რა ძალიან უემოციო ვარ ყველაფრის მიმართ, ზოგჯერ კიდევ პირიქით..
(ესეც გარდატეხვის ერთ-ერთი თანმხლები მოვლენაა, როგორც უფროსები იტყვიან ხოლმე)
ჩემს მფარველ ანგელოზს ალბათ დღემდე სჯერა ჩემი,და იმის რომ მე დიდად კარგი პიროვნება დავდგები, თუმცა ამის მე თავად არ მჯერა..არის ჩემში რაღაც ძალიან უარყოფითი..
რომელსაც გაწმენდა ესაჭიროება..
ვიღლები ჩვეულებრივი დღეებით და დღის ბოლოს მხოლოდ იმიტომ ძილით, რომ თურმე ღამით ნორმალურ ადამიანს უნდა გეძინოს..მე ვერ ვიძინებ..
სად არის ძილი და რატომ მსურს მე ის ასე ძალიან?
მინდა თვალების დახუჭვისთანავე მეათე სიზმარსაც კი გავცდე, მაგრამ შიგნიდან ვერ მასვენებს რაღაც..
რატომ არ ჩადიხართ ადამიანები სისულელეებს? მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც დოგმატიკები გიჟებად ჩაგვთვლიან?
მე ხომ თავისუფლება მინდა მხოლოდ..
ბავშვობიდან - დღემდე..
მინდა შენ, შენ და შენც თავისუფლები იყოთ..
თავის უფლები..
მინდა ადამიანებმა შეიგნონ, რომ არავის შეუძლია ჩარჩოებში მოგათავსონ..
(იცით, პატარაობიდანვე ძალიან მომწონდა ხატვა, იმის მიუხედავად რომ ეს ცუდად არ გამომდიოდა, კარგად მაინც ვერ ვახერხებდი და დღემდე მშურს ადამიანების, რომელთაც ნახატში, ფურცლის ნაგლეჯში შეუძლიათ სამყარო ჩაატიონ)
არ მჯერა  მხოლოდ ცხოველური ინსტიქტით შექმნილი ოჯახების
და მერე ”ბავშვი მშობლებთან უნდა იზრდებოდეს”გამო დაუნგრეველი ოჯახების..
არ მჯერა დროგამოშვებითი სიყვარულის, რადგან თუ გიყვარს - გიყვარს და იქ ყველაფერი დასრულებულია..
არ მჯერა დაუსრულებელი გრძნობების, ყველაფერს აქვს დასასრული და მე მაშინ გავშორდები, იმას, ვინც ჩემს გვერდზე იქნება, როცა მივხვდები, რომ გრძნობა გაქრა..
არ მეშინია მარტოობის,რადგან მჯერა ფურცელი და კალამი ყოველთვის ჩემს გვერდზე იქნება..
არ მეშინია სიკვდილის..მხოლოდ სიბერის მეშინია და ვიცი ღრმა სიბერემდე თავად არ ვისურვებ მისვლას..
იქამდე კი, მხოლოდ მინდა ვიცხოვრო, სამყაროში, სადაც ყველა მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ და არა მეს, რომელიც შეცდომებს არ უნდა უშვებდეს და მხოლოდ იმიტომ უნდა
უსმენდეს ყველას, რომ თავისი სამყარო ზედმეტად ბავშვურია..ოღონდ მხოლოდ მოსასმენად))

04.06.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები